სამშაბათი, 27.01.2026, 02:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია
წმინდაო მიქაელ, წმინდაო მიქაელ,
ხმალი შენი-დუმილის ძალი,
თვალთა კვესება-სიმშვიდე სავსე,
გზა სიმამაცის-სიმართლის მარჯი,
ნათელი შენი-მზესიყვარული.
ცათა რაინდო, შემწედ გვეყავი.

წმინდაო გიორგი, წმინდაო გიორგი,
რუს თაურობა შენი ფესვია,
კვდომა იურვე მგლისმუხლა ნებით,
მინდიაურობ გველოსნურ სიბრძნის
უკვდავებაში გარდაცვალებით,
წმინდა სამების თეთრო მძლევაჟო.

             * * * * * * * * * 
ბუბა კუდავას

ობოლო ხანძთავ-ხანძთელის ქნარო,
შემოგძარცვია სულის ბეგთარი,
ლაჟვარდი ზეცის ტკბილო ნეკტარო,
მწუხარე სახის გიფარავს ფარი.

ჩუმი ტირილით მოგველი დღესაც,
თავად მშობელი ჩვენი სიმტკიცის,
წმინდა გიორგის ხმალი ვინც ლესა,
ვინაც ატარე უკვდავი ფიცი.

კვდომის მსახვრალი შემოგეძალა,
შენ ურჩად ებრძვი, ქედმოუხრელი,
აღდგომით, ხანძთის ჯვარცმულო ძალავ,
გიახლოვდება ისევ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1123 | Added by: NaTia | Date: 24.12.2010

კომპასი ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.

კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს.

Category: ენციკლოპედია | Views: 1224 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

მსოფლიო დროის ზონები.


დედამიწის ზედაპირი პირობითად დაყოფილია 24 სასაათო სარტყლად იმისათვის, რომ დედამიწის განედის ყოველი გრადუსისათვის (და ყოველი მინუტისათვის) არ შემოეღოთ ადგილობრივი დრო. ერთი სარწყელიდან მეორეში გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები.

არსებობს ცალკეული რაიონები, სადაც ადგილობრივი დრო განსხვავდება მსოფლიო დროსაგან არა მხოლოდ საათების მთელი რიცხვით (1 საათი, 2 საათი და ა.შ.), არამედ წუთებითაც - 30 წუთი, 40 წუთი, 45 წუთი. თეორიულად ყველა სასაათო ზონა შემოსაზღვრული უნდა იყოს წრფეებით, რომლებიც გადის ზონის ცენტრალური მერიდიანიდან მარჯვნივ და მარცხნივ 7,5 გრადუსზე. მაგრამ, პრაქტიკაში ისინი კორექტირებულია ადმინისტრაციული თუ ბუნებრივი საზღვრების მიხედვით.

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მერიდიანები ერთ წერტილში იყრის თავს, ამიტომ აქ სასაათო ზონის ცნება აზრს კარგავს. ტრადიციის თანახმად, პოლუსების დრო შეთანადებულია მსოფლიო დროსთან.

Category: ენციკლოპედია | Views: 1654 | Added by: NaTia | Date: 17.06.2010

« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები