ოთხშაბათი, 25.06.2025, 08:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ალექსანდრე მაკედონელის ომების ნაწილი.


გაუგამელას ბრძოლა
თარიღი: ძვ. წ. 331 1 ოქტომბერი
მდებარეობა: სავარაუდოთ ტელ გომელი მოსულთან
შედეგი: მაკედონელთა გამარჯვება

მხარეები
მაკედონელები და ბერძნები სპარსეთი
მეთაურები
ალექსანდრე მაკედონელი დარიუს III
ძალები
40 000 ქვეითი 7 000 კავალერია 250 000 ქვეითი 35 000 კავალერია 200 საბრძოლო სპილო
დანაკარგები.
3 000 ქვეითი 1 000 კავალერია 230 000 მოკლული და დაჭრილი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1620 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

გეტოს კედლის ბოლო ნაწილი, რომელიც 2006 წელს დაანგრიეს.

ბუდაპეშტის გეტო — ნაცისტების მიერ ებრაელებისთვის შემოკავებული ზონა ბუდაპეშტში, უნგრეთი, მეორე მსოფლიო ომის დროს. ზონა რამდენიმე კვარტლისგან შედგებოდა, სადაც უწინ ქალაქის ებრაელთა უბანი იყო გაშენებული მთავარი სინაგოგის ირგვლივ. ზონას გარს შემორტყმული ჰქონდა მაღალი ღობე და ქვის კედელი, რათა მასში კონტრაბანდის შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო და ასევე ხალხს გამოსვლა არ შეძლებოდა.

ნაცისტებმა ბუდაპეშტი 1944 წლის მარტში აიღეს, ხოლო გეტო იმაველი წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა და თითქმის სამი თვე არსებობდა, 1945 წლის 17 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ ბუდაპეშტის განთავისუფლებამდე.


Category: ენციკლოპედია | Views: 1135 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი)
დ. 1877 — გ. 1922
კუთვნილება რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
წოდება გენერალ-მაიორი.
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი.
პირველი მსოფლიო ომი.
წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში.


სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) (დ. 1877 — გ. 1922), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).

დაამთავრა კადეტთა კორპუსი და სამხედრო სასწავლებელი სუმიში (უკრაინა). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (დაჯილდოვდა წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით) და პირველ მსოფლიო ომში (პოლკოვნიკი).

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1918 წ.) მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; სარდლობდა კორპუსს, ტფილისის გარნიზონის ეროვნული გვარდიის ნაწილებს, 1921 წ. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს — სასაზღვრო ჯარებს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დააპატიმრეს და მოსკოვში გაგზავნეს. მოკლეს გზაში, რიაზანის ციხეში; ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით.

სტეფანე ახმეტელის უმცროსი ძმა იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1234 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ახალციხის ბრძოლა, 1828 წ. (მხატვარი: ჯ. სუხოდოლსკი, 1839 წ.)


ახალციხის ბრძოლა რამდენიმე მოვლენაზე მიუთითებს:
ახალციხის კედლებთან მომხდარი ბრძოლა რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29) დროს 1828 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ფელდ-მარშალ პასკევიჩის 9000-იანი ჯარსა და კიოს მაჰმეთ-ფაშას 30.000-იანი თურქების ჯარს შორის. რუსებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს.


იმავე ციხის დაცვა 20.000-იანი რუსეთის იმპერიის ჯარის მიერ გენერალ ნიკოლაი მურავიოვის მეთაურობით 1829 წლის 4 მარტს იმავე კონფლიქტში.


ბრძოლა რუსეთის იმპერიის ძირთადად ქართველი არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკით დაკომპლექტებულ ჯარს, თავადი ივანე ანდრონიკაშვილის მეთაურობით და 18.000-იანი თურქთა ჯარს ალი-ფაშას მეთაურობით შორის ყირიმის ომის პერიოდში, 1853 წლის 12 ნოემბერს. რუსებმა მოჭრეს თურქების იერიში ამიერკავკასიაზე და უკან ყარსში დაახევინეს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1378 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ბეძენი ჰოპლიტისა და სპარსელი ქვეითის ბრძოლა, ძვ. წ. V საუკუნე
თარიღი: ძვ. წ. 500–449
მდებარეობა: საბერძნეთი, თრაკია, მცირე აზია, კვიპროსი და ეგვიპტე
შედეგი: ბერძნების გამარჯევება
ტერიტორიული ცვლილებები: თრაკია და მცირე აზია განთავისუფლდა სპარსეთისგან.


ბერძნულ-სპარსული ომები (ასევე ცნობილი, როგორც სპარსული ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებსა და სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51 წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი წარმატებით. კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ. წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასსშორის, რომელიც ოკუპანტების გამარჯვებით დამთავრდა. ამის მიუხედავად არც მეორე ლაშქრობის დასასრული გამოდგა სპარსელებისთვის მომგებიანი. კამპანიის ბედი სალამისის საზღვაო ბრძოლაში ათენელებისა და სპარტელების კოალიციის გამარჯვებამ გადაწყვიტა.

გამარჯვების შემდეგ ძვ. წ. 479-478 წლებში ბერძნებმა კონტრშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1544 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

« 1 2 ... 106 107 108 109 110 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები