შაბათი, 12.07.2025, 12:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ვან კლიფისა და არპელსის სახლის ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მისი სახელი მაშინვე საიუველირო ხელოვნების სიმბოლოდ იქცა.

1896 წელს ძვირფასი ქვებით მოვაჭრის ლეონ არპელსის ქალიშვილი ესტელა ცოლად გაჰყვა ჰოლანდიური წარმოშობის, ალმასებით მოვაჭრის ვაჟს ალფრედ ვან კლიფს. ცოტა ხნის შემდეგ ვან კლიფმა ცოლის ძმებთან ერთად პატარა საიუველირო საწარმო დააარსა.

ვან კლიფისა და არპელსის სახელის ტრიუმფი ოჯახის მეგობრულმა ატმოსფერომ და საქმის ღრმა ცოდნამ განაპირობა.

ალფრედ ვან კლიფი და შარლ არპელსი ადგილზე უძღვებოდნენ საქმეს, ჟულიენ არპელსი კი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა იშვიათი ქვების შესაძენად. უნდა აღინიშნოს, რომ ვან კლიფსა და არპელსის სახლს დღესაც ემსახურება დეტექტივების მთელი ჯარი, რომელიც ყველა კონტინენტზე ადევნებს თავს ძვირფასი ქვების გამოჩენას.

წარმატებული საქმიანობის შედეგად 1906 წელს ვან კლიფმა და არპელსის მოახერხეს კოსმოპოლიტური ელეგანტურობის მწვერვალზე Place Vandome-ზე გადასვლა. ამ სალონის ფილიალები საუკუნის დასაწყისშივე გაიხსნა მთელ საფრანგეთში, ოცდაათიან წლებში – ნიუ-იორკში, ხოლო სამოცდაათიან წლებში კი - იაპონიაში.

ვან კლიფისა და არპელსის სახლის კლიენტთა შორის  ისეთი სახელები გვხვდება, როგორიცაა უელსის პრინცი ედუარდ VII, ბეგუმ აღა ხანი და პრინცესა სოლიმანი, ჟაკლინ კენედი, გრეის კელი, ტაილანდის დედოფალი, ინდოელი მაჰარაჯები, ნეპალის მეფე და მარლენ დიტრი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1268 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სამყაროს აღქმის ეს ვერსია, იმაზე არ მოგვითხრობს, როგორ შევადგინოთ მოსალოდნელი მოვლენების განრიგი; არც იმაზე, როგორ ამოვიცნოთ, კარგი დღე გველის თუ ცუდი...

"გჭირდება ეს, საჭიროა ეს, თუ - არა” - საუბარი რისკების შეფასების უნარის გამომუშავებაზეა . სხვა საქმეა ვენდობით ჩვენ ასეთ გამოცდილებას, თუ არ ვენდობით. ნებისმიერ შემთხვევაში, ზოგი ადამიანის ხედვის გაგებას მაინც მოვახერხებთ. იქნებ გავუგოთ კიდეც მას, ვინც კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების საფუძვლად ჩვენთვის სრულიად უაზრო, აბსურდული დამთხვევების თუ ნიშნების კასკადს ასახელებს. მისი საუბარი ვიღაცისთვის ცრურწმენებით გაჟღენთილი გონების კარნახითაა ნასაზრდოები; ზოგს კი ესმის მისი, რადგან როდესღაც უმნიშვნელო დეტალის გამო თავადაც "აუხსნელი” გადაწყვეტილება მიიღო და ის შემთხვევა არასდროს ავიწყდება.

ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ის, ვინც საკუთარი თავის გარშემო ნიშნების მთელ გალერეას ქმნის და მათი კარნახით მოქმდებს დროდადრო მაინც, თუ გამუდმებით არა.

საქმე ელემენტარულ დაკვირვებაშია. ბუნება ყოველწამს რაღაცას გვანიშნებს, და ამ ნიშნებს შეუძლიათ საბედისწერო საკითხების გადაწყვეტაში დაგვეხმარონ. უბრალოდ ამ ნიშნების დანახვა უნდა ისწავლო და მათი მართებულად გაშიფრვა მოახერხო, მერე კი მიყვე.

მინიშნებები რომ სწორად გაიგო, საკუთარი ცნობიერება მოვლენების ერთიანობაში აღქმას უნდა მიაჩვიო. მაგალითად, თუ შენთვის ნი ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1173 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

 იტალიის ერთ ერთი ულამაზესი ქალი ორნელა მუტი (ნამდვილი სახელი და გვარია ფრანჩესკა რიველი) 52 წლის ასაკში შიშველი პოზირებს ფოტოკამერის წინ და ამტკიცებს, რომ 52 წლის ასაკშიც შეიძლება იყო ისეთი ლამაზი და სექსუალური, როგორც არასდროს. 
”ყველა მეუბნებოდა რომ ლამაზი ვარ, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, სიცარიელეს ვგრძნობდი.” აღიარა ორნელამ ჟურნალ ”VERO”-სთან ინტერვიუში,  ” შიშველი პოზირება ადვილი არ არის, სიბერე მტკივნეულია, ეს რომ უარყო საკუთარ თავსაც უნდა ატყუებდე, უნდა შეიგრძნო ტკივილი და ეცადო გაუძლო, რომ არ მოგტეხოს. მე ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა, ცოტას ვჭამ, უფრო სწორად ვაკონტროლებ დღის რაციონს. მთავარია წონასწორობა, ბალანსი იპოვო.” ამაყი ღიმილით აცხადებს ორნელა
Category: სტატიები | Views: 1234 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

  საერთოდ, როგორც წესი ცხოვრებაში "პირველი” გამოცდილება უფრო მეტად გვამახსოვრდება ვიდრე შემდგომი გამოცდილებები. მაგალითად: პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, პირველი ტკივილი, პირველი წარმატება, პირველი იმედგაცრუება, პირველად ყოფნა ჟურნალისტის როლში, რაც ჩემთვის ახალი და ცოტა უცნაური როლია. რესპოდენტის როლში დღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ულამაზესი და უმშვენიერესი ბალერინაა, რომელსაც მე ნინო ანანიაშვილის ფავორიტი ვუწოდე - ნინო გოგუა.
   მახსოვს საკმაოდ პატარები ვიყავით მე და ნინო, როდესაც ერთმანეთი გავიცანით. ნინო ერთი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა და ძალიან ხშირად, ერთად ვატარებდით დროს, მაგრამ ბავშვობა დასრულდა და ორივე სხვადასხვა საქმით დავკავდით. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მეზობლები ვართ, სამწუხაროდ საურთიერთოდ ორივეს ძალიან ცოტა დრო გვაქვს. სიმართლე გითხრათ ნინოს პროფესია ჩემი ოცნება იყო. მახსოვს პატარა, რომ ვიყავი ცაში ძალიან დიდ, ყვითელ და სავსე მთვარეს ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ მომავალში ბალერინა გავმხდარიყავი. როდესაც პირველად `რომეო და ჯულიეტა~-ს ბალეტის რეპეტიციას დავესწარი, ნინო ჯულიეტას როლს ასრულებდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი. იმ დღეს მე თვალნათლივ დავინახე, როგორ ესხმება ხორცი უამრავი პატარა გოგონას ოცნებას გახდეს ბალერინა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს ეძლევათ ამის შესაძლებლობა. . .
... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1482 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ალბათ, არ არის საჭირო იმის შეხსენება ვინაა გოგი ჭიჭინაძე. თუმცა, ვინც არ იცით შეგახსენებთ. ბატონი გოგი ჭიჭინაძე გახლავთ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ბალეტისა და ოპერის სახელმწიფო თეატრის დამსახურებული დირიჟორი და უნიჭიერესი მუსიკოსი. ის ყველასათვის საყვარელი პიროვნებაა. მახსოვს, პირველად როდესაც ის ვნახე საოცარი გრძნობა დამეუფლა. თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თუმცა, თავიდან მისი სახელიც არ ვიცოდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პირველივე სიტყვიდან ამ ადამიანისგან ვიგრძენი კეთილგანწყობა და სიკეთე ჩემს მიმართ. ადამიანები ხშირად ვერ ხედავენ იმ "ნათელს" რაც ცხადად ჩანს და რაც აშკარაა. ეს "ნათელი" ამ ადამიანში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ესეთი მადლი ნამდვილად იშვიათობაა. ადამიანი და მით უმეტეს შემოქმედი ადამიანი ძალიან ღრმა და შეუცნობადია. არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც მის შინაგან სამყაროს ბოლომდე გახსნის და არ არსებობს ისეთი პასუხები რომლებიც ბოლომდე იტყვის სათქმელს . . .

 

 


  რა ხდებოდა თავდაპირველად?
  სიტყვა . . . სურნელი, შეგრძნებები, ძალიან დიდი გაკვირვება ყველაფრისადმი და დაკვირვება.

 

ყველაზე მეტად, რა მოვლენამ იქონია თქვენზე ძლიერი ზეგავლენა?
   სიყვარულმა. საერთოდ ჩემი ცხოვრების მთავარი მონაპოვარი არის სიყვარული ჩემს გულში. სიყვარულმა გამზარდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1175 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები