|
|
მთავარი » ენციკლოპედია

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი Tbilisi Sioni Cathedral
ისტორიული ცნობები
მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება. 1226 წელს ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის.
XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც XV საუკუნეში განაახლეს. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.
1675 წელს ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა. 1710 წელს ვახტანგ VI ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.
1724 წელს კახეთის
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიზმარი და სინამდვილე
(მშიერი სტუდენტის ჩანაწერიდან)
I
ყოველი დღე ვათვალიერებ გაზეთების უკანასკნელ გვერდებს. დიდი ყურადღებით ვკითხულობ ყოველნაირ განცხადებას. იქნება, წავაწყდე რაიმე სახეიროს–მეთქი. მაგრამ ბედი არ მწყალობს! არაფერია ჩემი შესაფერი. რამდენი ხნის ვარ, რამდენი ხანია ვსწავლობ, მაგრამ ცხოვრებას ჯერ ჩემთვის არ გაუღიმია! არ ვიცი, ღმერთმანი, ვის რა დავუშავე. ავი ძაღლივით გადამკიდებია ეს ბედია თუ რაღაცა! საშველს არ მაძლევს! ვის მოვსთხოვო სამართალი?
თუ გინდა, აი, ეხლაც! ჩემი შესაფერი განცხადება არც ერთ გაზეთში არ მოიპოვება. როგორ შეიძლება არაფრის გაკეთება არ შემეძლოს, რა მაკლია? ხელი, ფეხი, თავი, თვალი… ჭკუა… თუ ცოდნა! მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, სამუშაოს მაინც ვერ ვშოულობ და ულუკმაპუროდ ვარ” მართალია, ცოდნაცაა და ცოდნაც, მაგრამ მაინც! რის სპეციალისტად შეიძლება გამოვდგე? კომერსანტ–ვოიაჟორი არა ვარ, ბუღალტერი–კორესპონდენტი არა ვარ, "კონტორჩიკი” არა ვარ, სახლის თუ მამულის გამგე–მმართველი არა ვარ, მებაღე არა ვარ! შვეიცრად, მეეზოვედ, ოფიციანტად მე არ ვვარგივარ. მეტად ინტელიგენტური სახე მაქვს და თანაც სათვალეს ვატარებ, პენსნეს, საშინელი ბეცი ვარ! რა სათქმელია, პროვიზორი მე არა ვარ, ფორმაციის არაფერი მესმის! ტექნიკი, ექიმი, ვექილი!… უკაცრავად, უკაცრავად! ნამეტანი მაღლა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლეო ქიაჩელი – Leo Kiacheli
ESCALADE
სადღესასწაულოდ მორთულ მდიდარსა და ძალზე ახმაურებულ კაფეში ვიჯექი, მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი. ჩემს გარშემო საზეიმო მხიარულება სუფევდა, თამამი, შეუკავებელი და გიჟური… ჩემში კი მიმე დუმილი ფუსფუსებდა, შავფიქრიანი და გულჩათხრობილი.
ნაირად მორთული ახალგაზრდობის ფაფარ–აყრილი ტალღა როკვითა და ყიჟინით შემოდიოდა კაფეკში, ცეკვავდა, ბუქნაობდა, სვამდა და შემდეგ ქუჩაშივე გარბოდა აღტყინებული, რომ საერთო ფერხულში ჩაბმულიყო და ხალხის აზვირთებულ მდინარეს შემატებოდა…
ხოლო მე მაინც ჩემი რამ სევდა მიღიტინებდა გულში და გამოურკვეველი სულიერი განწყობილების ნემსი გულის მიმღებელ თანდათანობით მიჩხვლეტავდა სულს. უცხო იყო იქ ჩემთვის ყოველი, როგორც ყაიდა ქეიფისა და მოლხენის, ისე საერთო წესი დღესასწაულისა. უცხონი იყვნენ იქ ჩემთვის როგორც უნიღბო, ისე ნიღბიანი სახეები… და შუბლშეკრული ნაღვლიანად ვიყავი მიჩქმალული გაბრწყინვებული კაფეს მივარდნილ კუთხეში…
… უკანასკნელი ღამე იწყებოდა სამ დღე–ღამიანი ეროვნული უქმისა, რომელსაც ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს ხოლმე პატარა რესპუბლიკა მშვენიერი ჟენევის კანტონისა, მესამე და უკანასკნელი ღამე ნიღბოსანი "Eუთსფდფვუ”–ისა.
დიდსა თუ პატარას, კაცსა თუ ქალს, ყველას განსაკუთრებით მოელხინა ამ საღამოს, როგორც ქუჩებში, ისე კაფეში ტევა არ იყო.
.
ჩემს გვერდით კაფეში უცნაურ ჯგუფს მოეკალათნა. ათამდის იქნებოდნენ. ხმის კილოზე ვამჩნევდი, რომ ქალებიც ერივნენ. ყველას ნიღაბი ჰქონდა სახეზე აკრული. ფანტასტიურად იყვნენ მორთულნი. ყვიროდნენ, სტვენდნენ, სვამდნენ და სადღეგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი), ქართველი მწერალი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია („Escalade"), დუმილის თეორია („სტეფანე", „ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია", 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი", 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა", 1933). ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მთელ პლუტარქეში ერთი ადგილი ვგონებ ყველაზე მეტად უცნაური და საგულისხმოა. აღწერს რა თეზევსის წარმატებულ გმირობებს, ავტორი ერთს ვისმე კაცს, ვინმე სკირონს, ასე და ამგვარად ახასიათებს: „მეგარის საზღვარზე თეზევსმა მოკლა სკირონი. მან იგი კლდიდან გადააგდო. სკირონი, საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, გამვლელ-გამომვლელთ
ძარცვავდა; ზოგიერთის სიტყვით კი, უცხოელებს უტიფრად გაუშვერდა ხოლმე ფეხებს და, დამბანეთო, უბრძანებდა. იმ დროს, როცა უცხოელნი სკირონის ფეხების ბანას შეუდგებოდნენ, ქუსლს ჰკრავდი და შეუბრალებლად ზღვაში ჰყრიდა მათ. მეგარელი ისტორიკოსები არ ეთანხმებიან ამ გადმოცემას, სიმონიდეს სიტყვით რომ ვთქვათ, ომს უცხადებენ ძველთაძველ ამბებს და ამბობენ: სკირონი არც ავაზაკი და არც ასეთი ურცხვი ვინმე იყოთ; პირიქით, იგი ყაჩაღთა დამსჯელი და კეთილშობილი ხალხის მოყვარე და მეგობარი გახლდათო. ვაკე ბერძენთა შორის უწმინდეს კაცად ითვლებოდა; სალამინელ კიქრევსს ღვთაებრივი პატივი აქვს ათენელებში; ხოლო პელევსისა და ტელამონის ვაჟკაცობა ყველასათვის ცნობილია. სკირონი კი იყო კიქრევსის სიძე, ევაკეს სიმამრი და პაპა პელევსისა და ტელამონისა, რომლებიც სკირონისა და ქარიკლოს ასულ ენდეიდისაგან წარმოიშვნენ. ყოვლად შეუძლებელია, წარჩინებული ვაჟკაცები გავარდნილ არამზადას დანათესავებოდნენ და მასთან გაეზიარებინათ ის, რაც ყველაფერზე წმინდა და ძვირფასია ადამიანისთვისო. თეზევსმა, როგორც მეგარელი ისტორიკოსები დაასკვნიან, სკირონი მაშინ კი არ მოკლა, როცა პი
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 59 60 61 62 63 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|