|
მთავარი » ახალი ამბები
დიპლომატის რჩევები აშშ-ს
"ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კურტ ვოლკერი წერს, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე ამერიკამ მკაცრად უნდა შეახსენოს რუსეთს, არ დაუშვას ევროპაში საზღვრების ძალადობით ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპერტის აზრით, დასავლელი ლიდერების ოლიმპიადაზე ჩასვლა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტობრივ თანხმობად აღიქმება.
ვოლკერი წერს, რომ ოლიმპიური შეჯიბრი ჩატარდება რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთიდან - ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ძალის გამოყენებით ჩამოაშორეს.
დიპლომატმა იმის საშიშროებაზე მიუთითა, რომ 2014 წელს სოჭში დასავლეთის წარმომადგენლებს დახვდებათ რუსეთსა და აფხაზეთს შორის რეგულარული სასაზღვრო რეჟიმი, საქართველოს სუვერენიტეტის აღნიშვნის გარეშე.
სტატიაში ექსპერტი ამერიკას სთავაზობს ოთხი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმას, რათა 2014 წელს სოჭის ოლიამპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება არ მოუწიოთ. პირველ რიგში, ვაშინგტონმა უნდა მოილაპარაკოს ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა შეთანხმდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების ერთიან პოლიტიკაზე. გარდა ამისა, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი ტიპის სადავო ტერიტორიის აღიარებაზე, ასევე იმ დოკუმენტების ცნობაზე, რომ
...
კითხვის გაგრძელება »
|

გაგამარუს (მარცხნივ) მესამედ უწევს მაკუჩიში ასპარეზობა
ტოკიოს მაისის ბაშოზე მაკუჩი დივიზიონის ქართველ ბინადრებს რთული პერიოდი დაუდგათ. კოკაიმ რვა ბრძოლა წააგო.
ის ბაშოს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს და რეიტინგშიც დაქვეითდება. ტოჩინოშინმა კარგი სტარტი აიღო და ტურნირის პირველ ნაწილში ოთხი ოძეკი დაამარცხა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ასეთი სტარტის შემდეგ გულშემატკივარი მისგან უფრო მეტს ელოდა, მაგრამ მან უკვე ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო. გუშინ ლევანმა საერთო ჯამში მეხუთე მარცხი იგემა. მართალია, გორგაძეს ჯერ კიდევ აქვს ბაშოს დადებითი ბალანსით დამთავრების შანსი, მაგრამ ბოლო ორი მარცხი შეშფოთების საფუძველს იძლევა.
გამოცდილი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ ასპარეზობს ძუროს დივიზიონის პირველ საფეხურზე მყოფი თეიმურაზ ჯუღელი, რომელსაც ათი დღის შემდეგ შვიდი გამარჯვება აქვს და, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მომდევნო - ივლისის ბაშოს გაგამარუ მაკუჩი დივიზიონში გამართავს.
გუშინ დილით გაგამარუმ პრინციპული შერკინება მოიგო. ქართველის მეტოქე იყო ძუროს დივიზიონის მერვე საფეხურზე მყოფი დაიდო, რომელსაც გუშინდლამდე 8 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა. ჯუღელმა ბაშოს მოგებისთვის მებრძოლი მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მაკუჩი დივიზიონს.
კოკაი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა კაკურუსთან, ტოჩინოშინი კი
...
კითხვის გაგრძელება »
|

მუშა მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე "დიდი ბამბუკის" ინსტალაციის აწყობაში მონაწ
ნიუ იორკი - ამას წინათ, ერთ ზაფხულივით თბილ დილას მოკლესახელოებიან სპორტულ მაისურებში ჩაცმული კაცები და საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალები მაიკლ ჯექსონის, ლედ ზეპელინისა და ჯიმი ჰენდრიქსის ხმამაღალი მუსიკის ქვეშ გულმოდგინედ მუშაობდნენ.
ზოგი მათგანი ბაგირზე მოსიარულე აკრობატივით ჰორიზონტალურად გადებულ ბოძებზე ფეხშიშველა დადიოდა და წონასწორობას მარჯვედ ინარჩუნებდა. სხვები ვერტიკალურ ბოძებზე დაძვრებოდნენ მაიმუნებივით და გადაკვეთის ადგილებს ნეილონის ფერადი თოკებით ამაგრებდნენ. ისეთებიც იყვნენ, ვინც მიწაზე ინდიელების ვიგვამების მსგავს ნაგებობებს აწყობდა.
არ გეგონოთ, რომ აქ ცირკის შაპიტოს აგებაა აღწერილი. ეს მოქმედება მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმის სახურავზე ხდებოდა მხატვრების ხელმძღვანელობითა და ათიოდე ალპინისტის შესრულებით. მათი მიზანი სახურავიდან დაახლოებით რვა მეტრის სიმაღლეზე ლაბირინთის მსგავსი ბამბუკის ჯუნგლების შექმნა იყო. ამ მუზეუმში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ხანისა და კულტურის მცენარეები ჰარმონიულ სიმშვიდეში წყნარად თანაარსებობენ. ამ ფონზე ინსტალაცია სახელწოდებით "დიდი ბამბუკი: ვერ გაჩერდები, არ ჩერდები და არც გაჩერდები" შემაშფოთებელ შთაბეჭდილებას ახდენს. იქ, სადაც ერთ დროს ქალაქისა და ცენტრალური პარკის მ
...
კითხვის გაგრძელება »
|

