პარასკევი, 18.07.2025, 11:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

კოსმეტიკური საშუალებებისა და იმ მომსახურების მიმართ, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს უკავშირდება, ქალის დამოკიდებულების შესასწავლად მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს.

გამოკითხვაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 13-დან 65 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქალები მეტი ხალისით ფულს იმ საშუალებებში იხდიან, რომელთა დახმარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. ნაკლებს იხდიან სამკურნალო პროცედურებსა და დიეტურ კვებაში, რომელიც თავისდათავად ახალნგრძლივებს ახალგაზრდობას.

 

გამოდის, უფრო მონდომებით იხარჯება ფული დეკორატიულ კოსმეტიკაში, თმის მოვლის საშუალებებში, ავტოგასარუჯსა და მაკიაჟში. მხოლოდ ნახევარზე ნაკლები ყიდულობს რეგულარულად დიეტურ პროდუქტს.

ზემოთქმული ციფრებით ასე გამოისახება: ინგლისელი ქალბატონი სილამაზისთვის საშუალოდ 340 ფუნტს ხარჯავს, ჯანმრთელობაში კი 230-ი ემეტება.

სპეციალისტები შეახსენებენ ქალბატონებს, რომ ახალგაზრდული იმიჯის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხარ. კარგი აღნაგობა და მოვლილი გარეგნული იერი კი სულაც არ არის ჯანმრთელი ორგანიზმის უტყუარი ნიშანი.

Category: სტატიები | Views: 1052 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

ჩრდილოეთ კავკასია მეტროპოლიის მისამართით მუქარას განაგრძობს. ჩეჩენი საველე მეთაური დოკუ უმაროვი ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, მორიგი განცხადებებით გამოდის და განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ტერორისტულ აქტებს იძულებითს უწოდებს. ჩეჩენი მეამბოხეები ირწმუნებიან, რომ რუსეთის კავკასიელი მოქალაქეების სასტიკი ნაბიჯები მთლიანად კრემლის "ბინადრების” პროვოცირებულია, რომლებიც კავკასიელებს არა მხოლოდ საკუთარ მიწა წყალზე, არამედ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დევნიან.

 

ტერაქტები კი, ჩრდილოკავკასიელების მტკიცებით, რუსი ხალხის გამოსაფხიზლებლადაა მიმართული, რომელიც ხელისუფლებას ჩადენილ ქმედებებზე პასუხს არ სთხოვს. უმაროვი იმასაც დაიმუქრა, რომ ასეთი ოპერაციების რაოდენობას მომავალში კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ჩრდილო კავკასიელ ემისრებს ვერანაირი ლოგიკით ვერ ამართლებს. რუსების ნაწილი ყოველგვარი ტერაქტების გარეშეც დიდი ხანია ხედავს, რომ ჩრდილო კავკასია მათი სახელმწიფოსათვის "დენთის კასრია,” რომელიც როდის აფეთქდება და გადაიყოლებს დანარჩენ სახელმწიფოში არ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

XXI საუკუნის პირველი ათასწლეულისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ტუბერკულოზი არ არის ლიკვიდირებული და იგი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი 1 პრობლემაა. საქართველოში ამ დაავადების გავრცელება საოცრად მაღალია. ტუბერკულიოზის ახალი შემთხვევების 10 % რეზისტენტულია, რაც მედიკოსთა შეფასებით, შემაშფოთებელია. ტუბერკულიოზის პრობლემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა არ გახლავთ, არამედ ეს ზოგადად ქვეყნისთვის უზარმაზარ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, აშკარაა, რომ თუ დროულად ვერ მოვახერხებთ ტუბერკულიოზის ეფექტურ კონტროლს უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის სერვისები პაციენტებისთვის უფასოა, ხოლო ქვეყანას რეზისტენტული ფორმით დაავადებული პაციენტების განკურნება დაახლოებით 15-20 ათასი ლარი უჯდება.

ტუბერკულიოზის გამოვლენის ახალი ფაქტები საკმაოდ ხშირია. როგორც "პრესა.ჯი"-ს შ.პ.ს ¹2 ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერის ექიმმა-ფტიზიატრმა  დალი გორგოძემ განუცხადა, 2011 წელს მასთან უკვე დაავადების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გორგოძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ტუბერკულიოზის ფაქტები გახშირდა, რაც შეიძლება სოციალური ფონით იქნეს გამოწვეული, მაგრამ თუ პაციენტი თავის დროზე, სპეციალურ დაწესებულებებს მიაკითხავს ტუბერკულიოზი განკურნებადია.

,,პაციენტი თუ ყველაფერს დაიცავს რაც საჭიროა ყველა ვარიანტში ტუბერკულიოზი განკურნებად ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1085 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები