ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
გურჯაანის ყოვადწმიდას ორგუმბათოვანი ტაძარი იმ იშვიათ ტაძართა რიცხვშია, რომელთა შესახებ ისტორიული წყაროები, ფაქტობრივად, სდუმან. მკვლევარები ამ ეკლესიას მე–8–9 საუკუნეებით ათარიღებენ და მის უნიკალურ ხუროთმოძღვრულ სტილზე საუბრობენ. 

ტაძარი სოფელ გურჯაანიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ყველა მომლოცველი ამ გზას ფეხით გადის. როგორც გურჯაანში ამბობენ, ლოცვა–ვედრებას ყოვლადწმიდა მხოლოდ მაშინ შეიწირავს, თუკი მორწმუნეები იქ ფეხით ავლენ.

როგორც თითქმის ყველა ქართულ ძეგლს, გურჯაანის ყოვლადწმიდასაც რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. ამბობენ, რომ აქ დაბრძანებული ყოფილა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც შაჰ–აბასის შემოსევის დროს ტაძრიდან გაპარულა.

გურჯაანის ყოვლადწმიდას კიდევ ერთი ხილული სასწაული უკავშირდება: ომიანობისას მისთვის მეძუძურ დედას შეუფარებია თავი. როდესაც მტერი მოსულა და ქალს წასასვლელი აღარსად დარჩენია, სამხრეთ კედელი გახსნილა და იქ შეუფარებია თავი. იმ კედლიდან დღემდე ჟონავს რძისფერი სითხე, რასაც გურჯაანელები ამ ლეგენდით ხსნიან.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უნიკალური ძეგლი, სტილის გარდა, საშენი მასალითაც გამორჩეულია, ის ჭერემის ხეობიდან ჩამოტანილი რიყის ქვითა და ყვითელი შირიმითაა ნაშენი. ტაძარი ორსართულიანია.

ეკლესიის ეზოში შემორჩენილი ბერების სენაკებისა და სხვა სამეურნეო ნაგებობების კვალი მიუთითებს, რომ შუა საუკუნეებში ყოვლადწმინდას ეკლესია ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 971 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე პრობლემატურ საკითხებზე დისკუსიის გამართვას ითხოვს.

როგორც თარგამაძემ პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, "კარგი იქნება, თუ პარლამენტში გარკვეული მოთელვის სახით საკომიტეტო ფორმატში დისკუსია მოეწყობა, რომელზეც ქვეყანაში ინფლაციური პროცესების განვითარებას განიხილავენ".

ზოგადად კი თარგამაძე პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის ტრადიციას მიესალმება.

"წლის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თავად საპარლამენტო უმრავლესობა და პრეზიდენტი სააკაშვილიც კარგად ითვალისწინებენ, რამდენად დიდია მოლოდინები დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და პოლიტიკური სისტემის შემდგომი განჯანსაღების კუთხით", - განაცხადა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.
Category: ახალი ამბები | Views: 1031 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

მსოფლიოს ყველა, ასე თუ ისე ცნობილ ქალაქთან მისი რომელიმე ღირშესანიშნაობა ასოცირდება. ზოგჯერ ამა თუ იმ ქვეყნის ხსენებაზე თვალწინ ის წარმოგვიდგება, რაც ყველაზე მეტად გვახსენებს ქვეყანას. მეხსიერებიდან ვიზუალურად უფრო მეტად არქიტექტურული ძეგლები ამოტივტივდება ხოლმე - ისინი, რომლებიც რეალურად ან ფოტოზე გვინახავს, ან არ გვინახავს, მაგრამ გვსმენია მათ შესახებ. 

ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ვართ ევროპელები. თბილისი თანდათან მშვენდება და ევროპელი თუ ამერიკელი ტურისტებისთვის თანდათან მიმზიდველიც ხდება. 

ჩვენს დედაქალაქში უამრავი ღირშესანიშნაობაა, რომლითაც შეგვიძლია ტურისტები დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ, მაგრამ მოდით, საკითხს სხვა კუთხით მივუდგეთ: აქვს კი თბილისს მთავარი ღირშესანიშნაობა, არქიტექტურული ძეგლი ან ძეგლთა კომპლექსი, ან რომელიმე, ცალკე გამოყოფილი ნაგებობა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდება, მასთან ასოცირებული იქნება და უცხოელ ტურისტებს თბილისის ხსენებაზე სწორედ ის გაახსენდებათ? ვფიქრობთ, რომ ჯერ არა. მართალია, ჩვენთვის კი ვღიღინებთ, რომ თბილისის ანძა სჯობია ეიფელს, მაგრამ, ცხადია, უცხოელების დარწმუნება ამაში ძალიან გაგვიჭირდება. 

სანამ იმის განხილვაზე გადავალთ, რა გახდება თბილისის სიმბოლო და სავიზიტო ბარათი, მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ქალაქის თუ ქვეყნის „სავიზიტო ბარათებს" გადავხედოთ.

ალბათ, ბევრი ვერ შემედავებით იმაში, რომ ამერიკის შეერთებული ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1088 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ისტორიის შექმნაში. ისინი გავლენას ახდენენ კონკრეტული პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ზოგჯერ ისინი სულაც არ თამაშობენ დადებით როლს, თუმცა თავიანთი ლიდერული თვისებებით მნიშვნელოვან და დაუვიწყარ პიროვნებას ქმნიან. 

მნიშვნელოვანის რა მოგახსენოთ, მაგრამ დაუვიწყარია ბორის ელცინის სასმელისადმი მიდრეკილება და განსაკუთრებული მექალთანეობა რუსეთში. თუკი ყველაფერი პრობლემას გიქმნის და ამ პრობლემების მოგვარებაში არაყი გეხმარება, რთული გამოსაცნობი არაა არჩევანი რომლის სასარგებლოდ გაკეთდება. ელცინიც სწორედ სასარგებლოს, სასიამოვნოს ამჯობინებდა და არაყით გაბრუებული მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა. თუმცა ელცინის ცხოვრებისეულ დეტალებზე ქვემოთ, მანამდე მცირე ბიოგრაფია ადამიანისა, რომელსაც ,,დიდი რუსეთის’’ ბედი 10 წელი ებარა. 

დღეს რუსეთის პირველი პრეზიდენტის 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი 80 წლისთავის აღსანიშნავად რუსეთში სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი შეიქმნა. ჯგუფს ეკატერინბურგის გუბერნატორი, ალექსანდრე მიშარინი უხელმძღვანელებს. საზეიმოდ იქნება აღნიშნული ასევე ელცინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის 20 წლისთავიც. 

ბორის ელცინი 1931 წელს სვერდლოვსკის ოლქში დაიბადა. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, კალათბურთმა გაიტაცა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისთვის პოლიტიკა გაცი ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, საუბარი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობას, ასევე ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოს მიერ 2010 წელს მიღწეულ პროგრესსა და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხს შეეხო. 

"ძალიან სასარგებლო საუბარი შედგა. ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, განვიხილეთ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მხარეებს ეკისრებათ იმისთვის, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები გაღრმავებულ თავისუფალ ვაჭრობაზე. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა ის უზარმაზარი პროგრესი, რაც საქართველოს ჰქონდა 2010 წელს ორგანიზაციასთან დაახლოების პროცესში", - განმარტა ვაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიიდან ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის ვიცე-პრემიერ მინისტრს და კოლეგა მინისტრს შეხვდება. 

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. 

ლუქსემბურგის შემდეგ კი გრიგოლ ვაშაძე ვიზიტს გააგრძელებს პოლონეთში, სადაც, დაზუსტებული ინფორმაციით, სს მინისტრს შეხვდება. არ არის გამორიცხ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 982 | Added by: NaTia | Date: 02.02.2011

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები