|
მთავარი » ენციკლოპედია

ცხოველთა ბედი", ფრანც მარკი, 1913, გამოფენილი მიუნხენში 1937 წელს. მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.
ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როცა სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს. ისტორია [რედაქტირება]
მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში, და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას. მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვის, იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემ
...
კითხვის გაგრძელება »
|

მეფობა
იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ I-მა, ჩანს, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეტს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. ამ რეორგანიზაციას აშკარად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ I-მა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, უფრო მეტად დაუქვემდებარა იგი სამეფო ხელისუფლებას, მოუპოვა მეტი დამოუკიდებლობა საერთაშორისო სარბიელზე და ამავე დროს ხელახლა გააცხოველა კავშირი კონსტან
...
კითხვის გაგრძელება »
|

ლეონტი მროველი – ცხოვრება ფარნავაზისი რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი. მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.
ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.
ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ”.
და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა.
და დაამტკიცეს განზრახვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
საუბარი შეეხება ძველქართულ გვართა მაწარმოებელ ერთ-ერთ სუფიქსს, –თ–ს, რომელიც წარმოშობით არის მრავლობითობა–კრებითობის მაწარმოებელი ელემენტი. იგი გამოიყენება გეოგრაფიულ და საგვარეულო სახელთა საწარმოებლადაც: გეოგრაფიული: მესხ–ეთ–ი, კახ–ეთ–ი, სვან–ეთ–ი, ჰერ–ეთ–ი და სხვ. გვარები: ფაჩუ–ეთ–ი (მე–12 ს. კორიდეთის საბუთები), აბესლამ-ეთ-ი, გორგაძ-ეთ-ი, გვიან-ეთ-ი, ვაშან-ეთ-ი, ვასას-ეთ-ი, ზაქი-ეთ-ი, თევთი-ეთ-ი, კანჯარ-ეთ-ი, კეჟერ-ეთ-ი, მეფუტკრ-ეთ-ი, ჩავლა-ეთ-ი, ჯარდენ-ეთ-ი, ტიბორ-ეთ-ი, ცხადი-ეთ-ი, სიკალ-ეთ-ი, ვაცი-ეთ-ი, დოლი-ეთ-ი, გოგლა-ეთ-ი, თავხელ-ეთ-ი, გოგან-ეთ-ი და სხვ. (ტბეთის სულთა მატიენე: 12-17 ს.ს.) საინტერესოა, რომ ამ წყაროებში მოხსენიებულ გვართა ერთი ნაწილი სხვაგვარად ბოლოვდება დღესდღეობით: ფაჩუ–ეთ–ი –– ფაჩუ–ა–შვილი დოლ-ი–ეთი–ი ––> დოლ-ი–ძე თავხელ–ეთი–ი ––> თავხელ–ი–ძე ვაშან–ეთ–ი ––> ვა(რ)შან–ი–ძე ცხად–ი–ეთ–ი ––> ცხად–ა–ძე ვაც–ი–ეთ–ი ––> ვაც–ა–ძე და სხვ. თვით ტბეთის მატიანეში, არაერთი გვარი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ბოლოსართით ფიქსირდება. მაგალითად უფრო ძველი – (ე)თ დაბოლოებიანი გვარები მოგვიანებით –ძე–თი, ან შვილ–ით ბოლოვდება. მესხეთში (კერძ. სამცხესა და შავშეთში) დღემდეა შემონახული ამგვარი წარმოება გვარებისა. ი. მაისურაძე მიხეილ თამარაშვილზე (თამარათი) დაყრდნობით შემდეგ მესხურ გვარებს იხსენიებს: ტლუკაანთი, ბაღინაანთი, ჯიგნიანთი, ორბელიანთი, გოდიკაანთი, თუმანიანთი, ხუციანთი, ხოჯოანთი, ვარამანთი, დავითიანთი, გაბანთი, ნავროზანთი, თამარათი (იხ. ი. მაისურაძე: ქართული გვარ–სახელები – თბ. 1990)
...
კითხვის გაგრძელება »
|

ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არსებობდა სამი იბერია მრავლის მეტყველია. თუმცა, დღეს როცა ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, წინა პლანზე მხოლოდ ორ იბერიას აყენებენ – ეს არის კავკასიისა და პირინეის იბერიები. არადა ნისლიან ალბიონის პირველ სახელმწიფოებრივი ტიპის გაერთიანებასაც იბერია ერქვა. ეს მანამ, სანამ კელტები (იგივე გალები. განმარტებისთვის – გალებს მათ უწოდებდნენ ლათინები, ხოლო კელტებს – ბერძნები) შეესეოდნენ ნისლიანი ალბიონის კუნძულებს. ამგვარად, ჰიბერნია იგივე ალბიონია და ისინი სიტყვა იბერიიდან ტრანსფორმირდნენ. იბერია- ჰიბერნია – ალბიონი. აკაკი გელოვანიც აღნიშნავდა, რომ ალბიონი კუნძულს დაარქვეს იქ მიგრირებულმა ხალიბებმა. ხალიბიონი-ხალბიონი-ალბიონი. როგორც ცნობილია, ხალიბები ქართველური ტომები იყვნენ.
მკვლევარები კელტების წინარე ხალხად პიქტებს მიიჩნევენ, რომელთაც უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია ქონდათ, ამაზე სტოუნჰენჯის მეგალითური კომპლექსის მედიდურობა და დანიშნულებაც მეტყველებს. მკვლევარები პიქტებს იბერიული წარმოშობის ტომად მიიჩნევენ, რომელიც მთიან შოტლანდიაში ცხოვრობდა კელტების (სკოტების, გელების) მოსვლამდე და VI-VII საუკენეებში მათ ალბას ანუ ალბანის სამეფო შექმნეს. კელტების შესევის შემდეგ პიქტებმა განიცადეს შევიწროვება და მათი დომინანტი როლი ამ რეგიონზე მთლიანად მოისპო… დროთა განმავლობაში მათ ასიმილაცია განიცადეს, სკოტებს შეერივნენ და გელური ენა შეითვისეს. მოხდა არა მხოლოდ მოდგმის, არამედ რასის ჩანაცვლებაც, რომლის დროსაც ინდოე-ვროპული წარმოშობის ტომებმა –
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|