|
მთავარი » ახალი ამბები
 ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის ხელით შემოტანა საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე აიკრძალა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარიას განმარტებით, აიკრძალა ამავე სახის ტვირთის სამგზავრო ავტროსატრანსპორტით შემოტანაც.
სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ სატვირთო ტრანსპორტის საშუალებით. რუსუდან კემულარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ახალი კურსის შესაბამისად მიიღეს.
„სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესისთვის სწორედ ასეთი ტიპის ადმინისტრირების შეთავაზებაა. სამართლიანი ადმინისტრაცია გულისხმობს ბიზნესის დაცვას არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან; ასევე გამონაკლისის გარეშე, ყველა გადამხდელის ჩაყენებას თანაბარ პირობებში", - აღნიშნა რუსუდან კემულარიამ გუშინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრების და ერთჯერადი ღონისძიებების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ გადაწყვეტს, პროდუქცია განკუთვნილია თუ არა ეკონომიკური საქმიანობისთვის, რუსუდან კემულარიას განმარტებით, საბაჟო პროცედურების გავლას მებაჟე უზრუნველყოფს და, შესაბამისად, მებაჟის პრეროგატივა იქნება, ჩათვლის თუ არა ამა თუ იმ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილ საქონელს ვაჭრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, ამ ტენდენციის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი კი არც ხელისუფლებას და არც ეროვნულ ბანკს აქვს. "ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, ექსპერტი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ინფლაციით მხოლოდ მთავრობამ შეიძლება იხეიროს, ისიც მხოლოდ მოკლე ვადით. გთავაზობთ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან.
– არის თუ არა პროდუქტზე ფასების მატება ინფლაციის ბრალი და რამდენ პროცენტიანი ინფლაციაა სქართველოში?
– ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორებია. საგარეო ფაქტორებიდან შეგვიძლია მხოლოდ ის ვქთვათ, რომ თითქმის ყველა იმ პროდუქციის ფასები გაიზარდა, რომელსაც ადამიანების საარსებო რაციონში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს და რასაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოიხმარს. ესაა ხორბალი, პურ-პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა და ასევე საწვავი. ამან დიდწილად იმოქმედა ინფლაციის მაჩვენებლებზე, თუმცა გვაქვს შიდა ფაქტორები, რომელსაც გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს. ეს არის ქვეყანაში არსებული მონოპოლიური და ოლიგოპოლიური კომპანიები. საწვავის ბაზარი, შაქრის ბაზარი, რამდენიმე კატეგორიის ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ეს განაპირობებს იმას, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი ფასები. იგივე მობილური კომპანიების მხრიდან იყო ხელოვნურად გაზრდილი ფასები და მანამ ვერ მიხვდნენ ამას, სანამ მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზღვრული ფასები არ დაუდგინა.&
...
კითხვის გაგრძელება »
|
 საქართველოს ექსპორტში, უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პირველ ათეულში, ტრადიციულად, მძიმე მრეწველობა ლიდერობს და მოწინავე პოზიციებს თხილი და ღვინო იკავებს. ბოლო ინფორმაციით, ექსპორტის წილში, 4 პროცენტი უჭირავს თხილს (გასულ წელს 64 მლნ 035.900 აშშ დოლარის გაიყიდა) ხოლო ღვინოს 2,5 პროცენტი ( 39 მლნ 269 ათასი აშშ დოლარი).
ევროპაში, გაყიდვების თვალსაზრისით, ქართულ თხილს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში აქვს. ხოლო აზიის ბაზარზე, პროდუქტი მოთხოვნადია ერაყში და ავღანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთში გავიდა.
საქართველოში, თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მეურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.
ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანია, "თხილის საექსპორტო კომპანია", სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. მას საკუთარი ნარგავები არ აქვს და თხილს ფიზიკური პირებისგან, ძირითადად გურიაში ყიდულობს.
