კვირა, 15.06.2025, 17:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
ლეგენდა, სახელად - ჩელე!
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლებით არ დაუმშვენებიათ მკერდი, მაგრამ დაიმსახურეს უფრო დიდი ჯილდო - ხალხის უანგარო სიყვარული. თბილისის "დინამოს" ლეგენდად ქცეული ფეხბურთელები დღესაც პოპულარულები არიან და არა მარტო საქართველოში. რუსულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ გულშემატკივართა საყვარელ ფეხბურთელთან, მწვანე მინდვრის კოლორიტთან რევაზ ჩელებაძესთან. საუბარი იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ დღემდე არ წყდება კომენტარები ამ მასალასთან დაკავშირებით. დღეს ამ ინტერვიუს ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

KvirisPalitra.Ge ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1205 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

10 ლელო პირველივე მატჩში
საქართველო 82:3 უკრაინა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის "ერთა თასის" ახალი გათამაშება დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო. ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში მერვედ დაუპირისპირდნენ უმაღლეს დივიზიონში ახლახან აღზევებულ უკრაინის ნაკრებს და მოკრძალებულ მეტოქეს ისევ დიდი ანგარიშით სძლიეს. "ერთა თასზე" ამიერიდან ქულათა დარიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა - თითოეული გამარჯვებისთვის გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე კი 2 ქულად ფასობს. ამას გარდა, მატჩში ოთხი ან მეტი ლელოს გატანის, ან 7 და ნაკლები ქულით დამარცხებისთვის ნაკრები დამატებით ერთ პრემიალურ ქულას იმსახურებს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ პროგრამა-მინიმუმი ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ტაიმში შეასრულა და ოთხი ლელოთი გაუმასპინძლდა სტუმრებს.
... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

ფაჩულია ლიტვაში არ ჩავაო?
რუსებმა ლიდერის გარეშე "დაგვტოვეს"

მას შემდეგ, რაც ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა, კომენტარები არ წყდება იმის თაობაზე, "ვის უფრო გაუმართლა", "ვინ არის ამა თუ იმ ქვეჯგუფის ფავორიტი" და ა.შ. პროგნოზებით D ჯგუფის (სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა) წარმომადგენლებიც "გვამარაგებენ", თუმცა, რაც უნდა "გასაკვირი" იყოს, ყველაზე მეტი ორიგინალურობითა და "ობიექტურობით" რუსები გამოირჩევიან. ქვეჯგუფის მეტოქეების დახასიათებისას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ირწმუნებიან, "ამოუცნობი" საქართველოს გარდა, ყველა მეტოქესთან გვითამაშიაო. რუსებს ცოცხალი თავით არ სურთ სანჯორჯიოს ტურნირის გახსენება, სადაც ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებმა მათ ეროვნულ გუნდს 87:71 მოუგო. ბუნებრივია, დღეს რუსეთის ნა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

რევოლუცია რესურსებით ღარიბ პატარა აფრიკულ ქვეყანაში - პრესისთვის უღიმღამო სათაურია; თუმცა გასულ კვირას ტუნისში განვითარებულ განსაკუთრებულ მოვლენებს ყველა ყურადღებით აკვირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ მოვლენებმა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს, თავად ტუნისი კი განსაკუთრებულად არავის აღელვებს.

ტუნისი ძალიან მცირე მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და გაზის იმპორტიორია, რომელსაც მას მეზობელი ალჟირი აწვდის; თუმცა ამ ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობის და სხვებისთვის მაგალითის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში ევროპამ იმის გაცნობიერება დაიწყო, თუ რამდენად არაკომფორტულია მისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულება. 

2006, 2008 და ყ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ, ევროპული ყოფის თეორიაც და პრაქტიკაც გაცილებით მარტივი იყო. ევროპელი ლიდერების წინაშე იდგა ძალიან მკაფიო ამოცანა: საერთო-ევროპული, ფრანგულ-გერმანული ომის თავიდან აცილება.

ისტორიულად, ევროპის გაერთიანებისადმი ორი მიდგომა არსებობდა: ძალა და გონება. პირველს იზიარებდნენ ლუდოვიკო XIV - თავისი იმპერიალიზმით, ნაპოლეონი თავისი ექსპანსიური პოლიტიკით და ჰიტლერი და სტალინი - თავიანთი მანიებით. მათ საპირწონედ გვევლინება მშვიდობიანი ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელმაც ბოლო ორასი წლის განმავლობაში ორჯერ გაიმარჯვა. მის გამოვლინებებად იქცა მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტიზმი და დემოკრატიული კლუბის, ევროკავშირის შექმნა, რომელიც 2007 წელს, რუმინეთის და ბულგარეთის გაწევრების შემდეგ, 27 წევრ-სახელმწიფოს აერთიანებს.     

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 10.02.2011

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები