|
მთავარი » სტატიები

გირო (ბერძ. γυρος ნიშნავს წრეში ტრიალს) წარმოადგენს სარზე ჩამოცმულ, შეკმაზული ხორცის ფილებით აგებულ ამობრუნებულ კონუსს. გირო არსებობს ღორის ხორცის, ქათმის და საქონლის ფარშის. ლავაშში შეხვეულ გიროს სხვა ინგრედიენტებთან ერთად (ხახვი, პამიდორი, კარტოფილი, ძაძიკი და სხვ.) ეწოდება სუვლაკი. ძაძიკი
ძაძიკი (ბერძნ. τζατζίκι) ბერძნული კერძი, რომელსაც ასევე სოუსის სახით იყენებენ სუვლაკისა და გიროსათვის. მზადდება გაწურული მაწვნით (საბერძნეთში და თურქეთში ხშირად ცხვრის ან თხის რძის დამზადებული), რომელსაც წვრილად დაჭრილ ან დაქუცმაცებულ კიტრს და ნიორს ურევენ, ასევე ამატებენ მარილს, ზეთისხილის ზეთს, პილპილს, მწვანილს, იშვიათად ლიმონის წვენს და პიტნას.
Category: სტატიები |
Views: 1766 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

უმისი ხშირად ყუმისი (თურქმანული ენებიდან: ბაშკ. ҡымыҙ; ყაზახ. қымыз; ყირგ. кымыз; იაკუტ. кымыс; თურქ. kımız) — ცხენის ან აქლემის დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი. პირველები ყუმისის დამზადება დაიწყეს ყაზახეთისა და მონღოლეთის სტეპების ხალხები ენეოლითის პერიოდში (5500 წლის წინ). მომთაბარეები ინახავდნენ ყუმისის მომზადების ტექნოლოგიას საუკუნეების განმავლობაში. ჰეროდოტეს წყაროების მოხედვით, სკვითებს იმდენად ეშინოდათ ”ინფორმაციის გაჟონვა”, რომ ისინი მხედველობას აკარგვინებდნენ ყველა მათ ადამიანს, ვინც იცოდა რეცეპტი. 
ფახლავა (არაბ. بقلاوة: ბაქლავა — „ნიგოზი") — პოპულარული აღმოსავლური დესერტი, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან, სიროფისა და ნიგვზისგან. ფართოდ გავრცელებულია ყოფილ ოსმანთა იმპერიის ხალხებში.
Category: სტატიები |
Views: 1356 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

ძველად ითვლებოდა, რომ აღდგომაზე, რაც უფრო ბევრ შეღებილ კვერცხს გაჩუქებდნენ თქვენ და რაც უფრო მეტს გააჩუქებდით თქვენ, მით უფრო კარგი, უფრო მხიარული და წარმატებული წელი გექნებოდათ.
ასე რომ, თუ თქვენი ნათესავები და მეგობრები, წელს აღდგომაზე ბევრ კვერცხს გაჩუქებთ, ჩვენი ჟურნალის სტატიები ორმაგად გაგახარებთ – ჩვენი რეცეპტებით წელი იქნება არამარტო წარმატებული, არამედ გემრიელიც!
კვერცხი – ცილების, ვიტამინებისა და მინერალების არაჩვეულებრივი წყაროა. ერთ კვერცხში სულ 76 კილო/კალორიაა, რის გამოც ის დაბალკალორიული და სასარგებლო საკვებია. ამ სტატიის მომზადების დროს დავრწმუნდით, თუ რამდენად საყვარელი საჭმელია ხალხისთვის მოხარშული კვერცხი. ამ თემაზე დაწერილია ისტორიები, შეთხზულია ანეგდოტები, კვერცხის შესახებ თემა ხალხურ ფოლკლორშიც შევიდა.
ზოგი სპეციალისტის მტკიცებით, მოხარშული კვერცხი ხელს უწყობს ადამიანის სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებას. მოხარშული კვერცხი არა მარტო საკვებად არის სასარგებლო, არამედ გარეგანი გამოყენებისთვისაც – მაგალითად, სურდოს დროს ცხვირის დასათბობად. მეცნიერთა ბოლო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ უმეტესი ადამიანის სწორ დიეტაში, ჩართული უნდა იყოს დღეში ერთი კვერცხი მაინც.
იმისათვის, რომ განასხვავოთ მოხარშული კვერცხი უმისგან, უნდა მოათავსოთ კვერცხი ბრტყელ თეფშზე და დააბზრიალოთ: მოხარშული, უმ კვერცხთან შედარებით, შესამჩნევად სწრაფად ტრიალებს.
Category: სტატიები |
Views: 1119 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

უმეტეს შემთხვევაში, იმისათვის რომ, კარგად გამოიყურებოდეთ, გქონდეთ ნორმალური წონა და თავი არაჩვეულბრივად იგრძნოთ, არ არის საჭირო ულტრაბგერითი ლიპოსაქციები და სხვა ოპერაციები. საკმარისია სწორად იკვებოთ, და სწორ პროპორციებში მიაწოდოთ ორგანიზმს ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და სხვა საჭირო ნივთიერებები. რაზეც ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.
არის თუ არა ცილა შეუცვლელი? ორგანიზმში ის ასრულებს რიგ ფუნქციებს. ჩვენი ქსოვილების 20% შედგება ცილისგან, აქედან გამომდინარე, ცილა წარმოადგენს უჯრედებისა და უჯრედშორისი ნივთიერებისთვის ძირითად საშენ მასალას. ჩვენი ჰორმონების მნიშვნელოვან ნაწილს ცილა წარმოადგენს.
მათ მიეკუთვნნება ინსულინი, ჰიპოფიზისა და ფარისებული ჯირკვლის ჰორმონები. გარდა ამისა ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და წარმოადგენს კატალიზატორს. ორგანიზმი ცილების დახმარებით განდევნის უცხო სხეულების ანტიგენებს, და ასრულებს იმუნიტეტის ფუნქციას. სწორედ ცილა მონაწილეობს სისხლით ჟანგბადის, ნახშირწყლების, ჰორმონების, ვიტამინების, ლიპიდების, წამლებისა და მინერალური მარილების გადატანაში. მაინც რამდენი ცილაა საჭირო ნორმალური სიცოცხლის უნარიანობისათვის?
სრულყოფილი აზოტისტური წონასწორობის დაცვისათვის ორგანიზმს 14 გრ. აზოტი ჭირდება დღე-ღამეში, რაც ცილებში გადაანგარიშებისას 90 გრ. ცილას. ეს მინიმუმი არ შეიძლება შეიცვალოს არავითარი სხვა პროდუქტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში დაიწყე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1361 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

არა ათეული და ასეული, არამედ ათიათასობით კერძი შექმნა მსოფლიო კულინარიამ მთელი ისტორიის მანძილზე. კერძებზე იმდენი წიგნი დაიწერა, რომ მათ გადაკითხვას ადამიანის სიცოცხლეც კი არ ეყოფა. პრიმიტიულმა სამზარეულომ, ისეთმა, როგორიც პირველყოფილ ადამიანებს ჰქონდათ, გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ გრძელი და რთული გზა, სანამ საბოლოოდ არ გადაიქცა ნატიფ კულინარიულ ხელოვნებად.
ადამიანის განვითარების ისტორიას ძირძველი დროიდან დღევანდელ დღემდე უნახავს როგორც არნახული აღმაფრენა სამზარეულო ხელოვნებაში, ასევე მისი მძაფრი დაცემაც: კერძს ხან აღმერთებდნენ და თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიამოვნებად, ხანაც თითქოს აბუჩად იგდებდნენ და ფიქრობდნენ, რომ პროდუქტებზე და კერძებზე საუბარიც კი "უღირსობაა ჭეშმარიტი ჯენტლმენისთვის”. ავიღოთ, მაგალითად, ძველთაძველი ელინები: სპარტაში კვებას თავშეკავებულად ეპყრობოდნენ _ ლაშქრობასა და ომში უნდა შემოფარგლულიყვნენ უბრალო, მარტივი საკვების მომზადებით. იქვე, ახლომდებარე ათენში დახელოვნებულები იყვნენ არგაგონილი სადღესასწაულო კერძების მომზადებით, მაგალითად: ერთი ციდა ზეთისხილს ათავსებდნენ მტრედის შიგნით, მტრედს – თიკანში, თიკანს – ცხვარში, ცხვარს – ხარში. ყველაფერი ეს შამფურზე იწვებოდა და მხოლოდ ყველაზე საპატიო სტუმარს ერგებოდა წილად ზეთისხილი.
გასაოცარი კი ისაა, რომ მოგვიანებით ძველ რომში სამზარეულო ხელოვნებამ მიაღწია აყვავების ხანას სწორედ ბერძენი მზარეულების დახმარებით. კულინარებს რ
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1144 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|