|
მთავარი » ახალი ამბები

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საფრანგეთი ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი კვლავ შეასრულოს.
"საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარკოზი და სააკაშვილი არ შეხვედრიან. ამასთან, რომ საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადების ინიციატივით გამოდის ძალიან მნიშვნელოვანია.
"სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტი მით უმეტეს, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რამდენიმე დღეში პარიზში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ელოდებიან. ასევე მისასალმებელია, რომ საფრანგეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს, მეორე მხრივ, ჩვენ ფრანგული მხარისგან ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა მიიღო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ევროკავშირი და საფრანგეთი რუსეთზე დიპლომატიურ ზეწოლას 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების მოთხოვნით გააქტიურებს.
|

გაეროს უშიშროების საბჭო ყირგიზეთში დაპირისპირებულ მხარეებს უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ასევე, საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის საფრთხის გამო.
"გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნისა და სხვა რეგიონული ორგანიზაციების ძალისხმევას ყირგიზეთში ვითარების სტაბილიზირებისთვის. საბჭოს წევრები გმობენ იქ მომხდარ ძალადობას და მიუთითებენ ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფო მიწოდების აუცილებლობისაკენ. უშიშროების საბჭო დაპირისპირებულ მხარეებს უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს. უშიშროების საბჭო აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ კრიზისის ინტერნაციონალიზაციის საფრთხის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
|

"ჩვენ ყველას ძალიან გვინდა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წარმოადგენდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე მეჩვენება, რომ რუსეთი დიდი ცვლილებების ფაზაში იმყოფება და შეიძლება ეს ყველაფერი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შემობრუნდეს. ჩვენ ყველას გავინდა, რომ დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წამოადგენდეს. განსაკუთრებით ეს მე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, როცა უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, თუმცა რეალური ძალაუფლება არ გაჩნიათ.
"რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს. ან ფედერალური სისტემა თვითონ მიდის ლიბერალიზაციამდე და დემოკრატიზაციამდე, ან ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება", -აღნიშნა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საქართველოს ინტერესებში რუსეთის მტრად ყოლა არ შედის.
"ჩვენ არც სულელები ვართ და არც თვითმკვლელები", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთთან დიდი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთში ყველაზე გამოჩენილი მწერლები, მომღერლები და ექიმები წამოშობით სწორედ ქართველები არიან.
|

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ ფრანგული კომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე გაკეთებული განცხადება შიდა მოხმარებისთვისაა.
"ეს განცხადება გაკეთებულია შიდა მოხმარებისთვის, რადგან რუსული მხრიდან სანქციები შემოღება ნიშნავს, რომ არ ფრანგული კომპანიისგან მაგალითად ვერტმფრენები არ უნდა იყიდოს, ხოდა ნუ იყიდის. რაც შეეხება რუსული მხარის ასეთ გაღიზიანებას, ეს გამოიწვია იმან, რომ მათ ჰგონიათ, რომ საქართველო დაპყრობილია, დაჩოქებულია და უფლება არ აქვს საკუთარ სუვერენიტეტზე საერთოდ ილაპარაკოს და უფლება არ აქვს ისუნთქოს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.
მისვე შეფასებით, ამის გათვალისწინებით კი რუსული კომპანიების რეაქციები გასაკვირი არ არის რადგან აღმოაჩინეს, რომ საქართველო ცოცხალია და ვეტმფრენებსაც ყიდულობს.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ფრანგული კომპანია "ევროკოპტერსგან" ორი ვერტმფრენი იყიდა, რამაც რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია.
როგორც რუსეთის ფედერაციის მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის ხელმღვანელმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, საქართველოსთვის ვეტმფრენების მიყიდვის გამო შესაძლოა ფრანგულ კომპანიას რუსულმა მხარემ სანქციები დაუწესოს.
|

ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოშსა და ჯალალ-აბადში მომხდარი ეთნიკური წმენდა ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ მომხდარი ეთნოწმენდის გაგრძელებაა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე. ექპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან საუბარი "ჯი-ეიჩ-ენმა" სწორედ ამ განცხადების ანალიზით დაიწყო. არეშიძემ, ყირგიზეთის გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და იქიდან მომდინარე საფრთხეებზედაც ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ, იმ ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა, რომელიც ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ განახორციელეს და ორივე შემთხვევაში რუსეთის ბრალეულობა იკვეთება. რამდენად არის მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის?
_ მთლად მსგავსებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს არის კლასიკა: როდესაც რუსეთს უნდა თავისი მდგომარეობის განმტკიცება, აუცილებლად იყენებს ძველ ხერხს, რომელიც 90-იანი წლებიდან აქვს აპრობირებული. ეს არის ეთნოკონფლიქტი. ქმნის ქვეყანაში ქაოსს და ამ ქაოსის შემდეგ გვევლინება შუამავლად და სიტუაციის მასტაბილიზებელ ფაქტორად. ეს ფორმულა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თუ იაკობაშვილმა იგულისხმა 90-იანი წლების დას
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|