ომპანიამ, 2009 წელს 1200 ტონა თხილი შეისყიდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 1400 ტონას გაუტოლდა. მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 3 ლარი და 50 თეთრია. თით
...
კითხვის გაგრძელება »
|
 20 იანვრის დილიდან თბილისის ზოგიერთი უბნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელი, ერთი შეხედვით, მცირე ბიზნესისთვის დამახასიათებელი ეპიზოდის შემსწრე გახდა, რომლის გაანალიზება, კარგად დაკვირვების შემთხვევაში, სერიოზული განგაშის საფუძველს იძლევა.
თბილისის რამდენიმე, ძირითადად, განაპირა უბანში მაღაზიების გამყიდველები დილიდან მობილური ტელეფონით უკავშირდებიან პურის დისტრიბუტორებს და პურის დიდი პარტიის გამოგზავნას ითხოვენ. როგორც აღმოჩნდა, სურათი თითქმის ყველგან ერთნაირია: პური მაღაზიებში შემოდის, მაგრამ მცირე პარტიებად – მაღაზიის სიდიდის მიხედვით 30–50, მაქსიმუმ, 80 ცალის ოდენობით. ყოველ მომდევნო ჯერზე მიწოდებული პურის რაოდენობა, მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, კლებულობს, რითაც პურის ხელოვნური დეფიციტი იქმნება.
ზემოთაღწერილი ეპიზოდი, ძირითადად, იმ დისტრიბუტორებს ეხება, რომლებიც მაღაზიებს პურის საცხობი საამქროებიდან ამარაგებენ. პურის ქარხნებიდან მაღაზიებში პური ისევ დიდი რაოდენობით იგზავნება – ამ მხრივ რაიმე სახის ცვლილება ჯერ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება საამქროებს, ნურავის ეგონება, რომ იქ პური საკმარისი რაოდენობით არ ცხვება ან საამქროებს დისტრიბუციაში შეექმნათ პრობლემები. ამ ყველაფერს ხელოვნურობის და შორსმიმავალი გეგმის სუნი ასდის.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ვალუტის გადამცვლელთა მსგავსად, პურის ბაზარზე მცირე და საშუალო მოთამაშეებსაც ერთმანეთთან ხშირი, თითქმის ინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 ეპატაჟი და პროვოკაცია, როგორც ამბობენ, ხელოვნებაში ხშირად არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. ის ადამიანების ესთეტიკურ აღქმას ხვეწს და მათში ახალი მიმართულებების თუ შემოქმედების აღმოჩენის და ძიების ინსტიქტებს იწვევს. ამიტომაცაა გავრცელებული მოსაზრება, რომ კულტურაში კონფლიქტების არ უნდა ეშინოდეთ. დედამიწაზე, იქ, სადაც უამრავი ნიჭიერი კარიკატურისტი ქმნის ნამუშევრებს, მსოფლიო საზოგადოება ალბათ ვერასოდეს გაიგებდა შვედი მხატვრის, ლარს ვილკსის არსებობას, მუჰამედის კარიკატურები რომ არ დაეხატა. თუმცა, ამ შარჟების ავტორმა "მცირედ" გადაჭაარბა და პროვოკაციამ ლამის რევოლუციები და რელიგიათაშორისი ომები გამოიწვია. ქართულ ხელოვნებაში პროვოკაციების თემა პერიოდულობით აქტუალურდება, თუმცა, როგორც სხვა ყველა მიმართულებით, ის აქაც გაცილებით მცირე მასშტაბებში და სპეციფიკური, ხშირად მახინჯი ფორმებითაც გვევლინება. თანაც საქართველოში პოპულარობის მოხვეჭა ბევრად მარტივია. საკმარისია შენი მომავალი „შედევრისათვის" აიღო რამდენიმე კომპონენტი - „ეროვნული ფასეულობა", მღვდელი, ხატი, ქართველების საყვარელი რომელიმე საკულტო სიმღერა, ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|