|
მთავარი » ახალი ამბები
 ქართულ რაგბს დიდი ძალა შეემატა, რომელიც მას საერთაშორისო საზღვრების კიდევ უფრო გარღვევაში და ახალი კარებების გახსნაში დაეხმარება - მსოფლიო რაგბის ლეგენდა შონ ბრაიან ფიცპატრიკი "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში” გაერთიანდა.
ახალი ზელანდიის სიამაყე და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰუკერი თბილისში ქართული რაგბის გასაცნობად და მის დასახმარებლად ჩამოვიდა. მან დაათვალიერა აქაური ინფრასტრუქტურა, მიიღო ინფორმაცია ქართულ რაგბზე და სერიოზული განცხადებებიც გააკეთა.
"საქართველოში სტუმრობა დიდი პატივია ჩემთვის, თქვენი ქვეყანა მეტად წააგავს ახალ ზელანდიას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან უფრო მეტი ცხვარია. რაგბის მხარდასაჭერად საქართველოზე უკეთესი ადგილის არჩევა შეუძლებელი იყო და მაქსიმალურად შევეცდები, რომ მსოფლიოს ქართული რაგბი გავაცნო.
კარგად მახსოვს საქართველოს ნაკრების გამოსვლა მსოფლიოს 2007 თასზე, სადაც ირლანდიის ნაკრების დამარცხებამდე სულ ცოტა დაგაკლდათ და მიხარია, რომ 2011 წელს ახალ ზელანდიაში ზედიზედ მესამედ ითამაშებთ პლანეტის პირველობაზე. რაგბი მსოფლიოს საუკეთესო თამაშია და ჩემი მიზანია, რომ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა უკეთესად ითამაშონ.
ჩემი სახელის ქართულ რაგბთან დაკავშირებით მისდამი ინტერესი თავისთავად გაიზრდება და მე თქვენს გვერდით ვიქნები მანამ, სანამ "ოლ ბლექსს” საქართველოს ნაკრებისაგან საფრთხე არ დაემუქრება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
 „სათხილამურო რომპეტროლიადისთვის" მზადება დაიწყო. სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის გასაკეთებლად უმაღლეს სასწავლებლებს უკვე ეგზავნებათ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა. ჩემპიონატი თებერვლის 18-20 რიცხვებში გუდაურში გაიმართება.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირში, რომლებიც ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება, ასზე მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული უნივერსიტეტიდან ჩემპიონატში 2 გოგო და 2 ბიჭი სტუდენტი იქნება წარმოდგენილი.
„ჯამში მოთხოვნა 42 უმაღლეს სასწავლებელს დაეგზავნება. შეჯიბრი ორ სახეობაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება და მასში გამარჯვებულები სტუდენტურ ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან,"-აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და „რომპეტროლი" ყოველთვის მიესალმება ჯანმრთელი ცხოვრების წესს და შესაბამისად, სპორტში მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდის ჩართულობას.
„დარწმუნებული ვარ, სპორტის ზამთრის სახეობები სტუდენტებს შორის დიდ ინტერესს გამოიწვევს და სიამოვნებით ჩაერთვებიან ტურნირში. გარდა ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილეობისა, მათ საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა.
– რამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?
– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია.
– რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის?
– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რუსეთის პატრიარქის კირილე მეორეს აღსაყდრებიდან ორი წელი შესრულდა.
ამასთან დაკავშირებით ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა.
რუსეთის პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიულოცა, რომელმაც მას "ქრისტიანული სამყაროს ლიდერი" უწოდა.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი კირილი რუსეთის საეკლესიო კრების მიერ პატრიარქად 2009 წლის 27 იანვარს, პატრიარქ ალექსი მეორეს გარდაცვალების შემდეგ იქნა არჩეული. მისი ინტრონიზაციის ცერემონიალი იმავე წლის 1 თებერვალს გაიმართა.
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კირილის აღსაყდრების შემდეგ საეკლესიო ცხოვრება უფრო დინამიური გახდა.
კირილი რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის რიგით მე-16 პატრიარქია.
|
 მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, მის უწმინდესობას სურდო აქვს და საპატრიარქოდან არ გამოდის, რათა ჯანმრთელობის გაურესებამ მას დიდ ბრიტანეთში გაგმგზავრებაში ხელი არ შეუშალოს.
ცნობისთვის, ანტონ მარტყოფელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად შემოვიდნენ. წმინდა ანტონი საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ედესიდან მოვიდა. მის სახელს უკავშირებენ საქართველოში იესო ქრისტეს ხელთუქნელი ხატის ჩამობრძანებას.
ანტონ მარტყოფელი კახეთში მოღვაწეობდა. მას განმარტოებით ყოფნა უყვარდა, რის გამოც „მარტოდმყოფელი" უწოდეს. სავარაუდოდ, სოფელ მარტყოფის სახელწოდება მისი სახელისგან წარმოდგა.
ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა, ასევე ღვთაების მამათა მონასტერი დააარსა.
ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს განსაკუთრებით ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ, სადაც იგი დაკრძალეს.
|
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|