შაბათი, 17.01.2026, 16:43
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ეს მაგიდა შექმნილია Georg Bohle-ის მიერ.იგი მოსახმარებლად ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია.

იგი შექმნილია მათთვის ვისაც არ აქვს დიდი სახლი და არ შეუძლია ერთად მოაქციოს სახლში მაგიდა და პიანინო.ამ ყველაფრის გათვლისწინებითაა ეს მაგიდა შექმნილი.

Category: სტატიები | Views: 1125 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



აქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.

ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია – 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2044-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.

საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები – 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები – 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).

ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას – 29 წელი (853-882წწ.).

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი – 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).

ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:

კახეთის მეფე ლევანი – 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III – 55 წელი (1510-1565წწ.).

სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი – 55 წელი (1414-1469წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II – 54 წელი (1744-1798წწ.).

სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი – 53 წელი (1391-1444წწ.).

ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი – 52 წელი (996-1048წწ.).

ტაო კლარჯეთის ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1279 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

საინტერესო იქნება გავიგოთ იმ სპორტის ისტორია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოაჯადოვა, ვფიქრობს საინტერესო იქნება.

ძელია ისეთივე პოპულარული თამაშის მოძებნა, როგორიცაა ფეხბურთი. ტყუილად არ უწოდებენ მას ”მილიონების სპორტს”. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა.

თუ უძველეს წარსულსაც გადავხედავთ, სათავეებს, უფრო შორსაც აღმოვაჩენთ. ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში, რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება, ბურთებია ნაპოვნი. უძველეს ჩინეთში, ამავე პერიოდში ფეხბურთის მსგავს სამ თამაშს თამაშობდნენ, ესენი იყო: ძუ-ნიუ, ჩჟუ-ჩუ და ცუ-ძუ. ძველ საბერძნეთში მას – ეპისკიროსი, რომში – გარპას-ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი ერქვა და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა თუ ქალაქების, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური ვერსიით, ფეხბურთი ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ არსებობდა თამაშის მარტივი წესები. საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება. თავდაპირველად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოყალიბდა. 1863 წელს, ვინმე ფრანგმა ფეხბურთის თამაშის წესები ჩამოაყალიბა. 1871 წელს ინგლისის ტურნირი ჩატარდა, ერთი წლის შემდე კი პირველი შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

მეოცე საუკუნი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1195 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

თექის ისტორია

საქართველოში მეცხვარეობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო განვითარებული ძირითადად ზაფხულის ან ზამთრის საძოვრების ზონებში. პირველი საუკუნიდან ხდება ცნობილი სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული იყო თუშეთში და ასევე მატყლისგან დამზადებული ნივთები: ნოხი, ნაბადი, ქუდი, ქეჩა, ფაჩუჩები.
თექა მოთელილი მატყლის საფენი ქეჩაა, საქართველოში მას ისტორიულად ამზადებდნენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებდნენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშია "ნაბადი”, რომელიც მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩეოდა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით.
პირველ საუკუნეებში ძირითადად თექის დამზადების დროს იყენებდნენ შეუღებავ მატყლს მისი ბუნებრივი ფერებით: თეთრი, ყავისფერი, შავი. V-VI საუკუნეებსი ჩნდება შეღებილი მატყლის ნაწარმი, ძირითადად: წითელი-ენდროსაგან, შინდისფერი-კუნელისგან, მწვანე-კაკლის წენგოსაგან.
ასევე თექას ამზადებდნენ ქისტი ქალები, რომლებიც დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დაინტერესებულ პირებს მისი დამუშავების პროცესს. მათ მიერ შექმნილი ორნამენტები გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, მაგრამ თბილი ფერებით.

საქართველოში ბოლო დროს თექის ტანსაცმელი, სურათები, შარფები თუ სხვა აქსესუარები განსაკუთრებით აქტუალური გახდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2793 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ისტორია

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1257 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

« 1 2 ... 121 122 123 124 125 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები