|
|
მთავარი » სტატიები

რომანოვი (რუს. Романов) ძველი რუსული არისტოკრატიული გვარი. 1613 წლიდან სამეფო გვარი, ხოლო 1721 წლიდან - იმპერატორთა დინასტია. რომანოვების დინასტიის წინაპრად ითვლება ანდრია ივანეს ძე კობილა, XIV საუკუნის მოსკოველი ბოიარი. XVI საუკუნიდან იწოდებოდნენ კოშკინებად, შემდეგ ზახარინებად. ამ უკანასკნელთა აღზევება დაიწყო მას შემდეგ რაც ივანე IV დაქორწინდა ანასტასია რომანის ასულ ზახარინაზე. რომანოვების გვარს დასაბამი მისცა ნიკიტა რომანის ძემ, რომლის შვილიშვილი მიხეილ თედორეს ძე (1613-1645 წწ.) ავიდა მოსკოვის სამეფო ტახტზე. 1917 წლის კომუნისტური გადატრიალების შედეგად რომანოვების დინასტია დაემხო, ხოლო 1918 წლის ივლისში ეკატერინბურგში ურალის საოლქო საბჭოს დადგენილებით ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები დახვრიტეს. მეფეთა სია.
მეფე მმართველობის წლები მიხეილ I 1613-1645 ალექსეი I 1645-1676 თედორე III 1676-1682 პეტრე I დიდი 1682-1721.
იმპერატორების სია.
იმპერატორი მმართველობის წლები პეტრე I დიდი 1721-1725. ეკატერინე I 1725-1727. პეტრე II 1727-1730. ანა 1730-1740. ივანე VI 1
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1195 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|
დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული რომანოვა
Великая княжна Анастасия Николаевна Романова.

დიდი მთავარი ანასტასია ნიკოლოზის ასული (რუს. Вели́кая княжна́ Анастаси́я Никола́евна, დ. 5 (18) ივნისი 1901, პეტერჰოფი — გ. 16/17 ივლისი, 1918, ეკატერინბურგი) — იმპერიული რუსეთის ბოლო მმართველი ნიკოლოზ II-სა და მისი მეუღლე ალექსანდრა ფეოდოროვნას მეოთხე ქალიშვილი. დახვრეტილია ოჯახთან ერთად იპატიევის სახლში ბოლშევიკების საიდუმლო სამსახურის ძალების მიერ.
მისი დაღუპვის შემდეგ 30-მდე ქალმა განაცხადა, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი დიდი მთავარი ანასტასია იყო. მათგან ყველაზე განთქმული იყო ანა ანდერსონი. ანდერსონის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს მის სხეულზე დნმ-ის ანალიზის ჩატარებით გაირკვა, რომ ის სამეფო ოჯახს არ ენათესავებოდა. მოარულ ხმებს მის შესაძლო გადარჩენაზე მხარს უმაგრებდა საბჭოთა მმართველობის წლებში მისი დაკრძალვის ადგილის გაურკვევლობა. 1991 წელს ეკატერინბურგთან აღმოჩენილ ერთობლივ საფლავში იპოვეს მეფის, მისი მეუღლისა და სამი ქალიშვილის ნეშთი, თუმცა ალექსეი ნიკოლოზის ძისა და ერთ-ერთი დის (ანასტასიის ან მარიამის) ნეშთი იქ არ ყოფილა.
მისი გადარჩენის შესაძლებლობა სრულიად უკუგდებულ იქნა. 2008 წლის იანვარს, რუსმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ 2007 წლის აგ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1691 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|
შესავალი .
ჩოხოსნობის ინსტიტუტი გულისხმობს ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას. თუმცა საბჭოთა პერიოდში უფრო პროტესტის ხასიათს ატარებდა. მაგალითად, 1921 წელს რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნიშნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი. ასევე, საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტმა განაპირობა "ჩოხოსნები - 1973"-ის ჩამოყალიბება. დღეისთვის საქართველოში, გარდა "ჩოხოსნები - 1973"-სა არსებობს კიდევ, უკვე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მიღების შემდეგ შექმნილი ორი საზოგადოება:
"სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება" – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ჩამოყალიბდა 2006 წელს "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" (შეიქმნა 1999 წელს) ბაზაზე.
"სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გოგი დოლიძე. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა 2006
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 2191 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

გაიაზრეთ ყოველივე აქ თქმული, იხელმძღვანელეთ ამით, ხშირად იკითხეთ, რათა გაანახლოთ გონებაში, თუ რას უნდა იქმოდეთ. წმ. თეოფანე დაყუდებული. რა არის იესოს ლოცვა
ლოცვისას გვმართებს მთელი გონებით მხოლოდ უფალზე ფიქრი. არც თუ იშვიათად ამ დროს გონება განუწყვეტლივ იტვირთება გარეშე აზრებით, რაც მას განაშორებს ღვთისაგან. იმისათვის, რომ გონება სწავლობდეს ერთსა და იმავეზე ფიქრს, წმ. მამები იყენებდნენ ლოცვებს და გამუდმებით იმეორებდნენ მათ.
ლოცვების განუწყვეტელი გამეორების წყალობით გონება უახლოვდებოდა ღმერთს და თავისუფლდებოდა გარეშე აზრებისაგან. მოკლე ლოცვები სხვადასხვაგვარია. ჩვენ განსაკუთრებით შევისისხლხორცეთ იესოს ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიზღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური განმეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია - ღვთის წინაშე შეგნებული დგომა, ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთლიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს.
რატომ არის ასე აუცილებელი ეს ლოცვა ყველა ქრისტიანისთვის
ყოველი ადამიან
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1397 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|

ერთ ტაძარში ამგვარი ისტორია მოხდა: გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი. მალევე მღვდელმთავარმა ამ ეკლესიაში სხვა მღვდელი განაწესა. პირველი წირვის დაწყებისას, როდესაც მოძღვარმა ამბიონზე ე.წ. შემთხვევის ლოცვები წაიკითხა და საკურთხეველში შევიდა, მის წინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. საკურთხევლის ერთ კუთხეში სრულ სამღვდელო შესამოსელში ხელებზე და ფეხებზე ბორკილდადებული იდგა სასულიერო პირი, რომელიც არაფერს ამბობდა. მოძღვარი არ შეშინდა და წირვა განაგრძო, თან პერიოდულად გადახედავდა ხოლმე საკურთხეველში მყოფ `სტუმარს~. ასე განმეორდა მეორე წირვაზეც.
მართალია, ბორკილდადებული სტუმარი არაფერს ამბობდა, მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე წირვაზე მძიმედ ასწევდა ხელს და რაღაცაზე მიუთითებდა მწირველ მღვდელს საკურთხევლის ერთ კუთხეში. თავიდან მოძღვარმა ამას ყურადღება არ მიაქცია იმიტომ, რომ საკურთხევლის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ რადგანაც მითითება გრძელდებოდა მან დაათვალიერა ერთი ძველი ტომარა, რომელიც იქვე იატაკზე იდო. ამ ტომარაში ცოცხლებისა და გარდაცვლილების მოსახსენებლები ეწყო. ძეციდან მოვლენილმა აზრმა მღველს გონება გაუნათა. მან ამ მოსახსენიებლების კითხვა დაიწყო წირვის დროს და მალევე მიხვდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მოსახსენებლების წაკითხვას. მოსახსენებლების წაკითხვისთანავე მძიმე ბორკილები, რომლითაც შეკრული იყო იმქვეყნიური ტუსაღი, წამში ხმაუ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1082 |
Added by: NaTia |
Date: 06.05.2010
|
|
|
კალენდარი
| « ივნისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | | 29 | 30 |
|