|
მთავარი » ახალი ამბები
ოსი სეპარატისტები აფხაზი სეპარატისტების მსგავსად "ტურისტულ სეზონს" ხსნიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ხვალიდან, 15 ივნისიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტურისტული სეზონი იხსნება.
"პირველი მარშრუტი კელის ტბის მონახულება იქნება, მეორე კელის პლატოზე ასვლა. მარშრუტი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაიწყება", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ტურიზმის სამმართველო.
ცხინვალში ფრანგული საესტრადო ჯგუფი კონცერტს მართავს. სური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი " La Disquette" ჩავიდა. "იტალიელი კინემატოგრაფისტების შემდეგ სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი ჩამოვიდა", _ იუწყება ოსური მედია.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ცხინვალში "რუსეთის დღისადმი" მიძღვნილ კონცენტრში მიიღებს მონაწილეობას.
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ეს კონცერტი ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.
|

დღეს, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოების და მათ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს დააყენებს. ასევე ქართული მხარე რამდენიმე დღის წინ გალის სოფლებში აფხაზი ბოევიკების მიერ ქართველებისთვის საცხოვრებელი სახლების გადაწვის გამოძიებას მოითოვს.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტრადიციულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი წარმოადგენს.
გალში შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.
|

პარიზი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. 4 ივნისს, პიერ კარდენის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო "ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი" გაიმართა. საღამოში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი და ხალხური სიმღერის ანსამბლი "ლაშარი"; ნაჩვენები იყო კოლაჟი მე-20 საუკუნის ქართული კინოებიდან. საგამოფენო დარბაზში კი, გამოფენა "ქართული კინო და თეატრი" გაიხსნა. ექსპოზიციაზე მიწვეულნი იყვნენ საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები. სტუმრებს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მასპინძლობდა.
|

15-18 ივლისს, ბათუმში მეოთხე Black Sea Jazz Festival- ი გაიმართება. ბათუმს ვარსკვლავები ესტუმრებიან - მაიკ სტერნის ბენდი და რენდი ბრეკერი, როი ჰარგროუს კვინტეტი, ერ ეიჩ ფექტორი, ბრენდ ნიუ ჰევის, ასტროჯორჯია, ჰიუ მასეკელა და მისი ბენდი, ნიმო, გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილი. ფესტივალის ორგანიზატორია "ისთერნპრომოუშენი", მხარდამჭერი - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. ფესტივალს უმასპინძლებს "ბათუმის ტენისის კლუბი". ყველა კონცერტის შემდეგ, სასტუმრო "შერატონში" ჯემსეიშენი გაიმართება.
|

საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
"ეს პროცესი ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. დოლარის პოზიციები საკმაოდ მყარდება, რაც ძირითადად ევროს პოზიციების დათმობას უკავშირდება. ევროპაში სასესხო კრიზისია და საბერძნეთი ამ კრიზისში უკვე შეყვანილია, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანას სასესხო კრიზისის რისკები აქვთ. შესაბამისად ევრომ თავისი პოზიციები საკმაოდ დასთმო, რამაც დოლარის გამყარება გამოიწვია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, აღნიშნულის გამო მსოფლიო ვალუტებისგან ლარი გამონაკლისი არ არის და დოლარის გამყარებაზე შესაბამისად რეაგირებს.
"რაც შეეხება ფასების ზრდას ჩვენ არ ველოდებით. დოლარის კურსი გამყარება ფასების ზრდას არ უკავშირდება. ინფლაცია დამოკიდებული ჭარბი ფულის მასაზე და არა კურსის სხვაობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
|
« 1 2 ... 43 44 45 46 47 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|