|
მთავარი » ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ორგანიზებით, სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში~, თბილისის მერობის კანდიდატებთან სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს” "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები განიხილება.
მერობის კანდიდატები სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხებენ. შეხვედრაზე მიწვეულები არიან გიგი უგულავა, ირაკლი ალასანია, გიორგი ჭანტურია და გოგი თოფაძე. უცხოელი ექსპერტების მოთხოვნით, შეხვედრა მხოლოდ 4 კანდიდატთან უნდა შემდგარიყო. აღნიშნული 4 კანდიდატი კი სტუდენტების გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა. ღონისძიება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით”, ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო”.
|

ფონდი ”იავნანა” ხვალ გრანდიოზულ საქველმოქმედო აქციას თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. როგორც ”ინტერპერესნიუსს” ”ფონდიდან აცნობეს, საღამო ყველაზე მეტად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გააერთიანებს, რადგან სცენა მათ საყვარელ შემსრულებლებს – ~მგზავრებს~, ~ფრანს~, ნიაზ დიასამიძეს, სალომე კორკოტაშვილს, ~ნიკოლშოუს~ და სუხიშვილების `ასსა ფართის” დაეთმობა. 2008 წლის სექტემბერში `იავნანამ” სპორტის სასახლეში აგვისტოს ომის შედეგად დაობლებული ბავშვებისთვის მიძღვნილ აქციაზე 11 ათასი ადამიანი შეკრიბა და ომში დაღუპულთა პატივსაცემად ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის ~რექვიემი~ შესრულდა.
~ვფიქრობთ, 24 მაისის აქციაც ძალზე შთამბეჭდავი გამოვა. მაყურებელს ~ყველაზე მაგარი საღამო” ელის. ფონდის დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ ეს დღე ჯინსების დღედ გამოაცხადა, პაატა ბურჭულაძე თავადაც მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. ეს აქცია კიდევ იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიკეთის გამო გაერთიანებული ახალგაზდების დასალოცად, 24 მაისს სპორტის სასახლეში, კონცერტის მსვლელობისას მობრძანდება და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვან ამბავს ამცნო
...
კითხვის გაგრძელება »
|

კანის კინოფესტივალზე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის ახალი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "შანტრაპა" (ფრანგულად – არ იმღერებს) პრემიერა გაიმართა.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოა, რომელი 1970-იანი წლების თბილისში კინოს გადაღებას იწყებს, თუმცა პარტიის ზეწოლის გამო ფილმის დასრულებას ვერ ახერხებს. ნიკო ფილმის დასამთავრებლად საფრანგეთში მიდის, თუმცა ფრანგ პროდიუსერებსაც თავისი მოსაზერებები აქვთ მასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ნიკო ქალთევზას ხვდება.
ოთარ იოსელიანი ამბობს, რომ მისი ახალი ფილმი ზღაპარია და არა ავტობიოგრაფიული სურათი. ფილმის გმირის ცხოვრება კი განსხვავდება მისი ცხოვრებისგან როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. ოთარ იოსელიანი საფრანგეთში საცხოვრებლად 1982 წელს გადავიდა.
|

რომში გამართულ გამოფენაზე საზოგადოებას მიქელანჯელოს უცნობი ნამუშევარი წარუდგინეს, - იტყობინება ANSA. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ქარიშხლის ღმერთის ეოლის გამომსახველი ბარელიეფი წინათ აღორძინების პერიოდის მოღვაწის ნამუშევრად მიიჩვეოდა, მისი ავტორის ვინაობა არც ისე დიდი ხნის წინ დადგინდა.
კვლევას ხელოვნებათმცოდნე სტეფანო პანეკუჩია აწარმოებდა. ის რომთან ახლოს ქალაქ კაპრანიკა-პრენესტინაში მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის არქივებში მუშაობდა. ბარელიეფი სწორედ ამ ტაძრის არქივებში ინახებოდა.
პანეკუჩიამ დეტალურად შეისწავლა გამოჩენილი სასულიერო პირების ვიზიტების ამსახველი XIV საუკუნის ხელნაწერები. ყოველ ამგვარ პროტოკოლს თან ახლდა საეკლესიო ქონების დეტალური აღწერა. ხელოვნებათმცოდნემ აღმოაჩინა, რომ ბარელიეფი თავიდანვე მოხსენიებული იყო, როგორც მიქელანჯელოს ნამუშევარი.
ნამუშევარი 1520 წელს ტაძარში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს შეიქმნა. როგორც მკვლევარმა დაადგინა, მიქელანჯელო ნამდვილად მონაწილეობდა ამ სარესტავრაციო სამუშაოებში.
გამოფენა რომში 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
|

Apple-ის მორიგ საპატენტო განაცხადში, რომელიც სათაურით - Seamlessly Embedded Heart Rate Monitor - აშშ-ის სავაჭრო ნიშნების საპატენტო ბიურომ ახლახანს გამოაქვეყნა, მომხმარებლის ამოცნობის ახალი მეთოდია აღწერილი.
ახალი ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ iPhone-ის კორპუსში სპეციალური სენსორი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლის გულის რითმს დააფიქსირებს. ამ ბიომეტრული მონაცემების დახმარებით კი iPhone-ის მფლობელის იდენტიფიკაცია იქნება შესაძლებელი. ანუ, თუ iPhone უცხო ადამიანს ”იგრძნობს”, უბრალოდ, აღარ ჩაირთვება, იტყობინება Ferra.ru.
ამგვარად iPhone-ში შენახული ინფორმაციაც უფრო მეტად იქნება დაცული. თუ ეს მეთოდი პრაქტიკულად განხორციელდება, უკვე აღარ იქნება საჭირო ძნელად დასამახსოვრებელი პაროლის მოფიქრება, რომელთა ”გატეხვა” არც ისე რთულია.
მსგავსი ტექნოლოგიის შესაქმნელად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე საკმაოდ საიმედო სენსორების შექმნა იქნება საჭირო, რაც ახლო მომავლის საკითხია.
|
« 1 2 ... 49 50 51 52 53 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« აგვისტო 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|