კვირა, 19.04.2026, 03:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

რუსმა და პოლონელმა გამომძიებლებმა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი ხელახლა დაათვალიერეს, - ამის შესახებ სააგენტო `უნიანი~ რუსეთის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.


საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში შემთხვევის ადგილი დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.

პროცედურაში პოლონეთის მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილე, პოლიციის წარმომადგენლები და რუსეთში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლებმა ადამიანთა სხეულის ნაწილები, თვითმფრინავის ნამსხვრევები, დაღუპულთა კუთვნილი ნივთები და საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საგნები ვერ აღმოაჩინეს.


პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. პოლონეთის პოლიტიკური ელიტა კატინის ტრაგედიის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.
Category: ახალი ამბები | Views: 1141 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერ კონცერტზე დასწრების მსურველებს ორგანიზატორები თბილისიდან უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობენ.


ქართველი მომღერლები და პროექტის ორგანიზატორები მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, ზუგდიდში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გაუწიონ თანადგომა დევნილებს და კონცერტზე დამსწრეთა მსურველებს სთავაზობენ უფასო ტრანსპორტირებას თბილისი–ზუგდიდი–თბილისის მიმართულები.

ავტობუსები გავა სპორტის სასახლიდან 11.00 საათზე. რეგისტრაცია 25 მაისამდე იწარმოებს. ადგილები შეზღუდულია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას „კოალიცია სამართლიანობისათვის" ტელეფონის ნომერზე +995 32 47 12 17.


ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი 26 მაისს, 18:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. ასევე, ქართველი მუსიკოსები – "მგზავრები ", სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია და რემა. კონცერტში მონაწილე ყველა ვარსკვლავმა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.


ღონისძიების მთავარი მიზანი, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1083 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

გმირთა მოედანზე 26 მაისს თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი გაიხსნება, რომელიც საქართველოს გასაბჭოებიდან დღემდე რუსეთის წინააღმდეგ დაღუპულ გმირთა სახელები და გვარები იქნება ამოტვიფრული.


როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მემორიალი ლითონის კონსტრუქციისა და ორგანული მინის კოშკს წარმოადგენს, რომელიც ესპანელმა დიზაინერმა ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა.


მემორიალის სიმაღლე 48 მეტრია და ის თბილისში ყველაზე მაღალი მემორიალი იქნება. მემორიალი 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. მეომართა სახელები ამოტვიფრული იქნება ორგანულ მინაზე, რომლითაც ეს კოშკი არის აგებული.


გმირთა საუკუნოდ უკვდავსაყოფად მემორიალის ძირში განთავსდება კაფსულა, რომელშიც ჩაიდება სპეციალური ქაღალდი გმირთა სახელებით. კონსტრუქცია დაახლოებით 260 ტონას იწონის. მონუმენტი გათვლილია და გაუძლებს 9-ბალიან მიწისძვრას და ძლიერ ქარებს. მემორიალზე მთლიანად 3 500მდე ადამიანის სახელი და გვარი ამოიტვიფრება.
Category: ახალი ამბები | Views: 1144 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

Lotus-ის საინჟინრო განყოფილებამ კროსოვერის - Toyota Venza - ორი კონცეპტუალური ვერსია შეიმუშავა. კონსტრუქტორების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ავტომობილის მასისა და შესაბამისად, საწვავის ხარჯის შემცირება 30%-ითაა შესაძლებელი.

Lotus-ის საინჟინრო კომპანიამ 2017 წლის კროსოვერის მასის 21%-ით, ხოლო 2020 წლის ავტომობილის მასის - 38%-ით შემცირება მოახერხა. ამასთან, მისი აწყობისთვის საჭირო ხარჯები ამჟამინდელ Toyota Venza -სთან შედარებით მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. პროტოტიპების შემუშავებისას "შავი" ძარას (გრუნტირებისა და შეღებვის გარეშე) შექმნაზე გამოყენებული კომპონენტების რაოდენობა 400-დან 211-მდე შემცირდა.

ამასთან, თუ ამჟამად კროსოვერის ძარა ფოლადისგან მზადდება, 2020 წლის მანქანისთვის იგი 37%-ით ალუმინის, 30%-ით მაგნიუმის, 21%-ით კომპოზიტური მასალებისა და 7%-ით მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან დამზადდება. Lotus-ი ბამპერების კონსტრუირებისას ალუმინს, ხოლო სხვადასხვა დეტალის შეერთებისას პლასტიკას, მაგნიუმსა და სხვა მასალებს იყენებდა.

ანალოგიური მეთოდით შეიქმნა შასი, რომელიც 43%-ით შემსუბუქდა. სალონში მთელი მექანიკა "ელექტრონიკით" შეიცვალა (მაგალითად, სიჩქარის გადაცემათა კოლოფის სელექტორი და ხელის მუხრუჭი სენსორულ დისპლეიზე ღილაკებს წარმოადგენენ), ხოლო ლითონის დეტალებზე უარის თქმის შედეგად, სავარძლების მასა 50%-ით შემცირდა.

Category: ახალი ამბები | Views: 1080 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბონომ, მსოფლიო ტურნესთვის საგასტროლო სამზადისის დროს მიღებული ტრავმის გამო ხერხემლის გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა.

50 წლის მუსიკოსს ოპერაცია მიუნხენის ნეიროქირურგიულ კლინიკაში ჩაუტარეს, სადაც ის კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს. მომღერლის წარმომადგენლის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ ბონო ირლანდიაში საკუთარ სახლში დაბრუნდება, სადაც სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს დაასრულებს.

აშშ-ში U2-ს საგასტროლო ტურნე, რომელიც 3 ივნისს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.

გასტროლების განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ჯგუფის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს მუსიკოსის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული, - იუწყება BBC.

Category: ახალი ამბები | Views: 1186 | Added by: NaTia | Date: 23.05.2010

« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
საიტის მეგობრები