ოთხშაბათი, 25.06.2025, 13:46
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

კავკასიის უძველესი ქვეყნები.

კოლხეთის სამეფო (ბერძნ. Κολχίς, kŏl´kĬs) (ძვ. ქართული წყაროებით - ეგრისი) ძველ გეოგრაფიაში ერქვა შავი ზღვის პირა სამკუთხა ფორმის რეგიონს კავკასიაში. ამჟამად საქართველოს დასავლეთ ნაწილშია.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი შეადგენდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაბზონისა და ართვინის პროვინციების ნაწილს.

გეოგრაფია და ტოპონიმიკა.


ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში 1770.


კლასიკურ ავტორთა თანახმად კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდ. ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2163 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ქლუდის პსალთერიონის მინიატურა: ხატმებრძოლეობის ალეგორიული გამოსახულება : «და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული.

და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. ». მხატვარი აკომენტირებს ხატმებრძოლების ქმედებებს და ადარებს ევანგელისტურ მოვლენებს.

ჯვარზე აცმა გოლგოთის მთაზე; ხატმებრძოლები, რომლებიც იესოს ხატს კირით ჩღაპნიან; ქრისტეს მარჯვნივ მდგარი იესო აწვდის იესოს ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, სხვა მეომარი ქრისტეს გამსჭვალავს.

მთის ძირში დგანან ხატმებრძოლები იოანე გრამატიკოსი და ანტონი სილელიმეომარი მარჯვნივ აწვვდის ქრისტეს ძმრით გაჟღენთისლ.


ხატმებრძოლეობა - VIII საუკუნეში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც დაწყებული დაპირისპირება საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა თითქმის მთელ საქრისტიანოში. ლეონ III თავის ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას.

იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ.

ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდა ბერ-მონაზვნობა და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1633 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010


მაკედონელთა დინასტია – ბიზანტიელ იმპერატორთა დინასტია 867–1056 წწ. დააარსა ბასილ I (867-886 წწ.) წარმოშობით მაკედონელმა გლეხმა (სახელწოდებაც აქედან მოდის).


იმპერატორთა სია.
ბასილი I (867–886)
ლეონ VI (886–912)
ალექსანდრე (912–913)
კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913–959)
რომანოზ I ლეკაპინოსი (920–944)
რომანოზ II (959–963)
ნიკიფორე II ფოკა (963–969)
იოანე I ციმისხისი (969–976)
ბასილი II ბულგართმმუსვრელი (976–1025)
კონსტანტინე VIII (1025–1028)
რომანოზ III არგირი (1028–1034)
მიხაელ IV (1034–1041)
მიხაელ V (1041–1042)
ზოია და თეოდოროა III (1042) პირველი ზეობა
კონსტანტინე IX მონომახი (1042–1055)
თეოდორა III (1055–1056) მეორე ზეობა
მიხაელ VI (1056–1057)

Category: ენციკლოპედია | Views: 1539 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

კონსტანტინოპოლის რუქა.

კონსტანტინოპოლი (ბერძნ. Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის, თურქეთი, სახელი საუკუნეების განმავლობაში, როცა ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი).

კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი" შეარქვეს.

დაარსება.

კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დაარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა.

იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი" იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა.

ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1244 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010



დროშა    გერბი

ბიზანტიის იმპერია (ბერძ.: Βυζαντινή Αυτοκρατορία), ოფიციალური სახელწოდება რომის იმპერია (ბერძ.: Βασιλεία τῶν Ρωμαίων), შემოკლებით ბიზანტია (ბერძ.: Βυζαντιoν) (395-1453) - შუა საუკუნეების სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV საუკუნეში რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე.

ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დააარსა იმპერატორ კონსტანტინე I-მა 324-330 წლებში ბიზანტიონის ადგილას (აქედან მოდის სახელწოდებაც, რომელიც შემოიღეს რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ).

ბიზანტიის ისტორიას, ჩვეულებრივ, კონსტანტინოპოლის დაარსებიდან იწყებენ. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი თეოდოსიუს I-ის (მართავდა 379-395) სიკვდილის შემდეგ რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთი რომის (ბიზანტიის) და დასავლეთი რომის იმპერიებად.

აღმოსავლეთი რომის იმპერიის იმპერატორი გახდა არკადიუსი (395-408). თვითონ ბიზანტიელები თავს რომაელებს უწოდებდნენ.

დასავლეთი ქვეყნები მათ სახელმწიფოს რომანიას უწოდებდნენ, აღმოსავლეთი ქვეყნები კი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2974 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

« 1 2 ... 105 106 107 108 109 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები