კვირა, 22.06.2025, 10:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) -- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.

ახალშობილი ჰერაკლე.


ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როცა ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო.

ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.

ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო.


... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1251 | Added by: NaTia | Date: 07.05.2010

წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს? შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთის მოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს.

მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას – წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს – წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ. 

ერთი კეთილი ზრახვაც თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტისწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზელური სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას – ეშმაკის, "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ამიტომ, რამდენადაც შეძლებთ, შეეცადეთ ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე გან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1294 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი,
რათა არა შეგცოდო შენ" (ფს. 118,11.

თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი" (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.


წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:

1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება.

ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები. ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1282 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი

გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოჲსნი". მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაჲ მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა".

თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა. კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს „უღონოქმნილი ყოვლისაგან კაცობრივისა შეწევნისა.

სარწმუნოებისაგან სათანადოჲსა მოაკლდა". შემდეგ ღვთის სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მეფეს თან გამოაყოლა თორმეტათასიანი სპა, რომელიც მას თითქოს თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.

ხუნანს მიახლებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა „აღსწყჳდა. მახჳლთა ერთიცასა ბარბაროსთაგანიცა გა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1109 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

საქართველოს ეკლესიას მოწამეთა ეკლესიას უწოდებენ, ქართველი ერი თავისთავში ატარებს დაფარულ და ქვეცნობიერ სიყვარულს ქრისტე ღმერთისა, რომელიც ხშირად ამა ქვეყნის სიავკარგის ეკალ-ბარდებითაა დაფარული.

ისტორიული ქარტეხილები და იმპერიებს შორის მიმოხეთქებანი თითქოს საცერში ატარებს ჩვენი სარწმუნოებრივ-ეროვნული სიწმიდისა და ტრადიციების ნაერთს და ამა ქვეყნის ორომტრიალიდან ცალკე გამოიყოფა წმიდა ფქვილი - „საზეპურო ერის" თვისებები და ბზე - ის უვარგისი მინარევი, რომელიც არც ღვთისთვის შეიწირვის და ერისთვისაც საზიანოა.
„უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მამხილებ მე.

ტკბილ ხარ შენ უფალო და სიტკბოებითა შენითა მასწავლე მე სიმართლენი შენი" - ვკითხულობთ ფსალმუნში. საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის მეფობის ჟამს „სიტკბოებით" სწავლობდა ქართველი ერის ღვთის სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა სამართალს, თამარის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყენას.

ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „ქვეყანა საქართველოჲსა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი". ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1159 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

« 1 2 ... 121 122 123 124 125 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები