|
მთავარი » ახალი ამბები
 პროგრესმა ისე გაგვაზარმაცა, მესამე სართულზეც კი ლიფტით ავდივართ. უქმად მიგდებულ მექანიზმს კი ჟანგი ედება. სხვა გზა არ არის, მეტ მოძრაობას უნდა მივეჩვიოთ. ვინც უნდა იყოთ და რასაც უნდა საქმიანობდეთ, მაინც შეგვიძლია გითხრათ, რომ ვარჯიშის დაწყების დრო დადგა, თანაც ზუსტად ახლა. იმ კვირიდან, იმ თვიდან, იმ წლიდან დაწყებულ საქმეს რა ბედიც ეწევა, ყველამ კარგად ვიცით: ორშაბათი მძიმე დღეა, სამშაბათი – რთული, ოთხშაბათი – გადატვირთული, ხუთშაბათი – ძნელი, პარასკევი – თარსი, შაბათ-კვირას ვისვენებთ, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება. ასე რომ, სჯობს, მედღემეხვალიეობას თავი დავანებოთ. თუ გუშინ არაფერს აკეთებდით, დღეს კი ხუთი წუთი ირბინეთ, სწორ გზას ადგახართ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ უკეთესი ჯანმრთელობა გსურთ, კვირაში ორსაათ-ნახევარი მაინც უნდა ივარჯიშოთ. ეს არც ისე ბევრია – სულ ნახევარი საათი ყოველ სამუშაო დღეს. თანაც შეგიძლიათ, ეს დრო მცირე მონაკვეთებად დაყოთ, იმ პირობით, რომ თითოეულ ჯერზე 10 წუთი მაინც გაირჯებით. ერთი-ორი გაჩერების ფეხით გავლა სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ, შესვენებაზეც ათიოდე წუთით ხელის განძრევა (ფეხისაც) და ჩათვალეთ, რომ დღის გეგმა შესრულებული გაქვთ. თანაც გახსოვდეთ: წარმატების გასაღები სისტემატურობა და თანამიმდევრულობაა. ერთ დღეში მთების გადადგმას ნუ მოინდონებთ, ნუ შეეჭიდებით იმაზე მეტს, ვიდრე ძალგიძთ. მოძრაობა ნამდვილად სიცოცხლეა, ოღონდ ზემოხსენებული ყროყინაც ნუ დაგავიწყდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
 საიდუმლო არაა, რომ ბევრ მამაკაცს არ სურს, ცოლი სამსახურში წარმატებული იყოს. რას უფრთხიან? ჩამოვთვლით ყველაზე გავრცელებულ შიშებს: ის ჩემზე ჭკვიანია როგორ ფიქრობთ, რატომ მოიგონეს მამაკაცებმა ქერების ქარაფშუტობის მითი, ან რატომ ყვებიან გაუწყვეტლად საჭესთან მოაკალათებულ ქალბატონზე ანგეგდოტებს? მიზეზი კონკურენციაა. ძლიერი სქესი თითქოსდა ცდილობს, აჩვენოს, რომ ქალები ინტელექტით გაცილებით დაბალ საფეხურზე არიან. ყველაზე დიდი მამაკაცური შიში იმას უკავშირდება, რომ საყვარელი ქალი მასზე ჭკვიანი და წარმატებული აღმოჩნდება. ხედავს რა, რომ ცოლი კარიერის კიბეზე ზევით მიიწევს, იწყებს ფიქრს იმაზე, რომ თვითონ უფრო სულელია, და მაშასადამე, პიროვნულად შეუმდგარია. თვითშეფასების დავარდნა რომ არ დაუშვას, ახლობლების თვალში რომ არ დამდაბლდეს, მამაკაცი ხშირად შორდება ქალს, რომელშიც პოტენციურ კონკურენტს ხედავს. თუ არც სამსახურის მიტოვება გინდათ და არც საყვარელი ადამიანის, მასთან ურთიერთობა მართებულად უნდა ააგოთ. პირველ რიგში, არასდროს მიუთითოთ თქვენს რჩეულს იმაზე, რომ მასზე წარმატებული და გონიერი ხართ. არავითარ შემთხვევაში არ დააყვედროთ ის, რომ მისი კარიერა ნაკლებად აეწყო. მეორეც, ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ აღიარებთ მის ინტელექტუალურ ლიდერობას. და რა თქმა უნდა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი დაიჩივლებს კოლეგების ან ხელმძღვანელის გამო, თანაგრძნობით და გაგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ზოგი