|
|
მთავარი » ახალი ამბები

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - შედეგები და სამომავლო სტრატეგია
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სახელმწიფოს უფლობემოსილ წარმომადგენელთან საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ფონდში, დავით ნინიძესთან.
- თბილისის მერია ძველი თბილისის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე მუშაობს. რა გაკეთდა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პროგრამის ფარგლებში და რას გულისხმობს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების სამომავლო სტრატეგია?
- პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" თბილისის მერიის სტრატეგიული მიმართულებაა. ამ სტრატეგიის მთავარი და ამოსავალი პრინციპი ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტორული იერსახის შენარჩუნება და მოსახლეობის ჯანსაღი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ორი ასპექტის ჰარმონიზაციაა - ისტორიული ქვებისა და ცოცხალი ადამიანების ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა განვიხილოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ძველი თბილისი ცოცხალი ქალაქი. ამიტომ, "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში" ძველთან ერთად ახალზეცაა საუბარი.
ეს ფართომასშტაბიანი პროგრამა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: პირველი კომპონენტის მიზანია ძველი თბილისის ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მისი განვითარება, რაც გულისხმობს ამ უნიკალური ფასეულობების შენარჩუნების, პარალელურად ძველი ქალაქის მოსახლეობის უკეთესი, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზ
...
კითხვის გაგრძელება »
|

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეული გემის ჩაძირვაზე მსოფლიოს რეაქცია მწვავე უნდა იყოს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა "ჩჰონანის" ჩაძირვას, რამაც 46 ადამიანი შეიწირა, "უგუნური პროვოკაცია" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ ამჟამად ჩრდილოეთ კორეის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს.
"ჩვენ აგრესიასა და პროვოკაციებზე თვალს ვერ დავხუჭავთ. სამხრეთ კორეელ ჟურნალისტებს მივმართავ: ამ რთულ მომენტში ჩვენ მხარს დაგიჭერთ, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით," - განაცხადა კლინტონმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება სამხრეთული ხომალდის ჩაძირვაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და ახალი ზომების მიღების შემთხვევაში საპასუხო დარტყმით იმუქრება. სეულის განცხადებით, ისინი ამჟამად 4 ჩრდილოეთ კორეულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, რომლებიც რადარებიდან მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც კვირის დასაწყისში ბაზა დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია 4 სამასტონიან სუბმარინზე.
ჰილარი კლინტონმა სეული სულ რამდენიმე საათით, თავისი აზიური ტურნეს ფარგლებში მოინახულა. მანამდე იგი რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ჩინეთის ხელისუფლებასთან განიხილავდა.
ჩინეთი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ძველი მოკავშირეა, ჩვეულებრივ, ფხენიანის კრიტიკისგან თავს იკავებს. ამავე დროს ის ერთ-ერთია გაერო-ს უშიშრო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის - ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩა ახალ ბულვარში გაიხსნა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - იაცეკ მიხაილოვსკი, მარია კაჩინსკას ძმა - კონრად მაცკევიჩი და ლეხ და მარია კაჩინსკების სიძე - მარჩინ დუბინეცკი ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამით პატივს მიაგებს პოლონეთის გარდაცვლილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში ქართველების გვერდით იდგა. ახალ ბულვარში, ერთ-ერთი ქუჩისთვის, კაჩინსკების სახელის მინიჭების გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 30 აპრილის სხდომაზე მიიღო.
|

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 მაისის არჩევნებისთვის სტამბებში ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყო. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ცესკო-ს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განუცხადა, დაიბეჭდება 4 სახის ბიულეტენი, კერძოდ, მაჟორიტარული, პროპორციული თბილისის მერის და პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის.
მისივე ცნობით, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაიბეჭდება 3 მილიონ 332 ათას 300 ბიულეტენი, პროპორციულისთვის – 3 მილიონ 370 ათას 200; თბილისის მერისთვის – 937 ათასი; პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 167 ათას 550.
გიორგაძის თქმით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 3-4 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ისინი საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაეცემა, ხოლო არჩევნებამდე ორი დღით ადრე საუბნო კომისიები წაიღებენ.
|

ავიაკომპანია ~აირზენა~ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერულ რეისს ხვალ, 14:30 საათზე შეასრულებს. ავიაკომპანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალვე ~აირზენა~ მოსკოვის დომოდედოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისს 18:00 საათზე შეასრულებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად, ~აირზენა~ მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისები 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28 და 30 ივნისს და 1-ელ ივლისს შესრულდება.
საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყდა, 2008 წელს გარკვეული პერიოდით ავიარეისების შესრულება განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.
მიმდინარე წელს შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ~აირზენას~ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერული რეისის განხორციელების უფლება მისცა.
|
« 1 2 ... 48 49 50 51 52 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|