ოთხშაბათი, 17.06.2026, 17:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

გრიგოლ რობაქიძე – "აკაკის ქნარი”

სიკვდილის წინეთ, ამბობენ, აჭიკჭიკდება გედიო
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა პირველ და უკანასკნელი,
აქ იხატება ცის სივრცე აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორაზროვანი, ორ კილო ერთი ხმით გამომეტყველი;
შემოქმედების ქებაა; ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური.
გედო, შეგნატრი შენს ჭიკჭიკს შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსურვი…

სწორედ გედისებურია ის პოეტური სიმღერა, რომელსაც მომღერალი აკაკი საქართველოს ტურფა მდელოს დაჰმღერდა. "ორაზროვანი, ორკილო”: რადგან "აქ იხატება ცის სივრცე, აქვე ისახვის ქვესკნელი”; მწარი და თან ტკბილი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1448 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

აკაკი

(ფაქტები, ფიქრები)


ორი ნიღაბი

დარჩენილია აკაკის სურათი კუბოში ჩასვენებულის. არსებობს ამგვარივე სურათი ვიქტორ ჰიუგოსი. მსგავსება ამ ორი ნიღბის ისეთია, რომ გამორჩევა ძნელი ხდება.

უნებურად პარალელი იბადება: აკაკი და ჰიუგო.

ყოველ შემთხვევაში აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში.

პოეტური შეპირისპირება მათი შესაძლოა მერმისმა ითავოს.

გამოსვლა მარტო სახელით

არის რაღაც ანტიური ამ გამოსვლაში. აკაკი გამოდიოდა სახელით: თავის გვარს ძვირად ახსენებდა. მთელი საქართველო მას სახელით იცნობდა უფრო. გარდა ნიჭისა, აქ უთუოდ სიყვარული იმარჯვებდა. უამისოდ აკაკი ვერ "გაითქმებოდა” ხალხში.

ბავშვებმა ისიც არ ვიცოდით, თუ იგი წერეთელი იყო: ვიცოდით მხოლოდ, რომ იგი "აკაკია”. მეტი არაფერი.

ერთხელ, ქუთაისში, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიის გვერდით მივდიოდით.

ხმა მოგვესმა: "აკაკი”. ეს ხმა ახლაც გაისმის ყურში.

მივიხედეთ: მაღაზიიდან გამოვიდა ახოვანი კაცი. "ფეთება” მოგვეცა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარით.

აკაკიმ ნათელი თვალით გადმოგვხედა.

ეს გამოხედვა ახლაც მახსოვს.

დიდხანს ვუმზერდი მიმავალს. მაშინ ჩვენ მისი "კრილოვის” არაკები ვიცოდით. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ კრილოვი კაცი იყო და მოარაკე.

აკაკი და ბავში

მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშს.

ზოგი თავს "იბავშებს”, როცა ბავშს ელაპარაკება. ზოგი "უფროსად” რჩება, როცა ბავშთანაა. მაგრამ ავ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1263 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები)

ვუძღვნი პოლონეთის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის ნათელ ხსოვნას

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, პოლონეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პირველი თაობის წარმომადგენელთა ნაყოფიერი მოღვაწეობა 1920-იან-1930-იან წლებში. ამასთან, ნაჩვენებია ის ღვაწლი, რომელიც პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს დასდო გამოჩენილმა პოლონელმა სახელმწიფო მოღვაწემ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ (1867-1935).

ყურადღება ეთმობა ქართველთა როლს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "პრომეთეიზმი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი. სტატია ეფუძნება ამ საკითხებზე არსებულ გამოცემებს და დოკუმენტურ მასალას.


მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935)მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935).


პოლონელმა და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2336 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ - Occupation of Georgia by Bolshevist Russia, 1921


ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)

სტალინიზმის ეპოქა და საქართველოს ტრაგედია: 1921-1953

1920 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკური რუსეთის არმია წითელ ხიდთან თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. იმავდროულად, 2 მაისს ბოლშევიკები თავს დაესხნენ თბილისის ქართულ სამხედრო სკოლას (ცნობილ იუნკერთა სასწავლებელს). ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 21 წლის იუნკერი, "თეთრი გიორგი”-ს ჯვრის კავალერი მიხეილ მაყაშვილი (მწერალ კოტე მაყაშვილის ძმის შვილი, გენერალ სოლომონ მაყაშვილის ვაჟი). იგი გახლდათ ბოლშევიკთა პირველი მსხვერპლი.

ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სარდლობით წითელი ხიდიდან შემოსული ბოლშევიკების 3 დივიზიიდან ორი მიწასთან გაასწორა. ამის შემდეგ იგი დაედევნა მტრის დარჩენილ ერთ დივიზიას. მაგრამ, ნ. ჟორდანიას ყოვლად უგუნური ბრძანებით ქართული ჯარი იძულებული გახდა შეეწყვიტა დევნა და უკან დაბრუნებულიყო.


                                გენერალი გიორგი კვი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 3215 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

რუსეთი და საქართველო: მე-18 საუკუნე

შესავალი დღეს არცთუ იშვიათად შეხვდებით მავან ისტორიკოსთა მცდელობას, რომგაამართლონ 226 წლის წინ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული საბედისწერო დამცდარი ნაბიჯი. ისტორიული რეალობაკი სრულიად სხვაგვარი იყო…


საქართველოსთვის არ არსებობდა "კარგი” და "ცუდი” რუსეთი: არსებობდა, არსებობს და იარსებებს მხოლოდ ერთი, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი და დაუოკებელი იმპერიული მადის მქონე რუსეთი, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთარი მძიმე ტორის ქვეშ ყოლა. დიახ! იყო, არის და იქნება, ვინაიდან რუსეთის ბოლო 300 წლის ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ავადსახსენებელი "ველიკოდერჟავული” ფსიქოლოგია და არარუსი ერების მიმართ მისი დამოკიდებულება უცვლელია. ეს ზედმიწევნით დაადასტურა "პოსტსაბჭოთა” რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა ურცხვმა და დაუნდობელმა სამხედრო აგრესიამაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.


რუსული იმპერია, რა შეფერილობისაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ძალუმად ცდილობდა საქართველოდან ქართული სულის აღგვას და მის გადაქცევას "რუსულ სამოთხედ”, მაგრამ საკუთარი მეობის დასაცავად მედგრად დადგა ქართველი ერი.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2340 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

« 1 2 ... 98 99 100 101 102 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები