|
მთავარი » ენციკლოპედია

ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს: მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო. ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგენული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა.
საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფ
...
კითხვის გაგრძელება »
|

დარბაზული ეკლესია, საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ (სანქტ-ბართოლომეუსის კაპელა პადერბორნში, გერმანია, დაახლოებით 1017; სან-სერნენის ეკლესია ტულუზაში, საფრანგეთი, XI საუკუნის დასასრული) და სხვა. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესიის ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. სოფლის მცირე, მხატვრულად უმნიშვნელო სამლოცველოებთან ერთად დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლიც: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, ქარზამეთი და სხვა.
|

პეტრე იბერი. პეტრე იბერი – Peter the Iberian (411-491)
პეტრე იბერი – ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი და თვალსაჩინო წარმომადგენელი. ერისკაცობაში მურვანი (სირიული წყაროებით — ნაბარნუგი), იყო იბერიის მეფის ბუზმარის შვილი, ბაკურ დიდის შვილიშვილი.
განათლება
მის აღმზრდელად კოლხეთიდან მოუწვევიათ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი. მურვანი ამალითურთ 423 წელს ბიზანტიის კეისრის თეოდოსიუს II-ის მოთხოვნით მძევლად წარგზავნეს კონსტანტინოპოლს. აქ ქართველ უფლისწულის სწავლა-აღზრდის საქმეს მითრიდატე ლაზთან ერთად ხელმძღვანელობდა კეისრის მეუღლე დედოფალი ევდოკია.
მურვანს ბავშვობიდანვე დიდი ნიჭი გამოუჩენია და ბრწყინვალე განათლება მიუღია, შეუთვისებია „ყოველივე სწავლულება, საეკლესიო და საფილოსოფოსო" (ქართლის ცხოვრება).
ცნობების თანახმად, მურვანი ბიზანტიაში უსმენდა გამოჩენილ სწავლულებსა და ფილოსოფოსებს. მისი ბიოგრაფის ზაქარია ქართველის გადმოცემით, უფლისწულს თავისი განსწავლულობით, ბერძნულის ცოდნითა და გონებამახვილობით განცვიფრებაში მოჰყავდა მეფე და სასახლის ფილოსოფოსები. იერუსალიმში ყოფნის დროს მას შესანიშნავად აუთვისებია სირიული ენა და მწერლობა. სამშობლოდან მოწყვეტილ მურვანს არ აკმაყოფილებს იმპერატორის სასახლე, მისი მონოფიზიტურ
...
კითხვის გაგრძელება »
|

”ქრისტე ჯვარზე”, ოდილონ რედონი. თამაზ ბაძაღუა – Tamaz Badzagua (1959 – 1987)
აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან
შენმა სიშორემ საუკუნოვან ღამედ მაქცია, გატანჯული შავი ხეების ღამედ, რომლებიც გულისწამღებად კვნესიან ქარებში. შენმა სიშორემ ყველა საზღვარი და ნაპირი ჩამომიქცია და კლდეებიც ვერ აკავებენ ჩემს მბურღავ მზერას, რომელიც აალებული სულიდან იწყება… შენ ვერ აღორძინდი ჩემ სიცარიელეში, როგორც ვარდი, შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს, და მე აღმოვჩნდი მდინარის გზაზე, მერყევი და გაუნდობელი, დრო კი, როგორც ქვა. ჩემ გულში იდო და დიადი კაკუნი მისი შიგნიდან მჭირდა. მე მეშინია ჩემი სიფხიზლის, საუკუნოვანი ღამე არ მანებებს სიზმარს-თავის მოსატყუებლად, მეშინია ჩემი სიფხიზლის-არაფრად ქცევის. ჩვენ ერთმანეთისკენ მივდივართ შენს შორეულ მდუმარებაში მაგრამ ერთმანეთს უფრო ვშორდებით… გაქრობის სუნთქვა მეზიდება მართმადიდებლურ ნათელ წიაღში. მე დავამტვრიე ჩემი ფესვები, იმ ფესვებიდან უფრო ახლოს რომ დამენახე, ქალბატონი ცოდვა იყო ჩემი მეგზური, ეჭვების, შიშის, უნდობლობის, შემთხვევითობის საუკუნოვან უძრავ ღამეში. მე მეშინია ჩემი სიფხიზლის, რომელიც მოკლე დანასავით ბზინავს ცივ შუქზე… შენ არ გიცხოვრია ვარდის ფერისა და ცისაფერი საუკუნეებში, იამბიკოსა და მაღალი შაირის სამლოცველოში, არ გიკრეფია ღვთის გულიდან წმინდა ყვავილი, არ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ზამთარი, ელენე ახვლედიანი. გიული წერეთელი – Giuli Tsereteli (1953)
პეიზაჟი
შეუბოლიათ გამომხმარ ტოტებს საკვამურები, გაუღვივიათ ასაღზნებად ჩუმი ღადარი, ასწითლებია ბებერ ბუხარს ლოყა და შუბლი, აღაზას ვნებით გახელილა კუნძი ჭადარის. გალიგვულ მიწას ეფინება თოვლი ფაფუკი, წამოუხურავთ მთებსაც ქურქი უსპეტაკესი, ნაძვის წიწვებზე გახლართულა ყინვა ძაფებით, კეკლუცობს ფიფქი სხივნაკოცნი,უბრწყინვალესი. მტრედისფერ ფერში რომ ასახოს დროის ამბავი, გულდაგულ უსმევს მთას, ტყესა და ველს თეთრ ფუნჯს ზამთარი, ხატვით დარდს იკლავს, სევდას იქარვებს თოვლის მხატვარი, ფიჩხის ტკაცუნში იკინძება გრძელი ზღაპარი.
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|