|
მთავარი » სტატიები
 .. ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს არც თუ ისე ცოტა სიახლე მისცა: ნეგლიჟე, ვარცხნილობა - ,,გემი”, თმა მოწითალო-მოვარდისფრო ელფერით, პოპულარული გახადა ატლასი, კოხტა წინსაფარი არშიებით და ბოლოს, ცნობილი ქისა ხელსაქმისათვის – ქალბატონის ხელჩანთის, პომპადურკად წოდებული პირველსახე. XVIII საუკუნის ამ ცნობილი ფავორიტის სახელთან გაპრანჭული გრაცია, მოხდენილი ქალური წვრილმანები და მოსართავები იმ დროიდან ასოცირდება. მისი მსუბუქი ”ხელის” წყალობით იმ დროის ქალის კოსტიუმში დიდი ყურადღება ეთმობოდა ქვედა ტანსაცმელს - ქვედაბოლოსა და ჩახსნილ ზედატანს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ იგი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად იქცა: აბრეშუმის, უხვად მორთული ოქროთი და ვერცხლით, მდიდრული ნაქარგებითა და არშიებით გაწყობილი. იგი იმდენად ნატიფი იყო,რომ ქალბატონების სიამაყის საგანი გახდა. დეკოლტე იმდენად ღრმად იჭრებოდა, რომ მთელი ბიუსტის დანახვის საშუალებას იძლეოდა - კერტების ჩათვლით. ქალის ქვედა ტანსაცმელი სულ უფრო ეროტიკული, სულ უფრო სექსუალური ხდებოდა და ნამდვილად ”ცდუნების მსოფლიო იარაღად” იქცა.
გვიან დაწყებულ დილას (დღის 2-3 საათი) - მაღალფარდოვნად ეწოდებოდა ,,დღის ახალგაზრდობა” - განაზებული,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 975 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 დღეს ფეხსაცმელსა და აქსესუარებს მოდურ იერარქიაში მნიშვნელოვანი და განუმეორებელი როლი უჭირავთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. ცვლილებები ყველასთვის ცნობილი სალვადორე ფერაგამოს წყალობით დაიწყო და ახალი სტატუსი ამ ატრიბუტებს სწორედ მან შესძინა... ფერაგამო XX საუკუნის მოდაში ისეთივე ნოვატორი გახდა, როგორც დიორი და შანელი, ჯერ 60-იანი წლებისთვის თანამედროვე ფეხსაცმლის ტიპოლოგიისა და სტილის სრული "რეპერტუარი” შექმნა, მერე კი გზას დღევანდელ ცნობილ ბრენდამდე Salvatore Ferragamo თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა. ოცნებიდან რეალობაში
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ოცნებით დაიწყო... გაჩნდა სურვილი, შექმნილიყო ფეხსაცმელი, მაგრამ ჩვეულებრივი კი არა - ხელოვნების ნიმუში! სწორედ ამ ნატვრამ აიძულა 16 წლის მეწაღე, ნეაპოლიდან ამერიკაში მოსახვედრად ოკეანე გადაეცურა. მისი გიჟური შემოქმედებითი ენერგია იმ დროისთვის - სიღარიბისთვისა და ცხოვრების პროზისთვის - არ გამოდგებოდა, სამაგიეროდ, კინემატოგრაფისთვის იდეალური აღმოჩნდა:
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1455 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 არმანი მსოფლიო ბრენდია, კარგი გემოვნების ნიშანია და მოდის სიმბოლოა, მაგრამ თვითონ მაესტროზე რა ვიცით? როგორ გადაიქცა გულჩაკეტილი და მორიდებული ახალგაზრდა კაცი მოდის კანონმდებლად? რაშია არმანის ფენომენი? ის იშვიათად აძლევს ინტერვიუს, და როცა აძლევს, მაშინაც არ ცდილობს, გული გადაუშალოს ვინმეს. ჯორჯო არმანის პირველი და ერთადერთი ბიოგრაფია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და კრიტიკოსმა რენატა მოლხომ დაწერა. ის მოდის ისტორიასა და სოციოლოგიას სწავლობს და თავის წიგნში ცნობილი დიზაინერის ცხოვრებაზე გვიამბობს. წიგნი ძირითადად მეგობრების და ნაცნობების მონათხრობის მიხედვითაა დაწერილი. ავტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ იქცა როზანა არმანი, რომელმაც თავისი ცხოვრების თითქმის ნახევარი ძმას მიუძღვნა. ბევრი რამ "Vogue Italia”-ს არქივებში აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ბიოგრაფიაზე მუშაობაში არმანის პრეს-სამსახური ჩაება. "მისი ბიოგრაფიის დაწერის ცდა უამრავჯერ აღმოჩნდა ამაო, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მის ცხოვრებაზე პირველ წიგნს მზის სინათლის ხილვა ეღირსებოდა”, - გამოტყდა რენატა მოლხო. წიგნში არაა მორიგ ჯილდოზე თუ პრემიაზე საუბარი, არც დღესასწაულების აღწერა, არც ცნობილი სახეების მოგონებები. ავტორი ვარაუდობს, რომ პირველადაა გამ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1083 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 "ამ ადამიანს სიცოცხლით ტკბობა შეუძლია და სურს საკუთარი სამოსით ქალბატონებსაც იგივე განაცდევინოს” პარიზის მახლობლად, ვიდვილის ციხე-სიმაგრეში, ყველას ჯერ კიდევ სძინავს. სიშიშვლის, ალერსის, სიყვარულის, სილამაზისა და ფუფუნების კულტის დაუოკებელი თაყვანისმცემელი, ვალენტინო, მოდის სამყაროს მეორე ვეტერანის, კარლ ლაგერფელდისგან განსხვავებით, ადრე არ დგება. დარბაზები პატრონის მოლოდინში გაყუჩებულან. გეგონება მუზეუმში ხარ: აზიური ფაიფური, რუსეთის იმპერიის საგანძური, აღმოსავლური ხალიჩები, ვერცხლისა და ბროლის ჭურჭელი და ცნობილი ოსტატების ტილოები... "რა ვქნა, შინ ცარიელი ხელებით დაბრუნება არ შემიძლია - კეკლუცობს ვალენტინო. - მუშაობას თავს რომ დავანებებ, კოშმარი მოხდება!” ბოლო შენაძენი: XVIII საუკუნის ვერცხლის ლარნაკი ("უცნაური ფორმით მომხიბლა”) და ლეჟეს ნახატი ნიუ-იორკის აუქციონიდან ("სტილთა ქაოსი მომწონს”). 76 წლის ვალენტინოს ძლიერი, მკვრივი სხეული აქვს, ოქროსფერი თმა, მზეზე მოციმციმე სათვალე, ღიმილი და მარადიული კარიბული ნამზეური. სხვათა შორის, ერთხელ საგულდაგულოდ გარუჯულს სამსახურის დატოვება მოუხდა - ძალიან გაუგრძელდა არდადეგები - ზღვა
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1236 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 "მე ქალებს ლამაზად ჩაცმის სიამოვნება დავუბრუნე და ისინიც უტყუარი ინსტინქტით მიხვდნენ, რომ მარტო მათი გალამაზება კი არა, გაბედნიერება მინდოდა” კრისტიან დიორი 14 წლის ბიჭისთვის ერთ ბოშას უწინასწარმეტყველებია: ერთხელაც ფული საერთოდ არ დაგრჩება, მაგრამ წარმატებას ქალები მოგიტანენო. ეს სიტყვები რომ მოუსმენია, ნორჩ კრისტიანს ერთი გულიანად უცინია.
კრისტიან დიორი დაიბადა ლა-მანშთან, პატარა ნორმანდიულ ქალაქ გრენვილში, 1905 წლის 21 იანვარს. 1911 წელს ოჯახი პარიზში გადმობარგდა. ...”14 წლისას ნებისმიერი წინასწარმეტყველება ხუმრობა გგონია”. თანაც კრისტიანი, მდიდარი მეწარმის ვაჟი, ვერც კი წარმოიდგენდა, რას ნიშნავს, არ გქონდეს საარსებო სახსრები. მამას ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდა, დედა კი კარგად ახერხებდა ამ ფულის ხარჯვას. მშობლები კრისტიანის დიპლომატიურ კარიერაზე ოცნებობდნენ და მორჩილი ყმაწვილი, იმის მიუხედავად, რომ გულსა და გონებას მხატვრობა და მუსიკა იტაცებდა, სასწავლებლად პარიზის პოლიტოლოგიის სკოლაში გაემგზავრა. ხელოვნების სიყვარული არ გაუნელდა, მეგობართან, ჟან ბონჟაკთან ერთად სამხატ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1092 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|