ორშაბათი, 26.01.2026, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ხალხური ტრადიციები და სიმბოლიკა>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

ლეილა მოლოდინი (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - ზეთსახდელები ქვემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20, გვ. 22 – 27

ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის საგანძურში ზეთსახდელი ერთ-ერთი საყურადღებო ელემენტია: ზეთსახდელი მცენარეული ზეთის საწარმოა, ხალხურ ყოფაში იგი "სახდელის" სახელითაა ცნობილი, ისტორიულ წყაროებით მას "საზეთე" შეესატყვისება. საქართველოში გავრცელებულ საზეთე მცენარეთაგან (სელი, კანაფი, ზეთისხილი, მზესუმზირა) ზეთისათვის საზეთე ნედლეულის ძირითად წყაროს სელი წარმოადგენდა. ქართული ზეთსახდელებიც მის ბაზაზე მოქმედებდა. ეს ზეთსახდელები ყურადღებას იმითაც იმსახურებენ, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან საქართველოს უძველეს სამიწათმოქმედო კულტურასთან - კოლხურ სელთან, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს, როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე მცენარეს. ცნობილია, რომ კოლხური სელის ნაწარმი ძველ მსოფლიოში საყოველთაოდ სახელმოხვეჭილი და განთქმული ყოფილა. საზეთე სელი, რომელიც საქართველოს მთიან და ზეგან ადგილებშია (ხევსურეთი, ფშავი,  თუშეთი, მესხეთი, ჯავახეთი, თრიალეთი) უმთავრეს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1086 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

ხალხური ტრადიციები, ქართული საცხოვრებელი სახლები და სასახლეები>

თინა ოჩიაური (ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი) - გარდამავალი ტიპის ნაგებობანი ქვემო და ზემო ქართლში // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.20, გვ. 28-30

შორს, მდინარე ქვაბლიანის გაღმა, სოფელი უდე გამოჩნდა, ყვითლად გადატრუსულ ველებში ჩამჯდარი, მტკიცედ შეკრულ-შეჯგუფული, ბან-ამოზნექილი სახლებით, კარ-სარკმლებით დაცხრილული, როგორც მიწაში უხვად ნაკვეთი ერთად თავმოყრილი გამოქვაბულები. მხოლოდ მდინარის კალაპოტის გასწვრივ გაწოლილი მაძღარი სიმწვანე იტაცებდა თვალს. ხილის ბაღების უწყვეტი რიგი, მიწამდე დაზნექილი, დახუნძლული ვაშლის ტოტები. სოფელში შევედით. უღიმღამო მიწურების გვერდით, ნატიფად ნათალი ბანიანი ქვის სახლები და ორფერდა თუ ოთხფერდა სახურავიანი თანამედროვე ნაგებობანი ერთმანეთში იყო არეული. როდესაც ადგილობრივი მოსახლის, პეტრე მერაბიშვილის მიწურს მივადექი, მასპინძელმა შინ შემიპატიჟა. გავიარეთ გრძელი დერეფანი ე.წ. "ბაკები" და გარედან უფერული მცირე მიწური უცებ გრანდიოზულ დარბაზად იქცა. უზარმაზარი მრავალწახნაგოვანი გუმბათი გვეხურა თავს, გუმბათის ცენტრში მოთავსებულ ერდოდან თანაბრად ეფინებოდა შუქი მთელ ოთახს. ნათელ, მყუდრო, ჰაერით სავსე, საოცრად დეკორატიულ. მანამდე არნახულ საცხოვრებელში ვიდექი. ძნელია, იმ გულში დაუტეველი  განცდის გადმოცემა, რაც ამ დარბაზის ხილვამ მაგრძნობინა. მანამდე მხოლოდ  ლიტერ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1267 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

(ტრადიციები და სიმბოლიკა) >

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზაქარია მაისურაძე (ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი)

ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.22, გვ. 18-20

 

ქართულ ხალხურ საფენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თუშური ხალხური საფენები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებთა ასეთსავე ხალხურ ნაწარმიდან, როგორც შეფერილობით, ისე მხატვრულ სახეთა რაობითა და მხატვრული კომპოზიციური განაწილებით. თუშურ ხალხურ საფენების წარმოებას ხანგრძლივი ისტორიული ტრადიცია გააჩნია. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხალხის ძირითად საარსებო, ეკონომიურ წინამძღვართან - მეცხვარეობასთან. ცხვრისაგან მიღებული მატყლის დამუშავებით და მისგან საშინაო მეურნეობისათვის საჭირო ქსოვილების მიღება და წარმოება თუში ქალის ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენდა ძველად და ნაწილობრივ ახლაც. თუშეთში ფართოდ იყო გავრცელებული შალის ქსოვა (ტანსაცმელი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1100 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები