|
|
მთავარი » ახალი ამბები

ავსტრიის ქალაქ კარპუნში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც 25 მაისს ლინცში კამერუნის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება, 18 მაისს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძის თქმით, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიდან, წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან კობიაშვილს, გიორგი შაშიაშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს. პირველი ორი გუნდს საღამოს შეუერთდა, ხოლო ამისულაშვილს ტემპერატურამ აუწია და ამიტომ, სასტუმროში დატოვეს. მომდევნო დღეებში, ნაკრებს ორჯერადი ვარჯიშები ექნება, ხოლო თამაშის წინა დღეს, წვრთნას მომავალი დაპირისპირების არენაზე, ლინცში ჩაატარებს. ქეცბაიას, საწვრთნელი პროცესის წარმართვაში, თანაშემწე სოსო ჭედია, მეკარების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე და ფიზ-მომზადების სპეციალისტი მიხალის მიხალისი ეხმარებიან. კამერუნთან თამაშისთვის, ეროვნული გუნდის თავკაცის ხელმძღვანელობით შემდეგი ფეხბურთელები მოემზადებიან:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), მაქსიმე ქვილითაია ("ლოკომოტივი"). მცველები: მალხაზ ასათიანი ("ლოკომოტივი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("სპარტაკ-ნალჩიკი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ბლექბერნი", ინგლისი), გიორგი შაშიაშვილი ("ერგოტელისი", საბერძნეთი), ილია კანდელაკი ("შტურმი", ავსტრია), უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა).
...
კითხვის გაგრძელება »
|

მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ჩემპიონი, ბუნდესლიგის შვიდგზის გამარჯვებული და სერია A-ს ჩემპიონი, ორჯერ უეფას, სამჯერ კი გერმანიის თასების მფლობელი, 5 მუნდიალის მონაწილე, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩის მონაწილე, ევროპის პირველობების დასკვნითი სტადიის ოთხგზის მონაწილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების რიგებში ჩატარებული 150 შეხვედრა (23 გოლი), ფიფას გამოკითხვის შედეგად მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი – აი, ასეთი გახლავთ ლეგენდარული გერმანელი მოთამაშის ლოთარ ჰერბერტ მათეუსის მიღწევათა არასრული სია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მათეუსს გასახსენებელიც ბევრი აქვს და ცალკეულ საფეხბურთო საკითხებზეც ორიგინალური მიდგომები აქვს.
- მოდით თქვენი უაღრესად ნაყოფიერი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები გავიხსენოთ. ევროპელ მოთამაშეთაგან სანაკრებო მატჩებში მონაწილეობის რეკორდი გეკუთვნით. ბუნდესნაკრებში ჩატარებული 150 შეხვედრიდან პირველი თუ გახსოვთ? - გერმანიის ნაკრებში დებიუტი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე მქონდა. ნეაპოლში ჰოლანდიელებს ვხვდებოდით. თამაშში 73-ე წუთიდან ჩავერთე. 3:0-ს ვიგებდით. მალე პენალტი "ავიკიდე”, შემდეგ კი ბენილუქსელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. როგორც ხედავთ, თამაშში ინტრიგის შეტანა მოვახერხე (იცინის). ეს ამბავი მწვრთნელებს არ მოეწონათ და მეორე სანაკრებო მატჩში ჩვიდმეტთვიანი პაუზის შემდეგ მომიხდა მონაწილეობის მიღება. პირველი სანაკრე
...
კითხვის გაგრძელება »
|

მადრიდის "რეალის” გულშემატკივრები ბოლოხანს აქტიურად განიხილავენ მათი საყვარელი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მისვლის პერსპექტივას.
ამის თაობაზე, ესპანელი ჟურნალისტებიც ამახვილებენ ყურადღებას, გაზეთმა "ასმა” კი პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის” დამრიგებლად უკვე "დანიშნა”. ამას წინათ, ჟოზე მოურინიო ლონდონს სტუმრობდა, სადაც მას მასმედიელები შეხვდნენ და მინი-ინტერვიუც ჩამოართვეს.
- სეუ ჟოზე, დახედეთ "ასის” ამ ნომრის პირველ გვერდს. პოპულარულ გამოცემას თუ ვერწმუნებით, მომავალი სეზონიდან "რეალს” ჩაუდგებით სათავეში. 22 მაისს ფინალს "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩაატარებთ და მადრიდში დარჩებით? - ჯერჯერობით, 2 ამოცანა მაქვს გადასაჭრელი. იტალიის სერია A-ში "სიენა” უნდა დავამარცხოთ და სკუდეტო გავინაღდოთ, შემდეგ კი, "ბაიერნთან” ფინალი გველის. ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ მოვახერხებ ჩემპიონთა ლიგის თასის თავსზემოთ აწევას, მომავალზე კი, მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდები. ჩემს პირად აგენტ ჟორჟე მენდეშს დავუკავშირდი და ვუთხარი, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ 23 მაისამდე რომ არ მცალია.
- "რეალის” გაწვრთნა თუ შედის თქვენს გეგმაში? - ფეხბურთში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, თუმცა გასაკეთებელიც ბევრია. ამბიციურმა მწვრთნელმა საკუთარი ძალა და შესაძლებლობები პრიმერა დივიზიონშიც უნდა მოსინჯოს. ამიტომაც, ჩემს გე
...
კითხვის გაგრძელება »
|

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ სამხრეთ აფრიკაში წასაყვან შემადგენლობას საბოლოოდ სახე მისცა. თავიდან დასახელებული 30 კანდიდატიდან, "ალბისელესტეს" თავკაცმა 23 საუკეთესო გამოარჩია, 7 ფეხბურთელს კი, ნაკლებად გაუმართლა.
ამჯერად, ყველაფერი სიურპრიზების გარეშე მოხდა - ლეგენდარულმა დიეგომ სიიდან სწორედ ის მოთამაშეები ამოშალა, რომლებსაც სპეციალისტთა საყოველთაო აზრით, მუნდიალზე წასვლის ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ. უიღბლოთა შორის მოხვდნენ: ეზეკილ ლავეცი ("ნაპოლი", იტალია), ფაბრიციო კოლოჩინი ("ნიუკასლი", ინგლისი), ხესუს დატოლო ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ხოსე სოსა ("ესტუდიანტესი"), ხუან მერსიერი ("არგენტინოს ხუნიორსი"), სებასტიან ბლანკო ("ლანუსი") და ხუან მანუელ ინსაურალდე ("ოლდ ბოისი").
არგენტინელთა საბოლოო სამუნდიალე შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო ("ალკმაარი", ჰოლანდია), მარიანო ანდუხარი ("კატანია", იტალია), დიეგო ლოპესი ("კოლონი");
მცველები: ვალტერ სამუელი ("ინტერი", იტალია), ნიკოლას ბურდისო ("რომა", იტალია), მარტინ დემიკელისი ("ბაიერნი", გერმანია), გაბრიელ ჰაინცე ("მარსელი", საფრანგეთი), ნიკოლას ოტამენდი ("ველესი"), კლემენტე როდრიგესი ("ესტუდიანტესი"), არიელ გარსე ("კოლონი");
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო, მაქსი როდრიგესი (ორივე "ლივერპული", ინგლისი), ხუან სებასტიან ვერონი ("ესტუდიანტესი"), მარიო ბოლატი ("ფიორენტინა", იტალია), ანხელ დი მარია ("ბენფიკა", პო
...
კითხვის გაგრძელება »
|

საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, იყენებს თუ არა მმართველი პარტია არჩევნებში სახელისუფლო რესურს, რამდენად მომგებიანი სლოგანები აქვთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიეტებს; ასევე - რამდენად შეესაბამება NDI-სა და CSA-ს სოციოლოგიური კვლევა რეალობას, „ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ამომრჩეველთა აქტივობა? _ სოციოლოგია რეალობის სურათს ხატავს და მე უფლება არა მაქვს, სოციოლოგიით არ ვიხელმძღვანელო. ახლა არ შევალ დისკუსიაში, სანდოა თუ არა ჩატარებული სოციოლოგიურ კვლევათა შედეგები, მაგრამ ვიტყვი _ რაც მეორდება, ის სანდოა. სხვადასხვა გამოკვლევებში მეორდება, რომ არჩევნებზე მოსახლეობა აქტიური იქნება. საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურობა დაბალია, მაგრამ იმის გამომ რომ ეს ჩვეულებრივი თვითმართველობის არჩევნები არ არის, მოსახლეობის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იქნება. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, უნდა ვაღიაროთ, რომ სახელისუფლო კანდიდატის კამპანია უფრო აქტიურია. ეთერში უფრო აქტიურად ჩანს, ქალაქში რომ გაივლი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ნაკვალევი, როგორც მოქმედი მერის, უფრო იკითხება, რაც ბუნებრივია და ამ აქტიურობას თავის შედეგიც მოაქვს. მიუხდავად გამოკვლევების ავტორებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|