|
მთავარი » ენციკლოპედია

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა" საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს...
და აი, დადგა ის დღეც, როცა ამქვეყნად მოსულმა უფალმა იესო ქრისტემ, 30 წლის შემდეგ თავისი შობიდან, თავი გამოუცხადა ამ ქვეყანას და საზოგადო მსახურება იწყო ადამიანთა ხსნისათვის: ჯერ იოანესგან მოინათლა მდინარე იორდანეში, შემდეგ შემოიკრიბა მოწაფეები და ცათა სასუფევლის მოახლოების ქადაგება იწყო, ამასთან აურაცხელ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.
სხვებთან ერთად წმიდა მატათაც ისმენდა ქრისტეს სწავლებას და ხედავდა მის სასწაულებს, იგიც უზომო სიყვარულით აღივსო უფლისადმი: მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მორწმუნე ერთან და სხვა მოწაფეებთან ერთად მაცხოვარს შეუდგა, და სტკბებოდა ხორციელ-ქმნილი ღმერთის პირისახის ჭვრეტით და მისი მოძღვრების მოსმენის გამოუთქმელი სიხარულით.
უფალმა, ვისთვისაც გაცხადებულია ადამიანის გულის ყველაზე ფარული მოძრაობანიც კი, მატათა თავის მოწაფეთა შორის აირჩია, და რაკი ხედავდა მის მგზნებარე გულმოდგინებასა და სულის სიწმიდეს, სამოციქულო მსახურებისათვის განამზადა. თავიდან წმიდ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე-კანანელი (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზედ გარდამოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში...
წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.
წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.
|

წმიდა მოციქული ბართლომე (ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანიდან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმიდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს (იოანე 1, 45-51; 21, 2). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოებანი, რომელთა დროსაც იგი ულის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, „რომლისა თანა ზაკვაი არა არს" (იოანე 1, 47).
სულიწმიდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან (საქმე მოც. 2, 3-4), ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. მართლაც, ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთობლივად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათა ადამიანები ცხოვრებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.
მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.
ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც - ქალ
...
კითხვის გაგრძელება »
|

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად, მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და გაურბოდნენ კიდეც მას, როგორც დამპყრობ რომაელთა სამსახურში მდგომ კაცს. მაგრამ მათე, თუმც კი ცოდვილი იყო, მაინც ბევრად სჯობდა ფარისევლებს - თავიანთი გარეგანი, მოჩვენებითი კეთილმსახურებით თავმომწონე ამ პირმოთნე იუდეველებს. და აი, მასზე, ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:
- შემომიდეგ მე!
ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა. მათეს არ დაუწყია იმის განსჯა, რომ, აი, დიდი მოძღვარი და სასწაულთმოქმედი სწორედ მას, ცოდვილ და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეს ეძახის; მან მთელი თავისი არსებით შეისმინა უფლის მოწოდება და უსიტყვოდ გაჰყვა მას. ამასთან, დიდად გახარებული იყო და გადაწყვიტა თავის სახლში მიეწვია იესო ქრისტე, რათა საკადრისად გამასპინძლებოდა. უფალმაც არ უგულებელყო მისი მიპატიჟება და ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|