ფერი გვიყვარს, ზოგი - გვაღიზიანებს, თანაც ყოველთვის როდი ვხვდებით, რამ შეგვიცვალა განწყობა, ან რამ დაგვღალა უცებ.. ყველამ არ იცის, რომ ზოგი ფერის დახმარებით ჩვენ ჩვენს ორგანიზმზე შეგვიძლია ზემოქმედება - ვარგებთ მას, ვასწორებთ ნაკლოვანებებს და ვაშორებთ გამაღიზიანებელ სიმპტომებს. ინტერიერის თუ გარდერობის სწორად შერჩეულ ფერთა გამას თქვენს ჯანმრთელობასა და ხასიათზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. სხვადასხვა ფერის ამ თვისებებს იყენებენ სპეციალისტები - ექიმები და ფსიქოლოგები სხვადასხვა სამკურნალო მეთოდისას. თუ ვიცით, როგორ და რომელი დაავადებების დროსაა სასარგებლო ესა თუ ის ფერი, თავადაც შეგვიძლია ჩვენი ტონუსის დაცვა. ასე მაგალითად: ყვითელი გამოიყენება ღვიძლის, შარდის ბუშტის, ნაღვლის, კუჭისა გაწმენდისას. ამიტომ,თუ დიეტაზე ხართ, იზრუნეთ, რომ ყვითელი დეტალი არსებობდეს თქვენთან ახლოს: ჭიქა და თეფში, ხელსახოცი და ტოლჩა, რადგან ყვითელი წონის კონტროლში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ეს ფერი ორგანიზმის შიგნით სითხის მოძრაობას უწყობს ხელს, მართავს ოფლის. ასევე ათავისუფლებს მავნე ტოქსინებისგან, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს ინტელექტუალურ უნარებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. მწვანე იმ შემთხვევებში მოქმედებს, როცა „გონება და სხეული წონასწორობაშია მოსაყვანი", - ასე ამბობდნენ ძველი მკურნალები. აძლიერებს იმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ესპანელი მილიარდელის ამანსიო ორტეგას ქონება 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. უკანასკნელი წლების რეიტინგების მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულშია. "ზარას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქალაქ ლა კორუნიაში, ორსართულიან მშვენიერ სახლში ცხოვრობს, სარგებლობს თვითმფრინავით და საკუთარი იპოდრომით. თუმცა, ბავშვობა ასეთი ლაღი და უზრუნველი არ ჰქონია. მოდის ინდუსტრიის მომავალი მაგნატი 1936 წლის 28 მარტს, ლეონის პროვინციის სოფელ ბუზდონგო-დე-არბასში დაიბადა, ხელმოკლე რკინიგზელის და დამლაგებლის მრავალშვილიან ოჯახში. უკიდურესი სიღარიბის გამო, ბავშვებმა განათლების მიღებაც კი ვერ შეძლეს. ამანსიოს სკოლა არ დაუმთავრებია. ოჯახი მალე კორუნიაში გადასახლდა, სადაც მომავალ მილიარდელს 13 წლის ასაკში ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობის დაწყება მოუწია. მალე მოდურ საგალანტერიო მაღაზია "ლა მაჯა"-ში აიყვანეს, რომელიც მდიდარ კლიენტებზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მომენტიდან დაუკავშირდა მისი ცხოვრება ტანსაცმელს.
მაღაზიაში პატარა ამანსიომ საფუძვლიანი ცოდნა მიიღო ქსოვილების, ძაფების, ჭრა-კერვის ტექნოლოგიების საკითხებში. მოგვიანებით, მიაღწია იმას, რომ ცნობილი მოდელიორის თანაშემწე გახდა. ამ პერიოდიდან მომავალ მილიარდელს საკუთარი მაღაზიის დაარსების სურვილი გაუჩნდა, რომელიც ტანსაცმლის გაყიდვით იქნებოდა დაკავებული. ოცნების ასასრულებლად და მიზნის მისაღწევად კი სერიოზული მუშაობა გასწია.
1960
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|