|
|
მთავარი » ახალი ამბები

ინდოეთის ქალაქ მანგალორაში "Air India"-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 160 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, "როიტერი" ავრცელებს ცნობას ექვსი ადამიანის გადარჩენის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ტელეკომპანიები აჩვენებენ კადრებს, სადაც მეხანძრეები ალმოდებული თვითმფრინავის ჩაქრობას ცდილობენ. კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავს მაშველს ბავშვი კატასტროფის ადგილიდან. "ბოინგ 737" რეისს დუბაიდან ასრულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბორტზე 163 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, ავარია მიწაზე დაშვებამდე მოხდა, თუ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მანგალორას პოლიციაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი თითქმის მთლიანად დაიწვა.
მანგალორას აეორპორტი მთის წვერზეა განთავსებული და ექპერტების განცხადებით, ის არ არის იოლი ადგილი თვითმფრინავის დასაჯდომად.
|

რუსეთს მიაჩნია, რომ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტი „ორაზროვანია" და სარაკეტო ფარის ერთობლივად შექმნის მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას არ ამჟღავნებს
„ნატო-მ თავის სტრატეგიულ კონცეფციაში ცხადად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთს მტრად აღარ განიხილავს, ასევე თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი აქციისგან, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული" - ხაზგასმით აღნიშნა Fინანციალ თიმეს Dეუტსცჰლანდ-თან ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუმდივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა. მისი აზრით, იმ ექსპერტთა ჯგუფის კონცეფცია, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს, იმას მოწმობს რომ რუსეთთან დაკავშირებით ალიანსის წევრებში „ერთიანი აზრი" არ არსებობს.
„ნატო ახალგაზრდა კაცს ჰგავს, რომელიც მეგობარ ქალს ეუბნება: „გამომყვები ცოლად?", შემდეგ კი დასძენს – „თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ მიყვარხარ" – ასეთი ირონიით საუბრობს როგოზინი ნატო-ს პროექტის შესახებ. კერძოდ, ახალ კონცეფციაში ნათქვამია – „მართალია ალიანსი რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს და თავადაც არ განიხილავს რუსეთს სამხედრო საფრთხედ, თუმცა ორივე მხარეს მეორის განზრახვებთან და პოლიტიკურ ხაზთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია". შემდეგ ავტორები ალიანსისგან მოითხოვენ რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, განსაკ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "როსაბარონექსპორტს" 2008 წლიდან დაწესებული სანქციები მოუხსნა, - ამის შესახებ "ლენტა.რუ" "ასოშიეთიდ პრესზე" დაყრდნობით იუწყება.
"ასოშიეთიდ პრესის" ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. სანქციები მოეხსნათ, აგრეთვე, მოსკოვის საავიაციო და რუსეთის მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებს.
აშშ-მა რუსეთის იარაღის ექსპორტიორ კომპანიებზე სანქციები ირანთან თანამშრომლობის მიზეზით დააწესა. გარდა ამისა, "როსაბარონექსპორტს" ბრალს სდებდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების გაყიდვაში.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქცია უკრძალავდა სახელმწიფო ორგანიზაციებს ამ კომპანიებთან ან მათ შვილობილ კომპანიებთან ნებისმიერი ხასიათის შეთანხმების გაფორმებას. ამასთან, "როსაბარონექსპორტს" ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენა ეკრძალებოდა.
"როსაბარონექსპორტმა" მაშინ ამერიკული მხარის გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერი კონკურენციით ახსნა. ასეთივე შეფასება მისცა აშშ-ის მაშინდელი ადინისტრაციის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმაც.
|

მოსკოვი ყირგიზეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გეგმავს.
”გადავწყვიტეთ, ყირგიზეთს ფინანსურად, ნავთობპროდუქტებითა და ხორბლით დავეხმაროთ. ამჟამად ამ დახმარების საკითხს განვიხილავთ, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია ”მირის” ეთერში.
პუტინმა ყირგიზეთის არჩევნებზეც ისაუბრა, ”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა არჩევნებმა განამტკიცოს. ვიცი, რომ ყირგიზეთში არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან, ჩვენ ამ პროცესებს მივესალმებით”, - განაცხადა პუტინმა.
|

ძველ მაჰმადიანურ სამყაროში მეფეებისა და მონარქებისათვის ჰარამხანის ყოლა (თუ ქონა) ერთგვარ რიტუალსაც კი წარმოადგენდა. რაც უფრო მრავალრიცხოვან ქალთაგან შემდგარი ამალა ჰყავდა მაჰმადიან მონარქს, სავარაუდოდ, მით უფრო პრესტიჟული და მოსაწონი უნდა ყოფილიყო მისი მმართველობა. არადა, ამ "ქალთა კრებულში" შემავალი ყველა მანდილოსანი საკუთარ თავს მეფისა თუ მონარქის ოფიციალურ ცოლად თვლიდა. მაგალითისათვის, ირანის ერთ-ერთ ხალიფას 320 მეუღლე ჰყავდა.
რაში სჭირდებოდათ მაჰმადიან მმართველებს 320 თუ 250 მეუღლე, რა შემთხვევაში მოიხმარს მავანი არაბი შეიხი 130 ავტომანქანას, რომელიც მის ავტოფარეხს ამშვენებს, რომელ ერთ სასახლესა თუ სასტუმროში უნდა გაათიოს ღამე მავანმა ქუვეითელმა მილიარდერმა (ეს კაცი 53 სასახლისა და სასტუმროს შემგროვებელია?), ალბათ, მთელი სიცოცხლე (არც საკუთარი და არც ნასესხები) არ ეყოფა ელტონ ჯონს მის მიერ ნაგროვები სათვალეებიდან ყველა რომ თითო დღით მაინც ატაროს.
მოცემულ შემთხვევაში, დასკვნის გამოტანა არც მკითხველისათვის და არც ჩვენთვის დიდი საფიქრალ-სააზროვნო არ არის - არც მაჰმადიანი მონარქთათვის (ცოლები), შეიხებისათვის (მანქანები თუ თვითმფრინავები), ვარსკვლავებისათვის (ტანსაცმელ-ფეხსაცმელი) და ა.შ. პირდაპირი მოხმარების (თუ ხმარების) არ შეგროვილა. მონარქიდან დაწყებული ერთი უბრალო ქართველით დამთავრებული, რომელიც მარკების უდიდესი კოლექციის მფლობელია, საკუთარ "შემოქმედებას"
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 70 71 » |
|
კალენდარი
| « აპრილი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 |
|