ორშაბათი, 16.06.2025, 01:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
მოკლედიაროსლავ კაჩინსკიმ, სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, "პოლონეთის დაცინვა" უწოდა ამ ტრაგედიის მიზეზის შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რათა ჩვენს ქვეყანას მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში. ამის შედეგად მივიღეთ დასკვნა, რომელშიც კატასტროფის მიზეზად ჩვენი პილოტების შეცდომა სახელდება, - განაცხადა პოლონეთის კონსერვატორთა პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკიმ.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1129 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ამერიკული ძალაუფლების მომავალიამერიკის შეერთებული შტატების გავლენის შემცირებაზე საუბარი ძალიან მოდური გახდა, მაგრამ აშშ არა აბსოლუტურ, არამედ შედარებით ვარდნას განიცდის და როგორც ჩანს, ის კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყველა სხვა ქვეყანაზე ძლიერ სახელმწიფოდ დარჩება.

ამერიკული ძლიერების მომავალი ცხარე კამათის საგანია. ბევრი ექსპერტი 2008 წლის ფინანსურ კრიზისს აშშ-ის დაცემის დასაწყისს უწოდებს. მაგალითად, დაზვერვის ეროვნული საბჭოს პროგნოზით, 2025 წელს "შეერთებული შტატები კვლავ წამყვანი ზესახელმწიფო იქნება, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდება ამერიკის დომინირება". 

ბოლო 10 წლის განმავლობაში პეკინს ბევრი აშშ-ის ყველაზე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011


სინოპტიკოსები დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექის მატებას პროგნოზირებენ. 

როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, დღეს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოთოვს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ნალექი ძლიერი წვიმის სახით მოვა. 

ამასთან, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქს ელიან. 

ხვალიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა თანდათან დაიკლებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით -1-დან +3 გრადუსამდე იმერყევებს, ღამით კი -1 - -4 გრადუსია მოსალოდნელი. 

12 თებერვლიდან ყინვა მოიმატებს. დროდადრო გამოდარების მიუხედავად, არსებული სინოპტიკური მდგომარეობა მკვეთრად არ შეიცვლება და უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.

ამინდის გაუარესების მიზეზი ატლანტიკის ციკლონის მოახლოებაა, რომელთანაც ცივი და ნოტიო ჰაერის მასებია დაკავშირებული.
Category: ახალი ამბები | Views: 1002 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში აქცენტს თავისუფალ ვაჭრობასა და ეკონომიკურ შეთანხმებებზე აკეთებს. რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ამ შეფასებაზე ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის გამოცემა euobserver.com წერს.

სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ რუსეთთან ომიდან ორი წლისა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 2009 წლის გამოსვლების შემდეგ მედიის ყურადღება საქართველოდან ბელორუსზე, ტუნისსა და ეგვიპტეზე გადაერთო.

"თუმცა, მშვიდი 2010 წლის შემდეგ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიულ რეფორმებზე პასუხისმგებლობა იგრძნოს", - მოჰყავს ვებგვერდს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ ხიდაშელის მოსაზრება.

ხიდაშელმა და კიდევ ორი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 949 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

აქსა გრუპის"  წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან

რადიო "კომერსანტი", FM 95,5

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ფრანგული სადაზღვევო კომპანია „აქსა გრუპი"  დაინტერესდა. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს" სადაზღვევო ასოციაციიდან აცნობეს. მათი ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად უკვე თბილისში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს. „სადაზღვევო ასოციაციის" ცნობით, „აქსა გრუპი" დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

Category: ახალი ამბები | Views: 1063 | Added by: NaTia | Date: 09.02.2011

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები