ოთხშაბათი, 23.07.2025, 14:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

საჭირო მასალა:

3-4 მოზრდილი, მოხარშული კარტოფილი, 2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, 1 კვერცხი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი და პილპილი - გემოვნებით, საფანელი - ფორმაზე მოსაყრელად

მომზადება:

კარტოფილისა და კარაქისგან გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ ყველი, კვერცხი და მარილ-პილპილი, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ საფანელი და საკონდიტრო ტომრის საშუალებით კარტოფილის პიურესაგან გავაკეთოთ ვარდები, შევდგათ ღუმელში და ზემოდან რომ შეწითლდება, გამოვიღოთ.

Category: სტატიები | Views: 1148 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 200 გ. ახალი კომბოსტო, 1 პამიდორი, 1 ს.კ. ძმარი, 1/3 ჩ.კ. მარილი, 1/2 ს.კ. შაქარი, 1-2 ს.კ. ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი

მომზადება: კომბოსტო თხლად ავკუწოთ. პატარა ნაჭრებად დავჭრათ პამიდორი. მარილი, ძმარი და შაქარი ავურიოთ, დავუმატოთ ზეთი და მოვასხათ სალათას.

Category: სტატიები | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

საჭირო მასალა: 2 ძირი ოხრახუში, 2 სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 3-4 თავი ხახვი, 1 კგ. კარტოფილი, 180 გ. მშრალი შებოლილი ძეხვი, მაგალითად "salami", 2 ს.კ.

ზეითუნის ზეთი, 1-2 ღერი ზაფრანა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 750 მლ. ბოსტნეულის ბულიონი, მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე თხლად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ ოხრახუში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ხოლო კარტოფილი - საშუალო ნაჭრებად. 1/2 სმ. სისქის ნაჭრებად დავჭრათ ძეხვი. ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ წიწაკა, 2 წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ხახვი, ძეხვი, ოხრახუში და 1-2 წუთის შემდეგ დავუმატოთ კარტოფილი, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი და დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. როცა მოდუღდება, ავუწიოთ ცეცხლს და 15-20 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე ვხარშოთ. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, დავუმატოთ შემწვარი წიწაკა, შევანელოთ მარილითა და პილპილით და კიდევ 3 წუთი ვხარშოთ.

Category: სტატიები | Views: 1172 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

ანუ სად და როგორ ვიყიდოთ თბილისში კარგი ხორცი

"ხორცს თუ ვერ მამიხარშამდი, რას მპატიჟებდი მძახალო?

უნდა წახვიდე, იშოვნო...

თავი უნდ კედელს ახალო"

ფშავური კაფია

არ იფიქროთ, რომ ასეთი ლირიული წანამძღვრის გაკეთება მხოლოდ სტატიის გამხატვრულებისათვის დაგვჭირდა. უბრალოდ, ფაქტია, რომ თბილისში კარგი ხორცის შოვნა მართლაც რთული ამბავია და როგორც ბევრი სხვა რამის, კარგი ხორცის შეძენასაც ნაცნობობა, ახლობლობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ტელეფონზე დარეკვა და წინასწარ შეთანხმებაც კი ესაჭიროება. ზოგჯერ კი, როგორც ფშავურ კაფიაშია, ვერაფერს გააწყობ და ამ დროს თავი კედელს უნდა ახალო.

თბილისის ცენტრალურ უბნებშიც და გარეუბნებშიც, თითქმის ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში ნახავთ სპეციალურად გასაყიდი ხორცისათვის გამოყოფილ ადგილს, სადაც ძირითადად საქონლისა და ღორის ხორცით ვაჭრობენ.

ძველი ტრადიციისამებრ, ყველა გამყიდველი ირწმუნება, რომ მისი პროდუქციის დარი მაღალი ხარისხის ხორცს მთელს ქალაქში ვერსად იშოვით. ცხვრის ხორცი, როგორც წესი, ძალიან ცოტაა და ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი ის, რომ ცხვარს თბილისში საკლავის სახით, ანუ ცოცხლად ყიდულობენ და ეს ძირითადად დღესასწაულებზე, ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ხდება. მეორე მიზეზი კი ცხვრის ხორცისადმი ცხვირის აბზუება გახლავთ.

გლეხურიდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1210 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

პირველი სალათა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძველ რომში მომზადდა.

წვეულებებზე მიღებული იყო თაფლით, ძმრითა და მარილით შეზავებული ბოსტნეულისა და ბალახეულის კერძის მომზადება, რომელსაც salato ერქვა და მარილიანს ნიშნავდა. რომაელთა სუფრაზე იგი წარმოადგენდა უმი პროდუქტებისგან მომზადებულ ერთადერთ კერძს. ტრადიციული სალათის შემადგენლობაში შედიოდა ხახვი, სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთლები, ზეითუნის ზეთი, თაფლი და ძმარი. მას ძველი რომაელები ხორცის კერძთან ერთად მიირთმევდნენ.

ბნელ შუასაუკუნეებში სალათის ისტორიას ბევრი არც არაფერი შემატებია გარდა იმისა, რომ სალათის ფოთლებს და სხვა ინგრედიენტებს დაემატა პიტნა, ოხრახუში და ყველი. მისი ახალი ისტორია აღორძინების ეპოქიდან იწყება. როგორც სხვა სფეროებში, კულინარიაშიც სერიოზული ძვრები შეინიშნება. საკვები ხდება უფრო მრავალფეროვანი, უფრო დახვეწილი. კერძებში ჩნდება ახალი პროდუქტები, ყალიბდება მკაცრი ეტიკეტი.

ამ ეპოქაში სალათა გახდა საზეიმო სუფრის აუცილებელი დანამატი. ყველაზე მეტად ამ მხრივ იტალიელი და ფრანგი კულინარები აქტიურობდნენ. ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იყენებდნენ სხვადასხვა სახის ბოსტნეულსა და პროდუქტებს: სატაცურს, მწვანილეულს, კიტრს, ყველს და არტიშოკს ერთმანეთში ურევდნენ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1402 | Added by: NaTia | Date: 28.05.2010

« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები