კვირა, 15.06.2025, 18:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ძველი კოლხეთის შესახებ

აიეტი (ბერძნ. Αίήτης, ὁ), – "მოკვდავთმანათობელი” ჰელიოსისა და პერსეს "მრისხანე” ვაჟი, კირკეს ძმა (ზოგი ვარიანტით მამა). აფსირტეს, ქალკიოპეს და მედეას მამა, ძველი კოლხეთის (აიის) მითიური მეფე, იდიიას ქმარი.

სხვა ვერსიის მიხედვით, აიეტი ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟია, ალოევსის ძმაა. როდესაც ჰელიოსმა ვაჟებს ქვეყანა გაუნაწილა, აიეტს წილად ხვდა კორინთო, მაგრამ არ მოეწონა, სამფლობელოდ გადასცა ვინმე ბუნე ჰერმესის ძეს, დაავალა შეენახა იგი მისი შთამომავლობისთვის, თვითონ კოლხეთში გადასახლდა, იქ დამკვიდრდა და მისი სახელოვანი მეფე გახდა.

ემდეგ აიეტის ქვეყანას მიადგა ფრიქსე ოქროს ვერძით. მეფის თანხმობით ვერძი ზევსს შესწირა, ოქროსბეწვიანი ტყავი კი აიეტს მიართვა, რომელმაც იგი არესის ჭალაში ხეზე ჩამოაკიდებინა.

სხვა მითის მიხედვით, ფრიქსე კოლხეთში ოქროს ვერძით კი არ მივიდა, არამედ გემით. გემზე მას ჰქონდა საბერძნეთიდან წამოღებული ოქროს ქანდაკება და ის უძღვნა აიეტის ქალიშვილის — ქალკიოპეს მითხოვების სამაგიეროდ. ამის შემდეგ აიეტს სამისნომ უწინასწარმეტყველა, რომ აღესრულებოდა მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში უცხოელები მივიდოდნენ და ფრიქსეს მირთმეულ საჩუქარს უკან წაიღებდნენ. ამ მიზეზითა და თავისი სისასტიკის წყალობითაცო, გადმოგვცემენ ძველი ისტორიკოსები — აიეტმა გასცა განკარგულება: — ყველა უცხოელი, ვინც კი კოლხეთში რაიმე მიზეზით გამოჩნდებოდა, განუკითხავად შეეწირად მსხვერპლად. ამას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი სისასტიკის ამბავი შორს წასულიყო და ვერავის გაებედა კოლხეთში მისვლა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1965 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ვინ მოკლა ილია, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა… გირჩევთ ყველას ყურადღებით წაიკითხოთ

ეხლა კი ილიას მკვლელობის სენსაციური ფაქტები : 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, … ეტლი გადახდილი იყო… წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი”), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ” გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ” და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა … ილია მოკვდა… მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე – მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის… ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა…
"დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) – დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი – გაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ ია ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1333 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

..დისკ-ჟოკეი (disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) – ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის… გთხოვთ სრულიადშიტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამაფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში ქოლოქვიურად შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება…

1906 წელი დიჯეის დაბადების წლად მიიჩნევა. შობის ღამეს რეჯინალდ ა ფესენდენმა (Reginald A Fessenden) პირველად გადასცა არაკოდირებული რადიოსიგნალი, ეს იყო ადამიანის ხმა და მუსიკა. სიტყვა დისკ-ჟოზეიმ პირველად 1934 წელს ამერიკელი კომენტატორის უოლთერ უინჩელის მიერ გაიჟღერა. მან ეს ტერმინი რადიოწამყვან მარტინ ბლოქის მიმართ გამოიყენა, ანუ დიჯეისადმი, რომელიც მომავალში ვარსკვლავი გახდა. მოკლე ხანში ეს ტერმინი შეამოკლეს და დღეისათვის ცნობილი აბრევიატურა DJ მივიღეთ, ამას კი ახალი სიტყვა დიჯეობა მოჰყვა, რაც დიჯეის (დიჯეად) მუშაობას ნიშნავს.

40-იან წლებში რადიო სერიოზულ ზეგავლენას ახდენს კლუბებზე, ვინილის დისკები თანდათანობით მუსიკოსებს გამოდევნის საცეკვაო მოედნებიდან და სამუდამო ადგილს იკავებს. იმ ხანად აშშ-ს ბარებში მუსიკალური ავტომატები უკვე გამოიყენებოდა, რომლებიც ფირფიტებს უკრავდა, მაგრამ, მოცეკვავე წყვილებს სხვა რამ სურდათ, არამხოლოდ ფიქსირებული მუსიკის, არამედ, გამოქსვის მოსმენა, ამიტომ, კლუბებსა და ბარებში დიჯეებისთვის ადგილიც გამოჩნდა, რომელიც მუსიკალური მარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1193 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამ პოსტში გესაუბრებით ძველი დროის ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქ-სახელმწიფოზე სპარტაზე.

სპარტა (დორიულად Σπάρτα) მდებარეობდა სამხრეთ აღმოსავლეთ პელოპონესში, იგი გაშენებული იყო მდონარე ეუროტასზე.

სპარტას მმართველობა იყო სამხედრო ოლიგარქიული რადგან აქ მოსულმა დორიულმა ტომებმა დაიპყრეს მკვიდრი მოსახლეები და ჩამოაყალიბეს ქალაქ-სახელმწიფო რომლის კანონები ლიკურგემ შეადგინა.

სპარტას შემდეგი მმართველი ორგანო ჰყავდა. მათ ყჰავდათ 2 ახალგაზრდა მეფე რომელთა ძალაუფლება მხოლოდ ომისას ენიჭებოდა და ერთი მეფე ქვეყანაში აგვარებდა საქმეებს მეორე ომში მიდიოდა. ამასთანავე ჰყავდათ ჰეროსია ანუ უხუცესთა საბჭო რომელიც შედგებოდა ოცდარვა 60 წელს გადაცილებული ჰერონტისგან. და ეფორი რომელიც მეთვალყურეობა 2 მეფეს. სპარტელები წელიწადში 5 ეფორს ირჩევდნენ და მათ მეფის დაპატიმრებაც შეეძლოთ. და ბოლოს არის აპელა ანუ სახალხო კრება სადაც 30 წელს (სპარტანული სრულწლოვნება) გადაცილებულიმამაკაცები დაიშვებოდნენ, სადაც კანონს ხმამაღლა ყვირილით ამტკიცებდნენ.

სპარტაში იყო მოსახლეობის 3 ფენა. ესენი იყვნენ სპარტელები- სრულუფლებიანი მოქალაქეები, პერიეკები- ვაჭარ-ხელოსნები და ჰილოტები ანუ მიწის მუშები(ფაქტიურად მონები). მიწას ჰილოტებს ამუშავებიებდნენ რადგან სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა მიწის დამუშავება. ასევე სპარტელისთვის სირცხვილად ითვლებოდა გალავანი ქალაქში და სწორედ ამიტომ სპარტა ერთადერთი უგალავნო ქალაქი იყო.

წესი იყო რომ, ყველა მამაკაცი უნდა მეომარი გაზრდილიყო. როდესაც ბავშვი დაიბადებოდა მას ჰეროსიას მიუყვანდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1520 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ბოლო პერიოდში მოხშირებულმა მიწისძვრებმა, ქარიშხლებმა, დედამიწის ღერძის და დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებამ ადამიანებში პანიკა დათესა და ნეგატიური ემოციები გამოიწვია. 2012 წლისთვის საზოგადოება აღსასრულს ელოდება. რით არის გამოწვეული აღნიშნული მოვლენები და შეიძლება, თუ არა, მივიჩნიოთ ისინი კაცობრიობის აღსასრულის მაცნედ, ამის შესახებ ასტრონომი, პროფესორი შალვა საბაშვილი გვესაუბრება.

- ბატონო შალვა, რა ხდება ჩვენს პლანეტაზე?
- არაფერი ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა. სანამ კონკრეტული საკითხის განხილვაზე გადავიდოდეთ, მკითხველს ინტერვიუს დასაწყისში დავაწყნარებ და ვეტყვი, რომ დედამიწაზე მომდევნო ათეული წლების განმავლობაში არაფერი მოხდება, რაც ჩვენი პლანეტის განადგურებას გამოიწვევს. თავისი არსებობის ოთხ-ნახევარი მილიარდი წლის მანძილზე დედამიწამ მრავალი ცვლილება განიცადა. ასე რომ, ბოლო პერიოდის ცვლილებები არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება!
- მოდით უშუალოდ დედამიწს ღერძის გადახრის შესახებ ვისაუბროთ… რამ გამოიწვია ეს მოვლენა?
- აღნიშნული მოვლენა, სავარაუდოდ, ჩილეში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედამიწის ღერძი კი არ დახრილა, უბრალოდ, 8 სანტიმეტრით გვერდზე გადაინაცვლა! რაც შეეხება დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირებას 1 მემილიონედი წამით. ეს ცვლილება ფრიად უმნიშვნელოა. წესით, დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო უფრო უნდა შენელებულიყო, რაც დღე-ღამის ხანგრძლივობის გაზრდას გამოიწვევდა. დროის ეს მონაკვეთი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის განიცდიდა ცვალებადობას. აღნიშ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1292 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

« 1 2 ... 148 149 150 151 152 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები