გერმანელი მილიარდელი ძმების, კარლ და ტეო
ალბრეხტების ბიზნესის წარმოების სტილი, მსოფლიოს
ნებისმიერი ქვეყნის უბრალო ხალხის დიდ სიმპატიებს
იწვევს. სწორად ამიტომაც, ის კიდევ იმდენ ხანს იქნება
გაფურჩქვნის პროცესში, რამდენიც იარსებებენ ხელმოკლე,
ან, უბრალოდ, ეკონომიური ადამიანები.
სუპერმარკეტების ქსელ "Aldi Sud”- ის მფლობელთა ქონება 23,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. უფროსი ძმა – კარლ ალბრეხტი მსოფლიო მილიარდელების სიაში მე-10 ადგილზეა. ქსელი არა მხოლოდ გერმანიაშია გავრცელებული, არამედ მთელს ევროპაში და ამერიკაშიც. შეერთებული შტატების 29 შტატში 1000 მაღაზია ფუნქციონირებს. ყველაფერი კი პატარა სასურსათო მაღაზიიდან დაიწყო, სადაც კარლი უმცროს ძმასთანან ერთად დედას პროდუქტების გაყიდვაში ეხმარებოდა.
უცნაურია, მაგრამ გერმანელ მილიარდელ ძმებზე გაზეთები ძალიან ცოტას წერენ, ისინი მაღალი საზოგადოების შეკრებებზეც არასდროს ჩნდებოდნენ და არც პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ. პრაქტიკულად, არასდროს ხვდებოდნენ ფინანსურ ანალიტიკოსებს და პრესას და ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ჟურნალისტებს ალბრეხტების პირადი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. ცნობილია, რომ მათი მამა მეშახტე იყო. მომავალი მილიარდელების დედა კი ენერგიული ქალბატონი აღმოჩნდა. გადაწყვიტა საკუთარი საქმე დაეწყო და ქალაქგარეთ პროდუქტების პატარა მაღაზია გახსნა.
...
კითხვის გაგრძელება »