|
მთავარი » ახალი ამბები

საჭირო მასალა: 1 ბანანი, 1 ჭიქა მარწყვი, 250 მლ. რძე, 100 გ. ვანილის ნაყინი, 2 ს.კ. მარწყვის ლიქიორი
მომზადება: ბანანი, მარწყვი, რძე და ნაყინი დავაბლენდეროთ, გადავანაწილოთ ჭიქებში და ზემოდან მოვასხათ ლიქიორი.
|

ასომთავრული ანბანი, უკვე არაერთგზის ითქვა, ერთპიროვნული და ერთდროული აქტით არის შექმნილი.
ამაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს ასომთავრული ანბანის ერთიანი ხედვით აღბეჭდილი გრაფიკა, რომელსაც პიროვნული გენიის ბეჭედი აზის. აქ, ანბანის შემოქმედის, როგორც ხელოვანის, უძლიერესი მხატვრული ნიჭი ცხადდება. ასომთავრულის გრაფიკული სისტემის გეშტალტს განსაზღვრავს ერთი მხრივ, კვადრატის შიდაგეომეტრიული სტრუქტურა, ხოლო მეორე მხრივ, წმინდა ესთეტიკური თვალსაზრისით, სვასტიკისა და ბორჯღალის დინამიზმით აღბეჭდილი ფორმები, რაშიც ასონიშნების და მათი შემადგენელი ნაწილების მბრუნავი სიმეტრია ცნაურდება. ასე რომ, ბერძნული ანბანის საპირისპიროდ, რომელსაც მკაცრი სიმშვიდე და სტატიკურობა ახასიათებს, ქართული ასონიშნებისათვის დამახასიათებელია მოძრაობა და ბრუნვა, რითაც, ჩემი აზრით, ბერძნული ენის საპირისპიროდ, ქართული ზმნისთვის ნიშანდობლივი დინამიზმია გამოხატული. ყველაზე სრულად აქ ვლინდება ანბანის შემოქმედის ენობრივი ინტუიციის სიღრმე და ამიტომ შეუძლებელია ის ფესვეულად არ ყოფილიყო დაკავშირებული ენასთან. ფონოლოგიის დარგში ანბანის შემოქმედის ღრმა ბერძნულ განსწავლულობას აღნიშნავენ ივ. ჯავახიშვილი, ვ. ბოედერი, ს. მურავიოვი და თ. გამყრელიძე. ანბანის შემოქმედის მიერ კონსტრუირებული გრაფიკა ქართული ენის ფონოლოგიური ასპექტების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზის მეშვეობით არის ცხადყოფილი (მაგალითად, "ღან-£არ” ას
...
კითხვის გაგრძელება »
|

"თანამდევი სული" წიგნია ილიაზე და ილიას ეპოქაზე, მაგრამ არა მხოლოდ წარსულზე…
აქ არის მასალის სისრულე და ორიგინალური მიდგომა, ახალი ფაქტებიც კი…
ეს წიგნი საინტერესო იქნება უფროსკლასელისთვისაც, სტუდენტისთვისაც, პედაგოგისთვისაც, პოლიტიკოსისთვისაც - ყველა ქართველისთვის.
ამიტომაც არ შეშლიათ კომუნისტებს. 1927 წლის 12 სექტემბერს (ახალი სტილით ილიას მკვლელობის დღეს) ცენზურამ წიგნის პირველი ნაწილის ბეჭდვა აკრძალა.
ბატონმა ნოდარ გრიგალაშვილმა ამ დღეებში დაამთავრა წიგნი და ჩვენ ორშაბათიდან მის ბეჭდვას ვიწყებთ.
მკითხველი ყოველდღიურად გადასახლდება დიდი ილიას სამყაროში, მისთვის უფრო ხელშესახები გახდება ქვეყნის ჭირ-ვარამი და მის წინაშე ოდითგან მდგარი სბედისწერო და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ილიას ეპოქა და დღევანდელობა ხომ საოცრად ჰგავს ერთმანეთს.
საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან შეთქმულები, შეთქმულები მამულის სიყვარულში. ძნელბედობის ჟამს კი მთელი საქართველო შეთქმული იყო და იქნება.
აკი შეთქმულთა პროკლამაციით იწყება "თანამდევი სულიც".
|

საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ყოველი ხელნაწერი უნიკალურია, რადგან გარკვეული ისტორიული და კულტურული გარემოს პროდუქტია.
უნიკალურია იმითაც, რომ აქვს ბედი შექმნისა და ჩვენს დრომდე მოღწევის სხვებისგან განსხვავებული ისტორია. ბევრი ხელნაწერი ჩვენამდე დაზიანებული და ნაკლული სახითაა მოღწეული, რაც მიგვანიშნებს იმ ქარტეხილებზე, რაც მათ თავს გადახდომიათ საუკუნეთა მანძილზე. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასეთი არაერთი ხელნაწერია დაცული. დღეს ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ. ეს არის "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, რომელიც "ზაზასეული" ხელნაწერის სახელით არის ცნობილი.
შესანიშნავი ხელნაწერი მნიშვნელოვანია არამარტო შედგენილობით, არამედ შემკულობითაც. მისი კოდიკოლოგიური დახასიათება ასეთია: პოემის ტექსტი ნაწერია სპარსულ ქაღალდზე და ჩასმულია ოთკუთხა ფერადოვან ჩარჩოში. აშიები სხვა ხელნაწერებიდან ჩანს გადმოტანილი და ფურცლებზე შემოწებებული, მოხატული ოქროთი დაფერილი ყვავილოვანი გრავიურებით. სათაურიანი ფურცელი განსხვავებულადაა გაფორმებული: მთელი არე, რომელზეც ტექსტია დაწერილი, დაფარულია წვრილყვავილოვანი ორნამენტებით. ზედა ნაწილზე დაზიანებული თავსამკაულია, შესრულებული სპარსულ სტილში. პირველი 5 ფურცელი პოემისა ძალზე დაზიანებულია. ხელნაწერი ნაკლული სახითაა მოღწეული - 212 ფურცლიდან 190-ია შემორჩენილი. ვარაუდობენ, რო
...
კითხვის გაგრძელება »
|

დააჯილდოეს პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები
როგორ ჟღერს ქართულად ელიზაბეტ ბიშოპის, ტედ ჰიუზის ან ფორუყ ფაროხზადის ლექსები - ამის ნახვა, წაკითხვა და შეფასება უკვე შეგიძლიათ გამომცემლობა "დიოგენეს" ახალ კრებულში, რომელიც ამავე გამომცემლობის მიერ ჩატარებული პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის საუკეთესო თარგმანებით შედგა. ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გამარჯვებულები გუშინ, წიგნის საერთაშორისო დღეს დააჯილდოეს. პირველი კონკურსის გამარჯვებული სამი მთარგმნელია - ანა კოპალიანი, მანანა მათიაშვილი და ლელა სამნიაშვილი.
პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი "დიოგენემ" იანვარში გამოაცხადა. კონკურსის პირობების თანახმად მასში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ნებისმიერი უცხო ენიდან ქართულად მთარგმნელს შეეძლო. ზოგადად კონკურსი კი მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობას და ამ საქმიანობის პოპულარიზაციას ითვალისწინებდა. კონკურსანტთა ნამუშევრებს გიორგი ეკიზაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ზვიად რატიანი, ხათუნა ცხადაძე, ანა ჭაბაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ნიკა ჯორჯანელი აფასებდნენ. სწორედ მათ გამოავლინეს სამეული, რომლებმაც ჯილდოს სახით 1000-1000 ლარი მიიღეს. მთლიანობაში საკონკურსოდ 31 ავტორის განაცხადი შევიდა, თუმცა კრებულში მოხვედრის პატივი მხოლოდ თორმეტი მათგანის ნამუშევრებს ხვდა წილად.
როგორც ალბათ მოსალოდნელი იყო,
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 44 45 46 47 48 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|