კვირა, 22.06.2025, 13:25
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ეკლესია — საყდარი ქრისტიანობაში.

მართლმადიდებლური ან კათოლიკური ეკლესია შედგება როგორც წესი საკურთხევლისა (მართლმადიდებლურში, ჩვეულებრივ, აღმოსავლეთით პირშექცეული) და მასთან ახლომდებარე სამლოცველო ნაწილისგან. პროტესტანტული ეკლესიების დიდ ნაწილში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლუთერანობას, ანგლიკანობასა და რამდენიმე მიმართულებას) საკურთხევლები არ არის.

ქალაქის ან მონასტრის მთავარ ეკლესიას ტაძარს უწოდებენ.

მართლმადიდებლურ არქიტექტურაში ეკლესიის გუმბათების რაოდენობას თავისი მნიშვნელობა აქვს. ერთი გუმბათი იქდგემა ერთარსი უფლის პატივსაცემად, სამი — სამების გამოსახატად, ხუთი — მაცხოვრისა და ოთხი ევანგელისტის, შვიდი — შვიდი საიდუმლოს, ცამეტი — მაცხოვრისა და 12 მოციქულის პატივსაყოფად.

Category: ენციკლოპედია | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სამრეკლო - ტაძარზე დაშენებული ან ცალკე აღმართული კოშკისებური ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ზარების ჩამოსაკიდებლად. ისტორიულ წყაროებში პირველი სამრეკლო იხსენიება VIII საუკუნეში, რომში (წმ. იოანე ლატერანელისა და წმ. პეტრეს ბაზილიკები).

უძველესი სამრეკლოები შემონახულია ვერონასა და რავენაში. XI საუკუნედან სამრეკლოები სწრაფად გავრცელდა დასავლეთ ევროპაში.
სამრეკლოები საქართველოში [რედაქტირება]

საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო.

ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1112 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                                     წმ. პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში.

ბაზილიკა (ბერძნ. basilikē - მეფის სახლი), გეგმით სწორკუთხედის ფორმის უგუმბათო შენობა, რომელსაც შიგნით, სიგრძივი ან ბურჯების რიგი სამ ან ხუთ ნავად ყოფას. აფსიდით დაბოლოებული შუა ნავი ცალფერდა სახურავებით გადახურულ გვერდითა ნავებზე განიერი და მაღალია. სინათლე შემოდის მისი კედლების ზედა ნაწილში დაყოლებული სარკმლებიდან. ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკას ხშირად დასავლეთი მხრიდან ეკვრის დიდი, გეგმით სწორკუთხოვანი ატრიუმი.

ატრიუმსა და ძირითად ეკლესიას შორის, შესასვლელის წინ, მოთავსებულია სტთა. ხოლო საკურთხევლის აფსიდსა და ნავებს შორის განივი ნავი ტრანსეპტი. რომაულ და ადრინდელ ქრისტიანულ ბაზილიკებში გამოყენებული იყო ხის ნივნივებიანი ღია გადახურვა, რომელიც მოგვიანებით კამაროვანი გადახურვით შეიცვალა.

ბაზილიკას ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარიბჭეს, სადაც სხდომებს ატარებდა ათენის არქონტი - ბაზილევსი, ძველ რომში - სასამართლოსა და სავაჭრო გარიგებათა შენობას (პორციუსის ემილიუსის, იულიუსის, ულპიუსის, მაქსენციუსის ბაზილიკები).

შემდეგში ბაზილიკა გახდა ადრინდელ ქრისტიანულ ტაძრის ძირითადი ტიპი. იგი განვითარებული სახით გვხვდება ბიზანტიურ, რომაულ, გოტიკურ, აგრეთვე, აღორძინების ხანის ბაროკოს ხუროთმოძღვრებაში. ძირითადად სახალხო დანიშნულების, ძვ. საბერძნეთში - ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1226 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

სანტიაგო დე კომპოსტელას საკათედრო ტაძარი, ესპანეთი.

საკათედრო ტაძარი — ქრისტიანულ სამყაროში ქვეყნის, რეგიონის ან ქალაქის მთავარი ტაძარი. ფორმალურად, კათედრალურად ითვლება ტაძარი, რომელშიც განთავსებულია საეპისკოპო კათედრა და სადაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი მსახურობს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1131 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

                        კიევ-პეჩერსკის ლავრა.

ლავრა (ბერძნ. laura), მამათა დიდი მართლმადიდებლური მონასტრის სახელწოდება. რუსეთში ცნობილია კიევ-პეჩერის (1598-იდან), სერგის სამების (1744-იდან) და სხვა ლავრები. საქართველოში — დავითგარეჯისა (VI ს.).

დავითის ლავრა.


დავითის ლავრა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.). გამაგრებულია გალავნითა და საგუშაგო კოშკებით. ეკლესიები, განდეგილთა სენაკები, საერთო საცხოვრებელი სამლოცველოთი ან სატრაპეზოთი, აგრეთვე საჯინიბო, საწყობები და სხვა.

სათავსები ძირითადად მღვიმეებშია მოთავსებული. მთის მასივში ხელოვნურად გამოკვეთილია წვიმის წყლის შესაგროვებელი სისტემა, წყალმიმღბი ღარები. ერთ-ერთ მღვიმეში წვეთ-წვეთობით გროვდება წყალი, ლეგენდის მიხედვით - "დავითის ცრემლი".

დავითის ლავრის ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო ნაგებობა იყო იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (XII ს., ამჟამად დანგრეულია), რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1197 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

« 1 2 ... 118 119 120 121 122 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები