|
მთავარი » ენციკლოპედია

ბორის პასტერნაკის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი - Boris Pasternak. Portrait. Lado Gudiashvili. 1966 ბორის პასტერნაკი – "ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე”.
თარგმანი ესმა ონიანის
ბარდნიდა, ბარდნიდა მთელს დედამიწაზე უსაზღვროდ ერთობ. სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო. ქარბუქი ქარგავდა მინაზე გვიმრიან ბექობს, სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო. სანთელს აფეთებდა ქარი და ცდუნების ალმურს ფრთები აეფოფრა, გაშლიდა ტანს ვნება-დაძრულს. და დაეცემოდა კაკუნით ძირს ქოში წყვილი, კაბაზე ცრემლად დანამული ცვიოდა ცვილი. და თეთრად ერთვოდა მიდამო თოვლს, სრულად ენთო, სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო. გასხივოსნებულ ჭერზე დამრეცი წვებოდნენ ჩრდილები ხელების ხლართების, სხეულთა ხლართების, ბედით შეყრილების. ბარდნიდა მთელი თებერვლის თვე ხშირ-ხშირად ერთობ, სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო.
|

კობა ჭუმბურიძე – Koba Chumburidze
ხვამლისა
მიზანს მივატანეთ კვირას. ჯილდოა რაოდენი ხვამლის ძირას, ცეცხლის პირას, განთიადის ლოდინი. არე–მარე, ფერი ქარცის, ღამის ბინდში ჩაწნულა, გაუშლია ფრთები ქარცივს, სათარეშოდ აძრულა, აათრთოლებს დიდრონ ცაცხვებს და ალერსით დაქანცავს, ნისლებს წეწავს, ვერხვებს არწევს, ბოლო ფოთოლს აძარცვავს. ზეცა ისე იღრუბლება და ისე იქუფრება, უნდა მიწის დაუფლება, შუშპარი და შუფრობა, სატრფიალოდ შეყრა ნებავს, სული დუღს ლაბარნასი, ითრუჯანის მხურვალებას უსალბუნებს არმაზი. ურანუსმა შხივი იხმო, ეჭვი ხრავს მოაბადის, გასუსულა მთვარე მიღმა ღრუბლის ლეგა ნაბადის. აღმა აეხუტა კვამლი, კოცონს თქორი ეპკურა, სფინქსად გაწოლილა ხვამლი, იდუმალი ებგური. ხვამლო, არამ–ხუტის ხამლო, დღემდის არვის ეღირსა დაიურვოს საიდუმლო შენი კალთის, რეხისა. გულს ჩაგიკრავს მონაბარი ერისა და მეფისა, თავს გვირგვინად დაგდგომია მაყრიონი ზეცისა, ღვთაებათა მთელი დასი, ვისაც აქ ეგულება ერთი ძველთაძველი თასი, ყოვლის დამარწყულები, რაის ხიბლიც არასოდეს ხუნდება და ძველდება… წვიმა მოდის, წვიმა მოდის, მთა და ბარი სველდება. დილეულა, როს ნაშფოთარ ღამეს მიეძინება, როს ცრიატი რიბირაბო შხერებს წაეფინება, როს ბარბალიც აღმოხდება, მეწამულის ფერისა, რით მიხვდება, რა დახვდება კვალად ცისიერისა… ოდენ ქიზის, ონავარის, ღამეული სიგრილე, გაცრეცილი ნაშთი მთვარის და ბინულის კირკილი, ნაწვიმარზე ნამასხმული აბლაბუდას ლაპლაპ
...
კითხვის გაგრძელება »
|

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili
ლანდები მოითხოვენ გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება. მერაბ მამარდაშვილი
„მერაბ მამარდაშვილი გულადი კაცი იყო. სახალხო ფრონტის ყრილობაზე, როცა ფილარმონიის დარბაზი ჰგავდა გლადიატორთა ბრძოლას, მერაბმა გაბედა და თქვა: – უპირველესი არის ჭეშმარიტება! საპასუხოდ უყვირეს: სამშობლო! და მაშინვე მთელი დარბაზი ისევ ლანდებში გადააგდეს. დაიმსხვრა სოციალისტური ლანდები და შეიქმნა ეროვნული ლანდები" – ელდარ შენგელაია.
მერაბი გორში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როდესაც ლენინგრადში გადავიდნენ, რადგან მამა სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. სკოლაში კი ვინიცაში შევიდა. ომი რომ დაიწყო, მამა ფრონტზე წავიდა, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და მერაბმა თბილისის მე-14 სკოლაში გააგრძელა სწავლა. 1949 წელს ოქროსმედალოსანი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1957 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ჟურნალში «Вопросы философии». პირველი სტატია 1958 წელს გამოაქვეყნა. 1961- 66 წლებში პრაღაში მუშაობდა ჟურნალ «Проблемы мира и социализма» რედაქციაში. 1962 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1970-ში სადოქტორო დისერტაცია, 1972 -ში პროფესორობა მიენიჭა. 1975-80 წლებში ლექციებს კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და
...
კითხვის გაგრძელება »
|

დიდების მემორიალი, მერაბ ბერძენიშვილი. მერაბ ბერძენიშვილი – Merab Berdzenishvili
"სიტყვა ეროვნულობა ბევრს ღიმილსა ჰგვრის, – არ ესმით და არა აქვთ გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა. ეს ის ხალხია, რომელთა წყალობით მიმბაძველობამ წალეკა ყველაფერი. დღეს მსოფლიო ერთ ხმაში მღერის, მძვინვარებს უსახური, უღიმღამო ხელოვნების გაფეტიშება, განსაკუთრებით ჩვენში. ეს მწარე შეცდომა წარმოჩნდება მაშინ, როცა ამერიკელი თუ იაპონელი მომღერლისგან "შევისწავლით” ხასანბეგურასა და ჩაკრულოს, როგორც "უნიკალურს”, უცხოეთიდან შემოტანილსა და ვაგლახ, აღარ გვეცოდინება, რომ ის ოდესღაც თავად გავაჩუქეთ”.
"უდიდესი კულტურაა, რომ ისეთი ტრადიცია გაგვაჩნია, რომელიც დღემდე მოვიდა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. სიტყვა ტრადიცია ზოგიერთებს ღიმილს გვრის, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს. შეიძლება ტრადიციაში ბევრი რამ უხეში იყოს, რომელიც, ცხადია, უნდა გაქრეს. ოცდამეერთე საუკუნეა და მას თავისი მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ სიყვარული კაცთა, სიყვარული მეგობრის, სიყვარული საერთოდ, რაც ჩვენ ტრადიციაში ღრმად დევს – ამის დაკარგვა ხომ დანაშაულია!..”
"საქართველოში ხელგაწვდილი ქართველი კი არ ცხოვრობდა, არამედ ცხოვრობდნენ ვაჟკაცი, სულით ამაღლებული და კეთილშობილი კაცები და ქალბატონები, ამაყი და არსით მშვენიერი გოგონები და ჭაბუკები. სწორედ ამას უნდა მოვუბრუნდეთ, რადგან ხელგაწვდილ ქარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|