ოთხშაბათი, 25.06.2025, 21:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ვერცინგეტორიქსი ნებდება კეისარს. ლაინერ როელის ნახატი.


თარიღი: სექტემბერი, ძვ. წ. 52
მდებარეობა: ალეზია , გალია (ახლანდელი საფრანგეთი)
შედეგი: კეისრის გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: რომის რესპუბლიკამ კონტროლი აღადგინა გალიაზე.


ალეზიის ბრძოლა (ასევე ცნობილი, როგორც ალეზიის ალყა) - ძვ. წ. 52 წლის სექტემბერში გამართული ბრძოლა გალებსა და რომის რესპუბლიკას შორის. გალიის არმიას ხელმძღვანელობდა ვერცინგეტორიქსი, რომაელებს კი იულიუს კეისარი. ალეზია იყო გალიის ომის უკანასკნელი ბრძოლისველი, სადაც საბოლოოდ გადაწყდა ომის ბედი.

გალიის ომის მერვე წელს იულიუს კეისარმა ალეზიას ალყა შემოარტყა. მან ქალაქის გარშემო ააგო 4 მეტრის სიმაღლის წრიული თავდაცვითი ნაგებობა.

მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ გალების დამხმარე ძალაც მოემართებოდა მისკენ, ასეთი ნაგებობების და მიწაყრილის მეორე ხაზიც ააგებინა ზურგის დასაცავად. 

მოსულმა დამხმარე ძალამ რამდენჯერმე სცადა რომაელების ფორტიფიკაციების გარღვევა.

მესამე ცდაზე ვერცასიველაუნუსის მეთაურობით რომაელებს 60,000 გალმა შეუტია მათი ნაგებობების სუსტ წეტილში. რომაელებმა მოიერიშეებს ჯერ უკან დაახევინეს, შემდეგ კი გაქცეულებს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1089 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

”ატომის სოკო” წარმოქმნილი ნაგასაკიში ატომური ბომბის (”მსუქანი კაცი”) აფეთქების შედეგად. სოკოს სიმაღლე 18 კილომეტრს აღწევდა აფეთქების ჰიპოცენტრიდან.


ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” ("Little Boy") ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” ("Fat Man") ნაგასაკში.

მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ.

მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში.

ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი.

აშშ-ში გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1441 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ყირიმის ომი გრძელდებოდა 1854 წლის 28 მარტიდან 1856 წლამდე და წარმოებდა, ერთის მხრივ, იმპერიულ რუსეთსა და, მეორეს მხრივ, ბრიტანეთის, საფრანგეთის მეორე იმპერიის, სარდინიის სამეფოსა და გარკვეულწილად ოსმალეთის იმპერიის ალიანსს შორის.

სამხედრო კონფლიქტის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის და ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა.


ისტორია .

რუსეთის იმპერატორ, ნიკოლოზ I-ს სურდა ოსმალეთის დანაწევრება, ბოსფორის და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება და ბალკანეთში განმტკიცება. 1853 წელს ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ ბლკანეთიდან სტამბულისკენ კავკასიიდან კი ყარსისკენ დაიწყო შეტევა.

ინგლისი დასაფრანგეთი ვერ შეეგუენ რუსეთის გასვლის მცდელობას ხმელთაშუა ზღვაზე. ამიტომ ისინი ოსმალეთს მიემხრნენ და ომი გამოუცხადეს რუსეთს.

მოკავშირეებს შეუერთდა სარდინიის სამეფოც. მოკავშირეების ზეგავლენით ავსტრიამ რუსეთს მოსთხოვა ბალკანეთის დატოვება. რუსეთმა დაკარგა სტამბულისკენ წასასვლელი გზები. ამავე დროს მოკავშირეების ფლოტი შავ ზღვაში შემოვიდა.

ინგლისის, საფრანგეთის, სარდინიის და ოსმალეთიმა ყირიმში დიდი არმია გადასხა და სევასტოპოლს ალყა შემოარტყა. ჩამორჩენილმა ბატონყმურმა რუსეთმა ვერ უზრუნველყო სევასტოროლის დაცვა. წარმატებები კავკასიასი ყარსისი აღებით მნიშვნელოვან ვერა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1553 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

ღაზის ალყა, ანდრე კასტანის ნამუშევარი
თარიღი: ძვ. წ. 332
მდებარეობა: ღაზა
შედეგი: მაკედონელების გამარჯვება
ტერიტორიული ცვლილებები: ალექსანდრემ დაიმორჩილა ეგვიპტე.

ღაზის ალყა - ძვ. წ. 332 წლის ოქტომბერში ფილისტიმელების ქალაქის 2 თვიანი ალყა ალექსანდრე მაკედონელი მიერ. ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ. წ. 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო. შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტიროსი და იქიდან ეგვიპტეს მიაშურეს.

ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია. 5 ქალაქიდან მხოლოდ ღაზამ გაუწია წინააღმდეგობა დამპყრობელს.

ქალაქი ზღვიდან 3-4 კმ-ზე მდებარეობდა მაღალ მთაზე და დიდი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ღაზას ევნუხი მართავდა, რომელმაც დაიქირავა ნაბატეველები გარნიზონის გასამაგრებლად და მოიმარაგა დიდი რაოდენობის სურსათი.

მაკედონელებმა გააფთრებით შეუტიეს ქალაქს, გალავნის ზოგიერთ ადგილს ტარანებით ანგრევდნენ, ზოგგან კი საალყო მანქანების მიტანა არ მოხერხდა. ამას გარდა მაკედონელები ძირს უთხრიდნენ გალავანს და გვირაბიდან ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას.

ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს თვით ალექსანდრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

თარიღი: 21 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა: ტრაფალგარის კონცხი
შედეგი: ბრიტანელების დამაჯარებელი გამარჯვება.

ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) - საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე.

კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან" გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი.

ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო.

12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2310 | Added by: NaTia | Date: 15.05.2010

« 1 2 ... 107 108 109 110 111 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები