|
მთავარი » ენციკლოპედია

ინუკშუკი - კანადის ინდიელთა მიერ ქვებისაგან აგებული ადამიანის ფიგურა. ინუიტების ენაზე ნიშნავს ”ადამიანის მსგავსს”. ინუიტებს სჯეროდათ, რომ ამ სკულპტურებს იგივე ფუნქციების შესრულება შეეძლოთ, რაც ადამიანს.
ინუკშუკებით აღნიშნავდნენ საზღვრებს და ტერიტორიებს, შესაძლო საკვების ან სხვა სანოვაგის სამალავებს. მათ იყენებდნენ ასევე სხვა ტომებისთვის ამბების გადასაცემად რადგან ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ტომებს ანბანი არ ჰქონდათ.
ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლოგო ინუკშუკია - კაცუნა სახელად ინალააკი.
|

დოლმენი საქართველოში. თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. დოლმენი (ინგლ. Dolmen) არის მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას.
დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ. წ. 4000 — ძვ. წ. 3000). არქიოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.
დოლმენები საქართველოში.
აჩანდარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები ეშერი (ეშერა). აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები ოთხარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები პსხუ. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები გოხნარი. თეთრიწყაროს რაიონი. დოლმენები. ძვ. წ. II-I ათასწლეულები თბილისი. თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

დოლმენი რუსეთში.
...
კითხვის გაგრძელება »
|

სტოუნჰენჯი, ინგლისში. მეგალითები (მეგა... „დიდი" და ...ლითი „ქვა"), უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.
|

ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი, (აზერბ. Qız Qalası) XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს.
|

კოშკი, გეგმით მართკუთხა, მრავალკუთხა ან წრიული ფორმის ნაგებობა, რომლის სიმაღლე ბევრად დიდია მის ჰორიზონტალურ ზომებზე (დიამეტრზე, ფუძის გვერდზე და სხვა). კოშკი აღმართულია განცალკევებით, ან წარმოადგენს შენობის ნაწილს. თავდაპირველად თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, შემდეგ იყენებდნენ როგორც არქიტექტურულ ელემენტს (სამრეკლო, მინარეთი, რატუშის საათიანი კოშკი, შუქურა), საინფორმაციო ნაგებობას (წყალსაწნევი კოშკი, რადიო- და ტელეანძები), აგრეთვე კოსმოსურ ტექნიკაში (ე. წ. მომსახურების კოშკი).
კომპოზიციურად კოშკი ხშირად წარმოადგენდა ქალაქის ხუროთმოძღვრულ დომინანტს. ცნობილია „დახრილი კოშკი" პიზაში (1174-1372, სიმაღლე 56 მ), კოშკი კამპანილე პიაცა დი სან-მარკოზე ვენეციაში (888-1517, დაინგრა 1902, აღადგინეს 1912, სიმაღლე 100 მ), მოსკოვის კრემლის კოშკები (XV-XVII სს.), ეიფელის კოშკი (1889, სიმაღლე დაახლოებით 300 მ, ინჟინერი ა. ეიფელი, პარიზი). თანამედროვე კოშკებს აგებენ ფოლადის, ხის, რკინაბეტონისა და ქვისაგან მეტეოროლოგიური დატვირთვის (ქარი, ტემპერატურა, შემოყინვა) გათვალისწინებით.
ქართული კოშკის ისტორია.

ტერმინი კოშკი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. მანამდე უწოდებდნენ გოდოლს, მურყვამს. საქარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|