კვირა, 22.06.2025, 02:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები.

ამის გამო იგი მთელი არების მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო.

იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

უილიამ შექსპირის პორტრეტი", მხატვარი ჯონ ტეილორი, 1610 წ.


უილიამ შექსპირის ცხოვრების 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფაქტი

23 აპრილს დიდი ბრიტანეთი დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის დაბადებიდან 445-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ ღონისძიებისთვის გამომცემლობამ The Times ”რომეო და ჯულიეტას” ავტორის შესახებ 10 ნაკლებადცნობილი ფაქტი გამოაქვეყნა.

1.მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ლონდონში ვითომდა შექსპირის სიცოცხლეში შესრულებული ერთადერთი პორტრეტი წარმოადგინეს, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა შექსპირი სინამდვილეში.

2.18 წლის უილიამის ანა ჰატაუეისთან, ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილზე, ქორწინება, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო და გოგონას ფეხმძიმობამ გამოიწვია. ახალგაზრდა შექსპირი იძულებული გახდა სპეციალური კურთხევა ეთხოვა ქალაქ ვუსტერის ეპისკოპოსისთვის.

3. შექსპირის მიერ ანასთვის ნაანდერძევი ”მეორეხარისხოვანი საწოლი” იყო არა დამამცირებელი საჩუქარი, როგორც ითვლებოდა, არამედ, რომანტიული სიმბოლო, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის სიმბოლო იყო.

4. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესებში მოქმედება ევროპის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, თავად დრამატურგი, სავარაუდოდ, არასოდეს გასცდენია ინგლისის საზღვრებს.

5. შექსპირმა ინგლისური ენა 1700 ახალი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1188 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010


ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმიდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

    


Category: ენციკლოპედია | Views: 1211 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

სერგეი ესენინი და კონსტანტინე სოკოლოვი, თბილისი, 1924 წ. - Есенин с Константином Соколовым, Тифлис, 1924 г.


სერგეი ესენინი – აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ
Сергей Есенин – Не жалею, не зову, не плачу…
თარგმანი ესმა ონიანის

აღარც რას ვნანობ, აღარ ვუხმობ, აღარ ვქვითინებ,
ქრება ყოველი, როგორც ხეზე ყვავილების თეთრი ფიფქები.
ჭკნობის ოქრო ამიგიზგიზებს,
აღარასოდეს ახალგაზრდა აღარ ვიქნები.

შენ, ჩემო გულო, გამალემით კვლავ აღარ გალობ,
საცაა სიცივე წაგეტანება,
და არყოვანის ჩითის სამყარო
ვერ შემიტყუებს ფეხშიშველა სატანტალებლად.

ო დახარჯულო ხელუხლებლობავ!
ვაღარ მიღვივებს ბაგეთ სიალეს,
თვალების შფოთს და მოზღვავებულ სიჭარბეს გრძნობის
ძველებურად სული იგი მოხეტიალე.

ახლა სურვილებს იშვიათად და ძუნწად ავშლი,
სიცოცხლევ ჩემო, ნეტავ ხომ არ დამსიზმრებიხარ?
თითქოს გავვარდი ვარდისფერ რაშით
გაზაპხულის მოგუგნე სანახებიდან.

ყველა, ჩვენ ყველა ქრობის ნიშნით დადაღული ვათ,
ნელა იღვრება ნეკერჩხლების ფოთლის სპილენძი…
იყავ კურთხეულ სამარადისოდ,
რასაც სიცოცხლის გასაქრობად თურმე ვიძენდით.

Category: ენციკლოპედია | Views: 1216 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

ტერენტი გრანელი
,,ხოლო აწ ესე რა ჰგიეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული,
სამი ესე, ხოლო უფროს ამათსა სიყვარული არს.”

არ სჭირდება ტერენტის შეღავათები! ის დიდი პოეტია; საერთოდ დიდი რა არის? არსებობს ერთადერთი განსაზღვრება (ამისათვის) – ნამდვილი!

რა შეიძლება ადამიანს უთხრა ამაზე მნიშვნელოვანი, იმაზე მეტი, რაც თავად მისი სიცოცხლეა, არსებობაა, ამჟამად არსებობაა; დაბადება! ყოფნაში უკვე არყოფნის გარდაუვალობა.
სიყვარული ამოძრავებს ტერენტი გრანელს; ტერენტი გრანელი ვერ გამოსულა სიყვარულის გრძნობიდან, მან ვერ დაიხსნა თავი სიყვარულისაგან; სიყვარულია მიზეზი მასთან სინანულისაც, ტირილისაც, სიხარულისაც.

ადამიანთა უმეტესობა სიყვარულის გამუდმებულ ცვლაშია: მოვა – აქაურობა უყვარს, წავა – იქაურობა, დაბრუნდება – ისევ აქაურობა, იქაურობა აღარ ახსოვს, წავა – ისევ იქაურობა, აქაურობა აღარ ახსოვს; ტერენტის ერთნაირად უყვარს და ერთნაირად არ ავიწყდება; იგი მთლიანად გაჟღენთილია იქაურობის ხსოვნით, (ასევე აქურობის სიყვარულით), იგი მოცულია იქაურობიდან მოყოლებული აქაურობის სხვადროს უკვე დათმობის მოუშორებელი სევდით, უკვე არსებული განშორების ხსოვნით.

იგი წინა წასვლაზე თითქოს სამუდამოდ იყო გამსუბუქებული, განთავისუფლებული, მაგრამ არაჩვეულებრივმა ხსოვნამ, მონატრებამ, თავისდროზე აქაურობის უზენაესი სიყვარულით სიყვარულმა ისევ გაჭოლა დაბრუნების სხივით; იგი დაბრუნდა სიყვარულის ძალით, მონატრების, ერთხელ კიდევ ნახვა–გახსე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1306 | Added by: NaTia | Date: 05.05.2010

« 1 2 ... 123 124 125 126 127 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები