|
მთავარი » ახალი ამბები
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის მე-17 შეხვედრა გუშინ გალში გაიმართა.
მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კვლავ წამოწიეს გასულ წელს დაკავებული თურქული გემის და მისი ტვირთის დაბრუნების საკითხი.
ამასთან, ისინი აპროტესტებენ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი საქართველოს მიმართვას აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის არდაშვების შესახებ. რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნებს, ამის შესახებ "24 საათს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია: "ჩვენ, პირველ რიგში, რუსების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები დავაყენეთ. კერძოდ, აპრილში რუსებმა ვერტმფრენითა და სანაპირო დაცვის კატერებით გამყოფი ხაზი გადმოკვეთეს. გარდა ამისა, გალის რაიონში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე გავამახვილეთ ყურადღება და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა მოვითხოვეთ.” ამავე დროს, ქართული მხარე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას და ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმას აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ გალში მიმდინარე შეხვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ. 
საქართველოს საარჩევნო კოდექსში გასულ წელს შესული ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგის შესაძლებლობა მიეცათ.
პროცესი თებერვალში დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდა.
სიის მონიტორინგი თორმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ განახორციელა, რომლებსაც ამ საქმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოეყოთ.
მოგვიანებით მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ერთიანი საქართველოსთვის" და მასზე გაცემული 100 000 ლარი დააბრუნა. შემდგომ ეს თანხა ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა, რომლებმაც აღნიშნული თანხის მიღების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.
საარჩევნო სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია კი გუშინ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
როგორც ცესკო-ში განმარტეს, 1 თებერვლის მდგომარეობით, სიაში 3,587,425 ამომრჩეველი იყო. საბოლოოდ, არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობამ 3,544,770 შეადგინა.
ცესკო-ს განმარტებით, სიების შედგენისას გათვალისწინებული იყო მონიტორინგის დროს ოპოზიციური პარტიების მიერ აღმოჩენილი ყველა უზუსტობა.
მათივე თქმით, სიებში ცდომილება, შესაძლოა, ერთი პროცენტი იყოს და ისიც გადამისამართების მიზეზით. "საარჩევნო სიების გაუმჯობესები
...
კითხვის გაგრძელება »
|

ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. ცნობა იმის შესახებ, რომ პენტაგონმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში სადაზვერვო მუშაობა გააძლიერა, ისრაელმა აღიქვა, როგორც ამერიკის მზადება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.
ცოტა ხნის წინათ, "ნიუ იორკ თაიმსში" დაბეჭდილ სტატიაში საუბარი იყო დევიდ პეტრეუსის იმ საიდუმლო დირექტივის დეტალებზე, რომელსაც გენერალმა გასული წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.
დირექტივა გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში სპეცჯარების გაგზავნის უფლებას და სადაზვერვო საქმიანობის წარმოებას, ასევე - ადგილობრივ ოპოზიციურ ჯგუფებთან კონტაქტების დამყარებას. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ "საზოგადოებამ პირველად იხილა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის მზადების რეალური მტკიცებულება".
ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "თეირანმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად გადაწყვიტა, წინ აღუდგეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას."
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის კანცელარიის მეთაური რამ ემანუელი, რომელიც ისრაელში კერძო ვიზიტით იმყოფება, ოთხშაბათს იერუსალიმში ბენამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და მას ბარაკ ობამასგან ვაშინგტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სოხუმის ხელისუფლებამ რუსული ფულის გახარჯვის კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.
აფხაზური ოპოზიცია ბაგაფშის მთავრობას ეკონომიკურ სიბეცეში ადანაშაულებს და პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. "ეკონომიკის მინისტრმა" კრისტინა ოზგანმა აფხაზური საზოგადოება დაამშვიდა: "ამ გეგმამ ოთხჯერ მოიარა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დათანხმდნენ 11 მილიარდი რუბლის გახარჯვის სქემას."
"2010-2012 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის" თანახმად, კრემლის ფინანსური საჩუქარი, პირველ რიგში, სტრატეგიული ხასიათის საკითხების მოსაგვარებლად დაიხარჯება. "აფსნი-პრესის" ინფორმაციით, სწორედ ასეთი მნიშვნელობის არის გაგრის შემოვლითი საავტომობილო გზა ორი გვირაბით და 85 კმ საავტომობილო გზა სოხუმიდან გალამდე, რომლებზეც მიმდინარე წელს შესაბამისად 490 და 500 მილიონი რუბლი დაიხარჯება; 400 მილიონ რუბლად შეიძენენ 130 ავტობუსს, რომელთაგანაც 100 ავტობუსი მოსახლეობას მოემსახურება, ხოლო 30 - ტურისტებს. ამავე წელს უნდა დასრულდეს ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ძველი საფეხმავლო ხიდის შეკეთება და ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რამაც ამ პუნქტის გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. დიდი რესურსი ჩაიდება სოხუმისა და სხვა რაიონული ცენტრების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის აღდგენაზე. ამ მიმართულებთ მთლიანობაში 1,5 მილიარდი
...
კითხვის გაგრძელება »
|

გამოვიდა ეკა ქევანიშვილისა და ნინო თარხნიშვილის ახალი წიგნები
როდესაც პირველი, ერთად შეკრული წიგნები გამოუშვეს, ბევრს ქევანა ამელი ეგონა, ამელი - ქევანა, იმიტომ, რომ ქევანა და ამელი სულ ერთად არიან, ერთად მუშაობენ, ხელში ერთნაირი მიკროფონები უჭირავთ, მათი შვილები ერთად თამაშობენ და ერთად იზრდებიან. ერთად იზრდებიან ქევანა და ამელიც - წიგნიდან წიგნამდე, მათი რაოდენობა უკვე ორია, ცალ-ცალკე ყდა და სათაური აქვთ: ეკა ქევანიშვილის "აქ ნუ დადგებით" და ნინო თარხნიშვილის "სათაური 37-ე გვერდზე". ...ეს სტატია გაზეთის მე-7 გვერდზეა დაბეჭდილი, ხოლო მის წასაკითხად სადაც გინდათ, იქ დადექით.
პირველ, პრემია "საბას" ნომინანტ წიგნსაც ორი სათაური ჰქონდა - ქევანას "ჭორია" და ამელის "ქალთარაფერა". ქევანასი ლექსები იყო, ამელის - მინიატურები. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა, ახალი ტექსტები დაუგროვდათ და ნელ-ნელა ერთმანეთსაც დასცილდნენ, თუმცა საერთო მაინც ბევრი დარჩა: გამომცემლობა ("დიოგენე"), ყდის დიზაინი (გურამ წიბახაშვილი) და პრეზენტაცია (ეკას ღვინით და ნინოს ნამცხვრებით). ახლა კი განსხვავებებზე: ეკა ქევანიშვილი ლექსებს წერს, თანაც, როგორც თავად ამბობს, დოკუმენტურს, მიწაზე მყარად დგას, თუმცა მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც პოეტებს ეკუთვნით. აი, ნინო თარხნიშვილის პროზა კი სულ სხვაგანაა და მგონი, ნინოც სულ ცოტათი სხვაგანაა, რადგან წერს იმაზე, რაც სხვებს ალბათ მხოლოდ ესიზმრებათ, წერს გამოგონილი სახელების მქონე ადამიანებზე და შესაძლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 47 48 49 50 51 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« აგვისტო 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|