შაბათი, 17.01.2026, 05:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები




ასტროლოგიური ცნობები ახალ წელთან დაკავშირებით

ახალი წლის დადგომის წინ ყველას აინტერესებს, როგორი წელიწადი იქნება მათთვის, რა უნდა გაითვალისწინონ საახალწლო სუფრის გაშლის, ახალი წლის შეხვედრის დროს. წინასაახალწლო პროგნოზები და რჩევები ასტროლოგ მიხეილ ცაგარელისგან მივიღეთ.

- ბატონო მიხეილ, როგორ შევხვდეთ ახალ წელს?
- მაგიდა, რომლის ირგვლივ შეიკრიბებით ახალი წლის ღამეს, შეძლებისდაგვარად დადგით ოთახის შუაგულში. გადააფარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი გადასაფარებელი (შეიძლება თეთრიც). ჭურჭელი უმჯობესია იყოს ლითონის, სპილენძის, მელქიორის, ვერცხლის ან ხის. მაგიდაზე სასურველია მოათავსოთ ერთი ან რვა ნარინჯისფერი ან ყვითელი სანთელი. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ვეფხვის გამოსახულების რამე სუვენირი. კარგი იქნება, მაგიდაზე რამე ნაკეთობის მოთავსება.

ახალი წელი რომ დადგება და მოიპატიჟებთ ვეფხვის წელიწადს სახლში, ამ დროს ზედმეტად ნუ შეაქებთ გასული წლის მბრძანებელ ხარს, რადგან ვეფხვი ეპაექრება ხარს.

- ნაძვის ხეზე რომელი ფერები უნდა ჭარბობდეს?
- აუცილებლად უნდა იყოს ვერცხლისფერი და ოქროსფერი წვიმები და სათამაშოები. სხვა ფერები მრავალფეროვნებისთვის ძალიან ცოტა გამოიყენეთ. ჩიჩილაკიც აუცილებლად შეიძინეთ.

- საახალწლო სუფრაზე რა საჭმელი უნდა ჭარბობდეს?
- საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი. ტრადიციულ კერძებთან ერთად (საცივი, გოზინაყი, ჩურჩხელა) დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხორცეული. მომავალ წელს, მათ შორის საახალწლო სუფრაზე, თავი შეიკავეთ ლუდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1227 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

ნასა 2020 წლისათვის მთვარეზე ავანპოსტის აგებას გეგმავს. ამ გეგმის განხორციელებას ის აპირებს მანქანა- რობოტებით- robo Tonka, რომლებიც მთვარეზე შეასრულებენ ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს.

ამ პროექტთან დაკავშირებით ნასასთან თანამშრომლობენ ასტრობოტიკის ტექნოლოგები და მკვლევარები Carnegie Mellon-ს უნივესიტეტიდან. ისინი ნასასთან ერთად ცდილობენ გეგმა უფრო დახვეწონ და შექმნან რობოტის ისეთი ტიპი, რომელიც მარტო შეძლებს ამ სამშენებლო პროექტის რეალურად განხორციელებას.

მ ეტაპზე გადასაწყვეტია ორი ძირითადი საკითხი: პირველი ის, რომ რობოტებმა შეძლონ აშენება 8 მეტრი სიმაღლის, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ნახევარწრის ფორმის 2 ნაგებობისა, რომელიც მთვარის ბუნებრივ პირობებს იქნება მორგებული. და მეორე – რაც შეიძლება მარტივად მოხდეს რობოტ-მანქანების მართვა ნასას სადგურიდან.

რობოტ-მანქანებმა უნდა შეძლონ რაც შეიძლება მცირე ხანში, მდგრადი კონსტრუქციის აგება. შემდგომში კი ნასა ამ პოსტს, მისმიერვე გაშვებული ხომალდებისა და რობოტების დასასმელად გამოიყენებს.


Category: სტატიები | Views: 1133 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაამტკიცა მცნება მძღოლებისთვის.

ვიღაც ანიჭებს უპირატესობას ავტომობილით მგზავრობას, ვიღაც კი ფეხით სიარულს. ზოგს მოსწონს ძვირადღირებილი ავტომობილები, ზოგი ამას არ აქცევს დიდ ყურადღებას, ზოგი კი უკვეთავს ცნობილ ბრენდებს ექსკლუზიურ მოდელებს. მანქანები სჭირდებათ არა მხოლოდ მილიონერებს და რიგითებს, ის სჭირდებათ ასევე რელიგიურ პირაბსაც.

ამ მიზეზით კომპანია Mercedes-Benz-მა გამოუშვა რომის პაპისთვის ექსკლუზიური ავტომობილი ინდივიდუალური შეკვეთით. ეს მოდელი შექმნილია Mersedes G500-ის ანალოგზე. წინა ავტომობილებისგან განსხვავებით ეს მოდელი არ არის ბრონირებული, ერთადერთი დამცავი ნიუანსი არის სუპერგამძლე საბურავები და საწვავის ბაკი, რომელსაც შეუძლია ხარვეზის ავყტომატურად გამოსწორება.

რომის პაპი არ არის განწყობილი გულგრილად ავტომობილების მიმართ და რაც მათთან არის დაკავშირებული. ამიტომ მან გამოსცა ცხრა მცნება ავტომოყვარულთათვის:

1. არ ჩაიდინო მკვლელობა
2. გზამ უნდა გააერთიანოს ადამიანები და არა მოუტანოს მათ სასიკვდილო ზიანი.
3. თავაზიანობა და პატიოსნება დაგხმარებათ გაუთვალისწინებელი სიტუაციების მოგვარებაში.
4. დაეხმარეთ ახლობლებს, როცა ეს მათ სჭირდებათ, განსაკუთრებით ავტოშემთხვევების დროს.
5. ავტომობილი არ უნდა იყოს ძალის და ძალაუფლების დემონსტრირების საშუალება.
6. ავტომობილი არ წარმოადგენს ცოდვების და მრუშობის ადგილს.
7. არ დაჯდეთ საჭესთან თუ ჯანმრთელობა არ გაძლევთ ამის საშუალებას.
8. ავტოშემთხვევებში მსხვერპლი და დამნაშავე ხშირად უნდა შეხვდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

გარდაიცვალა ”პერსონალური კომპიუტერის” მამა ჰენრი რობერტსი

ამერიკელი მეწარმე, ინჟინერი და ექიმი ჰენრი ედვარდს რობერტსი, რომელმაც ბილ გეიტსს და პოლ ალენს Microsoft-ის შექმნა შთააგონა, 68 წლის ასაკში პნევმონიით გარდაიცვალა – იტყობინება ”ასოშეითედ პრესი”.

ჰენრი ედვარდ რობერტსი, პირველ რიგში ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელმაც 1974 წელს პროცესორის Intel 8080 ბაზაზე შექმნა კომპიუტერი – MITS Altair 8800 256 ბაიტიანი მეხსიერებით და კლავიატურის ნაცვლად გადასართავი პანელით.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ბილ გეითსმა რობერტსის ამ ქმნილების შესახებ 1975 წელს, ჟურნალიდან ”Popular Electronics” შეიტყო, რის შემდეგაც იგი დაუკავშირდა გამომგონებელს და აუწყა, რომ მეგობართან პოლ ალენთან ერთად მისი კომპიუტერისთვის შეიმუშავა ენის ინტერპრეტატორი BASIC.

სინამდვილეში გეითსს და ალენს არაფერიც არ ჰონდათ და ამ შეტყობინებით რობერტსის ყურადრების მიქცევა სურდათ. ასეც მოხდა, რობერტსმა ისინი მიიწვია და მოგვიანებით ალენი სამუშაოზეც აიყვანა.

გამომთვლელი ტექნიკის სფეროში მუშაობით დაინტერესებულმა ბილ გეიტსმა მეგობართან ერთად აკადემიური აიღო, თუმცა, იგი მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა უმაღლეს სასწავლებელში, მეგობრებთან ერთად დააფუძნა კორპორაცია Microsoft და მოგვიანებით გამოუშვა პროდუქტი Altair BASIC.

ჰენრი ედვარდს რობერტსი 1941 წელს ფლორიდაში დაიბადა. ახალგაზრდობაში მას ორი მიმართულება აინტერესებდა – მედიცინა რა ელექტრონიკა. რობერტსმა ელექტრონიკა აირჩია, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, სწავლა ვერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1142 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010



ძველი საოცრებებიდან მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებია შემორჩენილი. ამიტომაც, რამდენიმე ხნის წინ, 7 ახალი საოცრების შესარჩევად მსოფლიო მასშტაბის გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც სულ 90 მლნ ადამიანი მონაწილეობდა.

ახალ საოცრებებად დასახელდა: რომის კოლიზეუმი; ჩინეთის დიდი კედელი; ტაჯ-მაჰალი; კლდეში გამოკვეთილი ქალაქი პეტრა; რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკება; ინდიელთა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ და მექსიკის ქალაქ ჩიჩენიცას მაიას პირამიდები.

რომის კოლიზეუმის მშენებლობა იმპერატორ ვესპასიანეს დროს (ძვ.წ.აღ. 70 წელს) დაიწყო და ტიტუსის დროს დასრულდა. თავდაპირველად, შენობას ფლავიუსების ამფითეატრი ერქვა, რადგან იგი ფლავიების დინასტიის იმპერატორებმა ააგეს. 190-მეტრიან სიგრძისა და 156-მეტრიან სიგანის შენობაში 45-50 ათასი ადამიანი ეტეოდა. კოლიზეუმში ძირითადად, გლადიატორების ბრძოლები იმართებოდა.

ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა ჩვენს ერამდე III საუკუნეში, დინასტია ცინის მმართველობის დროს დაიწყო და დინასტია მინის დროს დასრულდა (იმპერატორთა დინასტია ჩინეთს 1368-1644 წელს მართავდა). 851 კმ-ზე გადაჭიმული კედელი სიგანით 800 მეტრია. საინტერესოა, რომ კედელზე განლაგებული ყველა სათოფური სამხრეთისკენაა მიშვერილი. ხიდზე ყოველწლიურად მარათონი – "დიდი ხიდი” იმართება.

ტაჯ-მაჰალი აგრაში, მდინარე ჯამნას ნაპირზე, შახ-ჯახანის ზეობის ხანაში აშენებული სიყვარულის მავზოლეუმია. თეთრი მარმარილოს (დღის შუქზე მარმარილო თეთრი ფერისაა, საღამო ხანს – ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეში ვერცხლისფერი დაჰკრავს) შენობას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1122 | Added by: NaTia | Date: 12.04.2010

« 1 2 ... 125 126 127 128 129 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები