|
მთავარი » სტატიები

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს 3D ფორმატის წიგნი, რომლის გმირები ფურცლებიდან ამოხტებიან – იტყობინება სააგენტო ”როიტერი”.
პროგრამის ხელმძღვანელის, კიმ სანგის განცხადებით, წიგნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას სამი წელი დასჭირდა”.
მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გარკვეული ხნის მერე გახდება”.
3D წიგნის სავარაუდო ფასის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.
”როიტერი” აქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ბელგიაში პირველი 3D ფორმატის გაზეთი გამოიცა.
|

კომპანია Samsung აპირებს ნახევრადგამჭვირვალე დისპლეიანი ნოუთბუქების გამოშვებას. კონცეფცია, რომელიც წარმოადგინეს სამხრეთკორეელმა მწარმოებლებმა შემოთავაზებულია ტექნოლოგია AMOLED–ის გამოყენება — აქტიური მატრიცით ორგანული შუქდიოდის ბაზაზე. თხევადკრისტალურ ეკრანებთან შედარებით, ესეთ პანელებს აქვს შემდეგი უპირატესობა: ნაკლები ენერგომოთხოვნილება, მცირე სისქის დისპლეი, გაუმჯობესებული ფერის აღქმა და მაღალი კონტრასტულობა.
«სამსუნგ»–მა უკვე დაამზადა ნოუთბუქის პროტოტიპი AMOLED–ეკრანით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დანახვა ეკრანის მიღმა. უჩვეულო 14–დიუმიანი ლეპტოპი წარმოდგენილ იქნა იანვარში CES 2010–ის გამოფენაზე. კომპანიაში როგორც აღნიშნეს, «გამჭვირვალე» ნოუთბუქების კომერციული მოდელი გაყიდვაში გამოჩნდება უახლოეს 12 თვეში.
ჯერჯერობით უცნობია, მსგავსი კომპიუტერების ღირებულება და შეუშლის თუ არა ინფორმაციის მიღებაში დისპლეის ნახევრადგამჭვირვალეობა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsung, პირველად მსოფლიოში, გეგმავს AMOLED–დისპლეების მასიურ წარმოებას, რომელსაც ექნება სენსორული მხარდაჭერა. დისპლეების გამოშვება დაიწყება მარტში.
|

გაიგეთ საქართველოს გეოგრაფიული რეკორდებზე გაგრძელების შემდეგ. ყველაზე ტენიანი ადგილი საქართველოში ბათუმის მიდამოებში, მთა მტირალას დასავლეთ ფერდობებია, სადაც ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 4000 მმ–ს აღწევს. ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში ელდარის ვაკეა. იგი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის. საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა). აქ +43 გრადუსია დაფიქსირებული. საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე "ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია –41 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში დაფიქსირდა –40 ჰაერის ტემპერატურა.
საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.
საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ.
საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მეტრი)
საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი – მდინარე რიონი.
საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ.
საქართველოში ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც აღწევს 101 მეტრს.
საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა). ყველაზე დიდი ნაკ
...
კითხვის გაგრძელება »
|

I საფეხური გულისხმობს "ფსიქიკურ განწმენდას” - თავის შეკავებას სიბრაზის და გაბოროტებისგან, ემოციებისგან, ზედმეტი სქესობრივი ცხოვრებისგან და კვებისგან, სიკეთეს და მიმტევებლობას ყველა ცოცხალი არსებისადმი, სიმართლეს და ცხოვრების წესის სხვა მომენტებს. თავის შეკავების უნარის გამომუშავება ითვლება ფსიქიკური თვითრეგულაციის პირობად, რაც აუცილებელია მედიტაციისთვის.
II საფეხურის მიზანია ფსიქიკურის "გარე განწმენდა” – შინაგანი ორგანოების მოწესრიგება, მოქმედების ნელი ტემპი, თავის შეკავება ზედმეტი მოძრაობებისგან, ლაპარაკისგან. III საფეხურის მიზანია იმ პოზების (ასანების) გამომუშავება, რომლებშიც, პატანჯალის მიხედვით, მოხსნილია დაპირისპირება ინსა და იანს შორის. თანამედროვე კლინიკური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ასანები ახდენს ადამიანზე ფიზიკურ, ფსიქიკურ და თერაპიულ ზემოქმედებას. IV საფეხურზე მიიღწევა სასიცოცხლო ენერგიის ჰარმონიზაცია სწორი სუნთქვის საშუალებით. ემოციების და სუნთქვის კავშირი დიდი ხნის შემჩნეულია. პრანაიამას ერთერთი მიზანია სუნთქვის ჩვეული რიტმის შენელება, რაც სასიცოცხლო ფუნქციების შენელებას გულისხმობს. V საფეხურზე იოგის მიზანია შესაბამისი პოზის და სუნთქვის ფონზე თვითჩაღრმავება, გათავისუფლება გრძნობებისგან (მედიტაცია). ამ საფეხურზე გამოიყოფა 2 ეტაპი – თავისუფალი, ძალდაუტანებელი ფიქრები და მერე საკუთარი სხეულის გაქრობა ამ ფიქრებიდან. VI საფეხურზე ხდება ყურადღების ფიქსაცია რაიმე კონკრეტულ წარმოსახულ ობიექტზე. VII საფეხურზე ხდება მედიტაცია, კონცენტრაცია არახატოვან და აბსტრაქტუ
...
კითხვის გაგრძელება »
|

რამდენიმე საინტერესო და უცნაური ფაქტი 1) თხუნელას ერთ ღამეში შეუძლია 91 მეტრიანი გვირაბის გათხრა. 2) ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე კვირა, იმის მერე რაც თავს დაკარგავს. ის უბრალოდ შიმშილობისგან კვდება. 3) ზღარბის გული საშუალოდ ცემს 300-ჯერ წამში.
4) ჰიპოპატამს იმხელაზე შეუძლია პირის გაღება, რომ 1 მეტრი და 30 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვი თავისუფლად შეეტევა შიგ. 5) ჩიტი კოლიბრი იწონის 5 თეთრიანზე ნაკლებს 6) ჭამის შემდეგ სახლის ბუზი ამუშავებს ნაჭამს და თავიდან ჭამს
7) ვაშლი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კოფეინის შემცველი სასმელები დილაობით. 8) ხარები ვერ არჩევენ ფერებს. შესაბამისად არ აქვს მნიშნველობა მატადორს რა ფერის "დროშა” ეჭირება, წითელი თუ ყვითელი. 9) აქლემებს აქვთ სამი ფენა ქუთუთოები ქვიშისგან თავის დასაცავად. 10) კატები და ძაღლები არიან ცაციები და მემარჯვენეები ადამიანის მსგავსად.
11) ადამიანის კბილები ისეთივე მაგარია, როგორც ქვები. 12) საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ
13) ცხვირის ანაბეჭდები გამოიყენება ძაღლების ამოსაცნობად, ისევე, როგორც ადამიანებისთვის თითის ანაბეჭდები. 14) წელიწადში დაახლოებით 10,000 ჩიტი კვდება ფანჯრებზე შეჯახებით.
15) არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია არასდროს ინგლისის პრემიერ ლიგა ფეხბურთში
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|