|
|
მთავარი » სტატიები
სექსუალური რევოლუცია მოზარდი „განმანათლებლების" ხელმძღვანელობით?! არაერთი სტატია დაიწერა სქესობრივი აღზრდისადმი ფრთხილი მიდგომის მნიშვნელობის შესახებ, მიუხედავად ამისა საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პედაგოგიური საზოგადოებისაგან ფარულად საკმაო ხანია ახორციელებს მცირე, სასინჯ პროექტებს, რათა მომზადდეს უფრო დიდი პროექტები, რომლებიც მალე უკვე მთელი საქართველოს ახალგაზრდობას მოიცავს. ამ პროექტთაგან ყველაზე დიდი, მისი გაცნობა შეიძლება ინტერნეტით საიტზე: http://www1.theglobalfund.org, სასწავლო დაწესებულებებში 2007 წლამდე ახალგაზრდობის 90%-ში უსაფრთხო სექსის ჩვევების დამკვიდრებას ისახავს მიზნად, სკოლაში „სასიცოცხლო უნარების სწავლება" განხორციელდება 240 სკოლაში, დარიგდება 250 000 ათასი ბუკლეტი, ხოლო 400 პედაგოგი ტრენინგის კურსებს გაივლის; ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც პრეზერვატივებს მუდმივად ხმარობენ, უნდა გაიზარდოს 60%-მდე. პროექტის მასალები ასევე გავრცელდება ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილებში და მასმედიით (პროექტის საწყის ეტაპზე „გლობალური ფონდის" დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერის მიზნები ასევე დაბეჭდილია გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა", 18 მარტი 2004 წელი).
შიდსის პრევენციის მიზნით დაგეგმილი ამ პროექტის წამყვანი სტრატეგია
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1168 |
Added by: NaTia |
Date: 14.04.2010
|

სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ზოგიერთი ადამიანი კომპიუტერს რაღაც ცრუ რწმენით უდგება. არის იმგვარი გართულებული შემთხვევებიც, როდესაც გამორთული კომპიუტერიც კი საშიშად არის მიჩნეული. ამგვარი ადამიანები კომპიუტერის ყოველგვარი გამოყენების წინააღმდეგნი არიან, რაც, თავის მხრივ, რადიკალიზმის თავისებური გამოვლინებაა და არანაირად არ ეთვისება ეკლესიურ აზროვნებას.
ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მანქანაა, რომელსაც თავისი შესასრულებელი ფუნქციები აკისრია. ის ადამიანმა შექმნა და ისევე, როგორც ყველა სხვა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ცუდი მიზნისათვის, ასევეა კომპიუტერიც. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითი ის არის, თუ ადამიანის მიერ რა მიზნით იქნება გამოყენებული. მაგალითისათვის შესაძლებელია მივუთითოთ ისეთ უბრალო სამუშაო იარაღზე, როგორიც არის ნიჩაბი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამშენებლო დანიშნულებისათვის, ასევე ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად.
ყველაფერთან ერთად, ერთი რამეც არის მნიშვნელოვანი. თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია.
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1374 |
Added by: NaTia |
Date: 14.04.2010
|
უსირცხვილობა ღვთის მადლს განდევნის. დიდი ყურადღებაა საჭირო. მოურიდებელი და უყურადღებო საქციელი საღმრთო მადლის მიღებას აბრკოლებს. ადამიანებისადმი უპატივცემულობა ყველაზე დიდი დაბრკოლებაა პიროვნებისათვის, საღმრთო მადლის მისაღწევად. რაც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან ბავშვები მშობლებს, მასწავლებლებს, უფროსებს, მით მეტ საღვთო მადლს მიიღებენ. და თუ მოურიდებლები და გაუგონრები იქნებიან, საღვთო მადლი შესაბამისად დატოვებს მათ. ერულმა თავისუფლებამ განდევნა არა მხოლოდ ღვთისმოსაობა, არამედ ელემენტალური ერული თავაზიანობა. ზოგიერთ ყმაწვილს არ რცხვენია მამას დაუძახოს: „ჰეი, მამილო, სიგარეტი გაქვს? მე გამითავდა". განა ადრე გაიგონებდი ასეთ რამეს? მოზარდი თუ ეწეოდა, ამას მალულად აკეთებდა. ახლა კი - ვითომც არაფერი!.. ყოველივე ამის შედეგად როგორ არ დაკარგავენ ბავშვები ღვთის მადლს? თანამედროვე გოგონები მშობლების დასწრებით ყველაზე უკადრისი სიტყვებით ლანძღავენ ძმებს იმის გამო, რომ ისინი ეკლესიაში დადიან. მამა კი მხოლოდ დუმს. თმა ყალყზე დამიდგა, ეს რომ შევიტყვე. შემდეგ, მარტო დარჩენილმა საკუთარ თავს დავუწყე ლაპარაკი.
ერული გარემო და ერული მშობლები ღუპავენ შვილებს. გარემო ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს. მოკრძალებული ბავშვი ცოტაა, გაბოროტებული, გულქვა ბავშვები კი ასეთებად იმიტომ ჩამოყალიბდნენ, რომ ურცხვად იქცეოდნენ. ძალიან ხშირად მოჰყავთ ჩემთან შვილები მშობლებს და მეუბნებიან: „მამაო, ჩემს შვილს ეშმაკი დაეუფლა". ამ დროს ვხედავ, რომ ამ ბავშვში ეშმაკი არ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1193 |
Added by: NaTia |
Date: 14.04.2010
|

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია. ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის თავის თავს მთალიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.
დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.
დედა წუხს შვილების ცუდ საქციელსა, ცრემლებს ღვრის, მაგრამ ზურგს არ აქცევს მათ. „უგუნური შვილი დედის სევდაა" - ამბობს სოლომონ ბრძენი. რა ბევრია ამით ნათქვამი! შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1601 |
Added by: NaTia |
Date: 14.04.2010
|

დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა - არა მხოლოდ გონისმიერი ცოდნა რელიგიურ თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისაკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებათ. არსებობს ოჯახები, რომელთა ბავშვებიც კარგად არიან მართლმადიდებლურად აღზრდილნი, მაგრამ ზოგადად მშობლებისთვის გაცილებით რთულია ბავშვის განსწავლა, ვიდრე მღვდილისთვის, რადგან სასულიერო პირს ყრმა სხვაგვარად უსმენს. სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია სასულიერო პირისთვის ბავშვების აღზრდით დაკავდეს, რადგან მას სხვა მრავალი ვალდებულება აკისრია.
ქრისტიანად ჩამოყალიბებამდე ადამიანი უნდა იყოს უბრალოდ ადამიანი. მათეს სახარების 25-ე თავში, ცხვრებისა და თიკნების შესახებ იგავში საკითხი ნათლად არის დაყენებული: იყავი თუ არა ადამიანური, გაიზარდე თუ არა ნამდვილი ადამიანის დარად? მხოლოდ მაშინ შეძლებ აღმოცენდე უფალთან თანაზიარობაში. ამიტომ ბავშვს უნდა ვასწავლოთ სიმართლე, ერთგულება, სიმამაცე, ის თვისებები, რომლებიც მისგან ჭეშმარიტ ადამიანს გამოძერწავენ და, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა და სიყვარული.
რაც შეეხება რწმენას, ბავშვმა ცოცხლად უნდა აღიქვას ღმერთი - მას უნდა მივაწოდოთ არა ფორმალური ცოდნა, არამედ შევძლოთ, დავანახოთ ის ცეც
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1223 |
Added by: NaTia |
Date: 14.04.2010
|
|
|
კალენდარი
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 |
|