|
|
მთავარი » ენციკლოპედია
ბაზალეთური ცოლიკოური 
ავშილური ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშია. ავშილურის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მისი ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ავშილურის გამძლეობა სუსტია; განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის დასამზადებლად. ჩეში
...
კითხვის გაგრძელება »
|
  უამრავი ძველი მატერიალური კულტურის ძეგლის შესწავლით ნათელი ხდება, რომ მესხეთი ძველ ფეოდალურ საქართველოში მეტად დაწინაურებული და კულტურული მხარე ყოფილა. მეტად ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო ჩვენს წინაპრებს საქართველოს დაცვისათვის დიდი რაოდენობით ციხეები სწორედ ამ მხარეში აუგიათ. მესხეთში იმ დროისათვის მოწინავე ადგილი ეკავა ხელოვნებას, ხუროთმოძღვრებას, მწერლობასა და სოფლის მეურნეობას. ძველ მესხეთში მეჯოგეობასთან და მებაღეობასთან ერთად თვასაჩინო ადგილი ეჭირა ვაზის მოშენებასა და ღვინის წარმოებას. უცხო დამპყრობლების სისტემატურმა თარეშმა მესხეთში დააქვეითა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი და მათ შორის მევენახეობაც. საუკუნეების განმავლობაში გაჩანაგებულ მესხეთში შეიცვალა ბუნებრივი კლიმატური პირობებიც. ბუნება შედარებით უფრო მკაცრი გახდა. როდესაც ეს მხარე ბორჯომის ხეობიდან დაწყებული ახალქალაქის მიდამოებამდე მთლიანად ტყეებით იყო დაფარული ჰავაც შედარებით ზომიერი უნდა ყოფილიყო. ისეთი ვაზის ჯისები რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეგუებულნი იყვნენ აქაურ გარემოს, თითქმის გადაშენდნენ. მხოლოდ ცალკეუი ვაზებიღა შემორჩა ძველ ნასოფლარებსა და ტყეებს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|