პრეზიდენტი ობამა კომპანია JP Morgan Chase აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმი დაიმონს (Jamie Dimon) ესალმება, 2009 წლის მარ
ამას წინათ, პრეზიდენტ ობამას პრეს-მდივანი ზედიზედ მეორედ დაგვპირდა, რომ ადმინისტრაცია კომპანიას "BP" "ბოლომდე მიაწვებოდა", რათა ამ უკანასკნელს მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის პრობლემა მოეგვარებინა.
სულ რამდენიმე საათის შემდეგ კი, თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე, პრეზიდენტი ბიზნეს საბჭოს წევრებს მასპინძლობდა. კორპორატიულ კლუბში შემავალ კომპანიებს შორის იყო "BP".
მსგავსი წინააღმდეგობრივი ქმედებები მისტერ ობამას პრეზიდენტობის სიმბოლოდ იქცა.
რადგანაც პრეზიდენტის მმართველობა გაჭიანურებულ ეკონომიკურ კრიზისს დაემთხვა, ის ცდილობს წონასწორობა დაიცვას. ერთის მხრივ, ობამა ხშირად გამოხატავს პატივისცემას თავისუფალ ბაზარისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალის მქონე მსხვილი ბიზნესისადმი. მეორე მხრივ, მან რეაგირება უნდა მოახდინოს იმ გაბრაზებული მემარჯვენე და მემარცხენე ამომრჩევლების პოპულისტურ განწყობაზე, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კორპორატიულ ამერიკას (იქნება ეს ბანკები, შახტების მფლობელები თუ ნავთობკომპანიები) მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებს.
ჟონგლიორობამ, რომელსაც მისტერ ობამა თანამდებობის დაკავების დღიდან ეწევა, შედეგად გამოიღო ცვალებადობა და ხშირად არათანმიმდევრულობაც მის რიტორიკასა თუ პოლიტიკაში. მაგალითად, მან დაგმო "უოლ-სტრიტის სიხარბე" , თუმცა, იმავდროულა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ექსპერტები პოლონელთა დახოცვის ამსახველი ვიდეომასალის ნამდვილობას ადასტურებენ
მსხვილმა პოლონურმა გამოცემამ "სმოლენსკი 2010"-მა, რომელიც 2010 წლის 10 აპრილს კატინის მახლობლად მომხდარ ტრაგედიას იძიებს, გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი წერილი, რომლის ავტორია ესტონეთის ადამიანის უფლებათა ინსიტიტუტის ერთ-ერთი მმართველი ვალერი კალაბუგინი. კალაბუგინი მონაწილეობდა იმ სამოყვარულო ვიდეოს შესწავლაში, რომელიც 16 აპრილს კიევში მოკლულმა ანდრეი მენდერეიმ გადაიღო.
პოლონური საზოგადოების ნაწილის აზრით, მენდერეი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს.
წერილის ავტორის თქმით, ვიდეოს ნამდვილობას, პირველ რიგში, ის ადასტურებს, რომ როგორც რუსეთის, ასევე პოლონეთის ხელისუფლებები მის სრულ იგნორირებას ცდილობენ. ვიდეოჩანაწერი ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში, ისიც რუსულ არხზე და დამახინჯებული ფორმით. გარდა ამისა, კალაბუგინის თქმით, იმის დასამტკიცებლად, მართლაც ისმოდა თუ არა ამ ვიდეოჩანაწერში "არ დაგვხოცოთ" და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები, ვარშავაში ერთ-ერთ რადიო-სტუდიაში სპეციალისტებმა მაღალი დონის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შემდეგაც ხმების მოსმენა შესაძლებელი გახდა. ამან კი თავის მხრივ დაადასტურა, რომ ინტერნერტში მოხვედრილ ვიდეომასალაზე დატანილი სკრიპტები სიმართლეა.
ვიდე
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 45 46 47 48 49 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|