ორშაბათი, 16.06.2025, 02:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე განისვენებდა ნეშტი დიდი ქართველისა, რომლის საფლავს ქართულ და ფრანგულ ენებზე აწერია: „ქაქუცა ჩოლოყაშვილი – ეროვნული გმირი". ეს ის კაცია, ვინც სისხლით იცავდა საქართველოს თავისუფლებას 1921-1924 წლებში. მისი უშუალო წინაპარი გახლავთ ბიძინა ჩოლოყაშვილი, XVII საუკუნის ეროვნული გმირი, ასევე საქართველოს თავისუფლებისათვის შეუდრეკელი მებრძოლი.

ქაქუცა, იგივე ქაიხოსრო, ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს კახეთში, სოფელ მატანში. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად, ხოლო 1914 წელს – უკვე საომრად. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდეგაც კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ამ დროს ოსმალეთმა იერიში დაიწყო სარაყამიშზე. ამ ბრძოლებში ქაქუცა ორჯერ დაიჭრა. სარაყამიშის დაცვისათვის იგი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილმა საქართველოს ჯარში დაიწყო სამსახური და მონაწილეობდა ყველა ბრძოლაში, რომლის გადახდაც ჩვენს ქვეყანას იმ პერიოდში მოუწია.

1921 წელს საქართველოს ეროვნული უბედურება დაატყდა თავს – იგი რუსეთის წითელმა არმიამ დაიპყრო. მთავრობა უცხოეთში გადაიხვეწა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მოსალოდნელ ბრძოლებზე თბილისში მოელაპარაკა ილია ჭავჭავაძის დისშვილს კოტე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1112 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე,ოლიმპიური ათლეტი,ბიზნესპერსონა,მსახიობი.დაიბადა 17 თებერვალს,1963 წელს,Brooklyn,New York.მიჩნეულია ყველაზე საუკეთესო კალათბურთის მოთამაშედ,მაიკლ ჯორდანი კალათბურთს თამაშობდა 1980-დან 1990 წლამდე.მან Chicago Bulls 6-ჯერ მოაგებინა ნაციონალური ჩემპიონატი,ასევე 5-ჯერ აიგო NBAს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის ჯილდო.

იზრდებოდა Wilmington-ში,North Carolina.ჯორდანმა კონკურენციის უნარი ადრიან წლებში გამოაჩინა.მას უნდოდა ყოველი თამაშის მოგება,რომელსაც კი ითამაშებდა.როგორც მოგვიანებით მამამისმა ჯეიმსმა აღნიშნა,”რაც მას აქვს,ეს არის კონკურენციის პრობლემა.ის ეგეთი დაიბადა..პერსონა რომლსაც ის ყოველთვის ცდილობს რომ აჯობოს არის თავისი თავი.”

ჯორდანი ჩაირიცხა University of North Carolina Chapel Hill-ში 1981 წელს და მალევე მნიშვნელოვანი წევრი გახდა სკოლის კალათბურთის გუნდის.მისმა გუნდმა მოიგო NCAA Division I ჩემპიონატი 1982 წელს ჯორდანის საფინალო ბურთის ჩაგდებით,რომელიც საჭირო იყო,რომ Georgetown University დაემარცხებინათ.ასევე ის არჩეული იქნა NCAA College-ის საუკეთესო წლის მოთამაშედ 1983 და 1984 წლებში.1984 წლის ზაფხულში პირველად გამოცხადდა ოლიმპიადაზე როგორც U.S. კალათბურთის ნაკრების წევრი,რომელმაც მოიგო ოქროს მედალი თამაშებში რომლებიც Los Angeles-ში იყო გამართული.მოგვიანებით ჯორდანი დაეხმარა United States რომ მოეგოთ ოქროს მედალი 1992 წლის ოლიპიურ თამაშებზე Barcelona, Spain

ჯორდანმა კოლეჯი დატოვა რათა NBA-ში დაეწყო თამაში.მიწვეული იქნა Chicago Bulls-სგან,მან ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1172 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი – მაიკლ ჯექსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. ცხრა შვილიდან მეშვიდე იყო. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა, როგორც შემდეგ დედამისი იხსენებდა: „მაიკლი დაბადებიდანვე განსხვავდებოდა დანარჩენი დედ-მამიშვილებისგან, ის ისეთი არ იყო, როგორც ყველა". მან მალე სიარული, ლაპარაკი დაიწყო და ძალიან მოძრავი იყო, მართალია, მომღერლის დედას არ უყვარდა ბავშვების ქება, მაგრამ ის მხოლოდ მაიკლისთვის უშვებდა გამონაკლისს: „არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ვუნდერკინდია, მაგრამ მასში არის რაღაც განსაკუთრებული".

უსაზღვრო ენერგიის მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სახლთან მეზობელი ბავშვები იკრიბებოდნენ და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში თამაშობდნენ. ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე ცნობილი იყო.

11 წლის ასაკში მაიკლი საოჯახო პროექტის „Jackson 5"–ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდიასთან „Motown" თანამშრომლობდნენ. ალბომებს „Off the Wall", „Thriller" და „Bad", ლომის წვლილი მიუძღვით მაიკლის წარმატებაში. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, მან საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც – „Got to Be There", „Rockin’ Robin" და „Ben" იყო. 1978 წელს ის გადაიღეს ფილმში – „ჯადოქარი". იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროიუსერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1258 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725)

„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება". – ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან – ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან – არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე – სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1708 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ლეონარდო და ვინჩის იდუმალებით მოცული "ჯოკონდა” რამდენიმე საუკუნეა მშვენიერების ურიცხვ დამფასებელთა ყურადღებას იპყრობს უცნობი ქალის იდუმალი ღიმილით, მომაჯადოებელი პორტრეტის წინ საათობით დგანან.

"ჯოკონდას” კოპირება ბევრმა სცადა, მაგრამ ვერავინ მოახერხა. ის მოუხელთებელია, ზებუნებრივი, ხელთუქმნელი, საიდუმლოდ მოცული და საშიში. ასეთი ეპითეტებით ამკობენ ამ შედევრს.

სურათის ნეგატიური ზემოქმედება საკუთარ თავზე ბევრმა გამოსცადა. "ჯოკონდას” ერთ-ერთი მსხვერპლი ცნობილი ფრანგი მწერალი სტენდალი აღმოჩნდა. იგი დიდხანს და დაჟინებით მიშტერებოდა მშვენიერი ქალის თვალებს, ღიმილს და… მოულოდნელად გონება დაკარგა.

მკვლევართა უმრავლესობის აზრით, სურათზე გამოსახულია 26 წლის ფლორენციელი ქალბატონი ლიზა გერარდი. ბოლო დროს მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ეს არის პაპ ლევ XI-ის ძმის, ჯულიანო მედიჩის სიყვარული პაჩიფიკა ბრანდანო. ძალიან ლამაზი პაჩიფიკა მაცდუნებელი, მომაჯადოებელი, ჭკვიანი და ვერაგი ქალი იყო.
თავისი ღიმილით მამაკაცებს აგიჟებდა და ბევრი თვითმკვლელობამდე მიჰყავდა.

მხატვარმა ამ პორტრეტის ხატვა 61 წლისამ დაიწყო და 67 წლისამ დაამთავრა. საოცარია, მაგრამ ლეონარდოს ამ სურათმა ბედნიერება არ მოუტანა. მხატვარი დღიურში წერს: "მედიჩებმა შემქმნეს და გამანადგურეს”.

შეუცნობელის მკვლევარები ამ უცნაურ ჩანაწერს ასე ხსნიან: "პაჩიფიკა ტიპიური ენერგეტიკული ვამპირი ქალი იყო. ქალის ქმარი, ესპანელი თავადი კარიერის ზენიტში გარდაიცვალა, ჯულიანო მედინი ჭლექით დაიღუპა. პაჩიფიკას შვილებიდან ზოგი ბავშვობაში მოკვდა, ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1158 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

« 1 2 ... 147 148 149 150 151 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები