შაბათი, 17.01.2026, 13:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები
Category: სტატიები | Views: 1179 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

მეცნიერები საკმაოდ დიდხანს თვლიდნენ,რომ გადმოცემა ბაბილონის გოდოლის შესახებ მხოლოდ სიმბოლური ლეგენდა იყო.მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ევროპელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს გოდოლის ნანგრევები.ბაღდადიდან დაახლოებით ას კილომეტრზე,მრავალი საუკუნის განმავლობაში აღმართულიყო ბორცვები ბრტყელი თავებით და დაქანებული ფერდობებით.ადგილობრივი მცხოვრებნი მათ ბუნებრივი რელიეფის ნაწილად თვლიდნენ.ბორცვების ბრტყელი მწვერვალები მოსახერხებელი იყო ბედუინთა კარვების გასაშლელად,იქ სალოცავად ადიოდნენ კეთილმორწმუნე არაბები. ვერც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა,რომ მის ფეხქვეშ ლეგენდარული,დიდებული ქალაქის ნანგრევები იყო ჩამარხული

.1899 წელს, ეს ადგილი მოინახულა გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ,რომლის სახელიც არქეოლოგიის ისტორიაში ბაბილონის აღმომჩენელის სახელად შევიდა.მან წამოიწყო გათხრები „სახნის ველზე" („სახნ" არაბულად ტაფას ნიშნავს) და პირველი დღიდანვე გაუღიმა ბედმა.თხუთმეტი წელი მოუნდა იგი გათხრებიდან უძველესი ცივილიზაციის ნაშთების ამოღებას.არქეოლოგი საწარმოებელი სამუშაოს მასშტაბებს მისი დაწყებისთანავე მიხვდა და ეს მასშტაბები გათხრების რამდენიმე თვის პერიოდმაც დაუდასტურა. პირველი,რაც კოლდევეიმ აღმოაჩინა,იყო გამოუწვავი აგურის კედელი,რომლის სიმაღლე შეადგენდა 12 მეტრს,ხოლო სიგანე 7 მეტრს.მისგან 12 მეტრის დაშორებით, მიწაში ჩამალული იყო კიდევ ერთი კედელი გამომწვარი აგურისგან,რომლის სიგანე 8 მეტრს წარმოადგენდა,მას მოყვებოდა 3 მეტრი სიგანის მესამე კედელი,რომელიც როგორც ჩანს,ოდესღაც გარს ერტყა აგურებით ამოშენებულ ღრმა თხრილს ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1299 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ეს გახლავთ დუბაიში, ერთ-ერთი სასტუმროს თითქმის ბოლო სართულზე… იგი არის 260 მეტრის სიმაღლეზე.. აღნიშნულ "კორტზე” ითამაშეს აგასმა და ფედერერმა.


Category: სტატიები | Views: 1101 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

შავი ხვრელი

შავი ხვრელი — რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.

ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი", ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები.

მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც".

პირველად ამგვარი ობიექტების არსებობა იწინასწარმეტყველა ფრანგმა მეცნიერმა (მათემატიკოსმა) პიერ ლაპლასმა 1796 წელს. მან აღნიშნა, რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შესაბამისად, ციური სხეული საკმარისად ძლიერი მიზიდულობის ძალით არ მისცემდა საშუალებას არაფერს, სინათლესაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1123 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ბაგრატის ტაძარში სამარხი აღმოაჩინეს. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, სამარხი ქალს უნდა ეკუთვნოდეს.

„ტაძრის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია ქალის მდიდრული სამარხი, რომელიც სავარუდოდ, დედოფალი უნდა იყოს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით ამ ეტაპზე რამის თქმა არ შეგვიძლია”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაგრატის ტაძარში, შესაძლოა, თამარ მეფეც ყოფილიყო დაკრძალული.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, სამარხში დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები და სხვადასხვა სამკაულები არის თავმოყრილი. ამავე სააგენტოს თანამშრომლები ქუთაისისაკენ უკვე გაეშურნენ. ჯერჯერობით დაუზუსტებელია თუ რომელი საუკუნით თარიღდება აღნიშნული სამარხი.

გავრცელებული ცნობით, ძვირფასეულობა იმდენად დიდი რაოდენობისა და მნიშვნელობისაა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცავები იცავენ.

Category: სტატიები | Views: 1206 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

« 1 2 ... 123 124 125 126 127 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები