|
მთავარი » სტატიები

საჭირო მასალა: 4 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქრის პუდრა, 3 ჩ.კ. სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ.კ. ღვინის ძმარი, 300 მლ. 33-35%-იანი ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 200-300 გ. კენკრა, ცოტა მარილი
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 150 გრადუსზე. გაციებული კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ ცოტა მარილთან ერთად, თანდათან დავუმატოთ შაქრის პუდრა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ, ბოლოს შევურიოთ სახამებელი და ძმარი. მასა უნდა იყოს პრიალა, სქელი, წელვადი და ფორმას უნდა ინარჩუნებდეს.
ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ სახამებელი და ზედ 20-22 მმ. დიამეტრზე მოვათავსოთ მომზადებული ბეზეს მასა, შევდგათ ღუმელში. 1,5 საათის შემდეგ ცეცხლი ჩავაქროთ და დახურულ ღუმელში დავტოვოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს არ შეიძლება ღუმლის კარის გამოღება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბეზე გაფუჭდეს.
არსებობს გამოცხობის სხვა ვარიანტიც - ბეზეს მასა უნდა შევდგათ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 1 საათის შემდეგ ოდნავ გამოვაღოთ კარი და ასე დავტოვოთ დაახლოებით კიდევ 1 საათის განმავლობაში. სანამ გამომცხვარი ბეზე შეგრილდება, ნაღები და შაქრის პუდრა გავთქვიფოთ, წავუსვათ ბეზეს ტორტს და მოვრთოთ კენკრით.
Category: სტატიები |
Views: 1084 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

საჭირო მსალა: 200 გ. ყველი, 200 გ. შებოლილი ხბოს ხორცი, 1 კონა სალათის ფოთოლი, 100 გ. დამარინადებული ბულგარული წიწაკა, 125 გ. ნატურალური იოგურტი ან არაჟანი, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: შებოლილი ხორცი და ყველი თხლად დავჭრათ. წიწაკა დავაბლენდეროთ და შევურიოთ იოგურტს, შევაზავოთ მარილით. სასალათეში ჩავყაროთ ხელით დაქუცმაცებული სალათის ფოთლები, ზემოდან მოვათავსოთ დაჭრილი ყველი, ხორცი, მწვანე ხახვი და მოვასხათ მომზადებული სოუსი.
Category: სტატიები |
Views: 1095 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

საჭირო მასალა: 250 გ. დარჩეული ნუში, 1 ჩ.კ. ნუშის ესენცია ან ზეთი, 200 გ. შაქარი, 4 კვერცხის ცილა, 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, შაქრის პუდრა - ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება: თუნუქის ფურცელს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. 150 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი. ნუში დავფქვათ და ავურიოთ 150 გ. შაქარი, დავუმატოთ ნუშის ესენცია. კვერცხის ცილებისა და დანარჩენი შაქრისგან გავთქვიფოთ ბეზე და ცოტ-ცოტა ულუფებად დავუმატოთ ნუშის მასა. ცომი საკონდიტრო ტომრით დავსვათ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. ნამცხვარი უფრო უნდა გამოშრეს, ვიდრე გამოცხვეს, ამიტომ, აუცილებალდ უნდა ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე და როდესაც გამოცხვება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
Category: სტატიები |
Views: 1121 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

საჭირო მასალა: 500 გ. საქონლის მკერდის ხორცი, 200 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, 3 პატარა ტოტი როზმარინი, 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 800 გ. კანგაცლილი და გახეხილი პამიდორი, 3 კბილი ნიორი, 2-3 ს.კ. უკურკო ზეთისხილი, 1 კონა ახალი რეჰანი, დანის წვერით ძირა, მარილი - გემოვნებით.
მომზადება: ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ ღვინო, დავაყაროთ როზმარინის ტოტები და ასე გავაჩეროთ 1 საათით. ხორცი გადავწუროთ, ცოტა შევაშროთ, დავყაროთ კარგად გახურებულ ღრმა ტაფაზე და ზეთში შევბრაწოთ. ცალკე პამიდორში ავურიოთ მწვანილი, შუა-შუა დაჭრილი ზეთისხილი, ძირა და ნიორი, დავასხათ ხორცს და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.
Category: სტატიები |
Views: 1033 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|

საჭირო მასალა: 400 გ. შებოლილი ძეხვი, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, 150 გ. კარაქი, 150 გ. ყველი, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა, 2-3 ცალი პამიდორი.
მომზადება: ძეხვი და ხახვი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ კარაქი და გახეხილი ყველი. წიწაკებსა და პამიდვრებს ამოვაცალოთ გული, დავტენოთ მომზადებული მასით და შევდოთ მაცივარში 3 საათით. სუფრასთან გატანის წინ რულეტივით დავჭრათ.
Category: სტატიები |
Views: 1079 |
Added by: NaTia |
Date: 28.05.2010
|
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 154 155 » |
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|