|
მთავარი » ახალი ამბები

რუსეთმა ახალგორის მიმართულებით ახალი გზის გაყვანის გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. "... იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას ემსახურება, რასაც ჰქვია კავკასიის ქედზე ნატოს საწინააღმდეგო თავდაცვითი ზღუდის შექმნა," - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
თავად ედუარდ კოკოითი ახალგორის მიმართულებით რუსული პროექტით გზის მშენებლობის წინააღმდეგია. როგორც "ოსრადიო.რუ" იუწყება, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ადგილობრივი ძალოვნებისა და რუსი მესაზღვრეების ერთობლივ თათბირზე განაცხადა, "ცხინვალიდან ლენინგორამდე ძველი გზის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის აზრი უნდა გაითვალისწინოს და ახალი გეგმა დაამტკიცოს. ახალი გზა, რომელსაც ქვედა გზას უწოდებენ, უფრო მოსახერხებელია, რადგან მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს ფარავს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ნაკლებად ხარჯიანია".
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, თუ სამხრეთ ოსეთის აზრი არ იქნება გათვალისწინებული, ცხინვალი გზის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.
ქვედა გზის უპირატესობას ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსი მესაზღვრეების უფროსი ალექსანდრე მურზინიც ეთანხმება: "ეს გზა მესაზღვრეებისთვის უფრო ხელსაყრელია. გზა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვართან გაივლის, სასაზღვრო საგუშაგოების ასაშენებლად და საზღვრის დაცვისთვის არის აუცილებელი".
ცხი
...
კითხვის გაგრძელება »
|

სოხუმის რეჟიმის პარლამენტმა რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.
შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისა და ე.წ. აფხაზეთს მოქალაქეებისთვის 90 დღით უვიზო მიმოსვლას, მათ შორის შიდაპასპორტებისა და მეზღვაურის მოწმობის გამოყენებით.
შეთანხმებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და სოხუმის რეჟიმის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ 2009 წლის 2 ოქტომბერს მოაწერეს ხელი.
|

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს თბილისში სამხედრო აღლუმი ტრადიციულ ადგილზე - რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. სამხედრო აღლუმს ქვეყნის მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს.
აღლუმის ზუსტი დრო ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო აღლუმი დილის საათებში, დაახლოებით 10-დან 11 საათამდე გაიმართება.
თავდაცვის სამინისტრომ 26 მაისის აღლუმისთვის მზადება გუშინ დაიწყო. აღლუმის პირველი რეპეტიცია გუშინ ღამით გაიმართა. თბილისის, საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, აღნიშნულის გამო 23:00 საათიდან თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე ლესელიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები გადაიკეტა. შეზღუდვა გამთენიისას 05:00 საათისთვის მოიხსნა.
სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვედანაყოფი, მათ შორის საჰაერო ძალები. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა. თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბობს, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი გამოყვანილი იქნება თუ არა მძიმე ტექნიკა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების უფლება არ აქვს. მათივე თქმით, არჩევნებიდან 4 დღით ადრე აღლუმის ჩატარება ძალის დემონსტრირებაა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემ
...
კითხვის გაგრძელება »
|

30 მაისს თვითმმართველობის არჩევნებს 29 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და 14 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 23 მაისს იწურება.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო შრომის სოლიდარობის ამერიკის ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო, ევროკავშირის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგნლის ოფისი, ევროკავშირის ევროპული კომისია, აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი და ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალი, რომელიც თვითმმართველობის არჩვნებს დააკვირდება.
"ახალი თაობა ახალი ინიციტივა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", ფონდი "ინვალიდთა დახმარების ასოციაცია", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლებრივი განვითარების საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "დემოკრატიის ცენტრი", "მშვიდობისა და განვითარების აკადემია", "ბათუმელი", "მრავალეროვანი საქართველო", "სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია", "თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია", "ჯანმრთელი ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 70 71 » |
|
კალენდარი
« აგვისტო 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|