კვირა, 20.07.2025, 02:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

ასტრიდ ლინდგრენი – მწერალი ქალი, რომელმაც ჩვენს პლანეტაზე არაერთ ბავშვს გაულამაზა ცხოვრება, ასტრიდ ლინგდრენი, ადამიანი, რომელმაც კარლსონი, პეპი, ლიონბერგელი ემილი და სხვა დაუვიწყარი გმირები შექმნა... დღეს ამ შესანიშნავი შვედი ქალბატონის დაბადებიდან ზუსტად 103 წელი გახდა.

 

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი 107 წლის, 14 ნოემბერს დაიბადა. ფრუ ლინდგრენს ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნის და ფილმის სცენარი. მისი წიგნები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: "პეპი გრძელწინდა", "სახურავის ბინადარი კარლსონი" და სხვა საბავშვო წიგნები, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული სკანდინავიასა და ზოგადად ევროპაში იყო.

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1257 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

1782 წლის   27 ოქტომბერს, ანუ, მაშინ, როდესაც იტალიის ქალაქ გენუაში, იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი დაიბადა,იტალიაში კატასტროფული სიდუხჭირე სიფევდა, რამაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა დიდი იტალიელის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე.

ნიკოლო პაგანინი დაიბადა, ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა.

მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

ამის შემდეგ, ნიკოლომ სულ მალე მიაღწია წარმატებას და დღეს მისი შემოქმ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1114 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ცოტა ხნის წინ, გამოვიდა Bobby Mc Ferrin – ის უახლესი ალბომი – სახელწოდებით "VOCAbuLarieS". 2009 წელს Bobby-მ და Daniel Levitin- მა შექმნეს დოკუმენტური ფილმი, რომელმაც ჯილდოც მოიპოვა.

ფილმი ეფუძვნება ლევიტინის ყველაზე წარმატებულ წიგნს – "This Is Your Brain On Music"; ამავე წლის უფრო გვიანდელ პერიოდში კი წიგნიც და ფილმიც წარსდგა მსოფლიო მეცნიერების ფესტივალზე, სადაც ბობიმ ცოცხალი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ არის მუსიკა კოდირებული მოძრაობებში. მან ფაქტობრივად აამღერა მთელი დარბაზი საკუთარი მოძრაობების მიხედვით, რაც წიგნის შინაარს მოსდევს – მუსიკა არის რთული პროცესი ტვინში, რომელსაც შეესაბამება კონკრეტული მოძრაობა და ფერებიც კი.

2010 წელს, ერთწლიანი შრომის შედეგად, გამოიცა ზემოთხსენებული ალბომი ორაზროვანი დასახელებით – "VOCAbuLarieS", სადაც ბობიმ გააანალიზა მსოფლიოს მრავალი ენა და გამოიმუშავა ერთიანი, ექსკლუზიური ჟღერადობა. კატეგორიულად განსხვავებული ენების შეერთების შედეგად მიღებული "კაცობრიობის ჟღერადობა". დისკის შეძენა შესაძლებელია amazon.com-ზე 13 დოლარად; ამ ალბომში შესული სიმღერები youtube- ზეც მოიპოვება.


ალბომზე მუშაობაშო მონაწილეობა მიიღო მთელი მსოფლიოდან შეკრებილმა 50 შემსრულებელმა, რომელთაც 1400 მდე ჩანაწერი გააკეთეს ამ ალბომის პოლიფონიის შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1113 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი პროექტის "წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაცია” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას გულისხმობს.

"წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, 2011 წელს ეროვნული კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენაა დაგეგმილი.

პროექტის მიზანი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციების სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში გაერთიანებაა, რაც ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობისა და მნიშვნელობის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

"წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვან ექსპერტთა ჯგუფი - ჰელე ევანსი, ანიელ კერშაუი და ჯაკ სულთანიანი საქართველოს რამდენჯერმე ეწვევიან.

ექსპერტები დაზიანებულ ექსპონატებს გადაუდებელ ექსპერტიზას ჩაუტარებენ და მონაწილეობას ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1047 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც მთელს კონტინენტზე ძველი და ისტორიული ნივთების მოძიებითა და აღმოჩენით არიან დაკავებულნი, ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ძველ გალიურ ქალაქ ნანტში, ცნობილი იტალიელი (ფლორენციელი) მხატვრისა და მეცნიერის –  ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერის ფრაგმენტი იპოვეს. სხვათა შორის, მეცნიერების იგივე ჯგუფმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, და ვინჩის კუთვნილი სხვა ნივთებიც ნახეს.

ახლად აღმოჩენილი დოკუმენტი იმ კოლექციის ნაწილია, რომელიც ფრანგულ ქალაქ ნანტს, ცნობილმა მეცენატმა და ხელოვნების მოყვარულმა – პიერ ანტუან ლაბუშერმა უსახსოვრა.

 

ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა წერია აღორძინების ეპოქის მოღვაწის ხელნაწერში. ტექსტი სარკის ანარეკლის მიხედვით არის შექმნილი. თუმცა, აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერები ვარაუდებს უკვე ხმამაღლა გამოთქვამენ.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 06.02.2011

« 1 2 ... 41 42 43 44 45 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები