|
|
მთავარი » სტატიები

Category: სტატიები |
Views: 1544 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ის ყველაზე ღიმილიანი, ნიჭიერი და ძალიან საყვარელი ადამიანია, რომელიც ირგვლივ დიდ სითბოს და სიყვარულს აფრქვევს, ისე, რომ მის გვერდით მყოფი ნებისმიერი ადამიანი საოცრად კარგად და დადებითად გრძნობს თავს. ის ვაჟა მანიაა, ყველასგან გამორჩეული, საოცრად „ფერადი" და „ნათელი", რომელსაც უყვარს ხუმრობა და ბევრი სიცილი. მათ კი, ვისაც ვაჟას ხმის მოსმენა მოგენატრათ, გეტყვით, რომ მისი ნახვა „მარჯანოვ ექსპრესში" შეგიძლიათ გარდა პარასკევისა და შაბათისა, უკვე – კვირასაც.
ვაჟა მანია: ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც „ჯეოსტარში" მერგო, მინდა ნელ-ნელა ყველაფერი შევირგო. ჯერჯერობით პოპულარობით ვტკბები. რაც მთავარია, ყველაზე მეტად უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდოდა და ამის საშუალება მომეცა. ლონდონში ვისწავლი ერთი წლის განმავლობაში, ოღონდ ჯერ გამოცდები უნდა ჩავაბარო, რომელიც პირველ აპრილს იქნება. თუ გამოცდებს წარმატებით ჩავაბარებ, სწავლა უკვე სექტემბერში დამეწყება. ამას გარდა, კიდევ მაქვს სხვაგან წასვლისა და სწავლის შანსები, თუმცა ჯერჯერობით, ამის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ ყველაფერი არ არის დაზუსტებული. რაც მთავარია, ეს ის არის, რაც მინდა, ისევე როგორც ლონდონში სწავლა. იმედი მაქვს, ორივეს ერთმანეთს შევუთავსებ და ჩემს შემოქმედებას კიდევ უფრო მეტს შევძენ. ძალიან მიხარია, რომ ელ ჯეროს კონცერტს დავესწრები და შევხვდები, კულისებში. გავესაუბრები, ვკითხავ იმას, რაც მე მაინტერესებს.
– რას ჰკითხავ? უმღერებ კიდეც, თუ ვერ გაბედავ?
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1132 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
25 იანვარს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ დაბადების დღეს კრწანისში, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნავს. როგორც თავად ამბობს, იუბილეები არ უყვარს, განსაკუთრებით – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. 83 წლის ასაკში თავს ისე გრძნობს, რომ არც ჭიქა ღვინის დალევაზე ამბობს უარს, მით უმეტეს, თუ ყველაზე საყვარელი ადამიანების გვერდით არის, რომლებიც კრწანისის მშვიდ და მყუდრო გარემოში მისი ყველაზე სასურველი სტუმრები არიან.
– ბატონო ედუარდ, როგორ ხვდებით საკუთარ დაბადების დღეს, როგორი განწყობა გაქვთ?
– კარგი განწყობა მაქვს. ამას წინათ ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ, მალე გამოვკეთდი. ახლა ექიმი რომ დამირეკავს და მკითხულობს, ვეუბნები: მხეცივით ვარ-მეთქი. დაბადების დღესაც ასეთი განწყობით ვხვდები, თუმცა, მაინცდამაინც არ მიყვარს ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა. მოდიან ნათესავები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, გაიშლება ხოლმე სუფრა ერთ დიდ ოთახში და არის ერთი ალიაქოთი. სამზადისი არ მიყვარს, თორემ, მერე კი მოვილხენ ხოლმე. ადრეც ასე ვიყავი. 70 წლის რომ გავხდი, ძალით გადამიხადეს დაბადების დღე კახეთში – მე, ნანული და ჩვენი ოჯახის წევრები ვიყავით წინანდალში, მედიკო მეზვრიშვილმა დაგვპატიჟა. ის დაბადების დღე დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. კახეთში ღამით ვიქეიფეთ, კახური ღვინო დავლიეთ, მე ერთი ჭიქა ღვინით შემიძლია, მთელი საღამო გავატარო, მამაჩემიც ასე იყო, სუფრასთან დილიდან მეორე დილამდე იჯდებოდა, მაგრამ მთვრალი არავის უნახავს. მეც ცოტას ვსვამ,
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1102 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
 ძნელია, ადამიანები აღაფრთოვანო ისე, რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ წაშალო კვალი მათი მეხსიერებიდან. ნანა ფაჩუაშვილი თბილისში, თავისი თაობის ადამიანებში ყველაზე ექსტრავაგანტური და თავისუფალი მსახიობი ქალია, რომელსაც საკმაოდ უხერხულ სცენებში თამაშიც კი არ მორიდებია. როგორია მსახიობის განვლილი გზა – ჯაყოს მომხიბვლელ მარგოდან, პამპერსიან დედაკაცამდე მისი დღიურიდან შეიტყობთ. აქვე შეიტყობთ მისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.
– ყველაზე ძვირფასი პერიოდი, ალბათ, ბავშვობაა, როცა შენზე ზრუნავენ, ყველა თავს გევლება, ყოველი დღე გიხარია და ყოფითი პრობლემების აზრზეც არ ხარ – რა გელოდება წინ. რა ეპიზოდები შემორჩა თქვენს მეხსიერებას იმ წლებიდან?
– ეზოში, მართალია ჩემი თანატოლები, მაგრამ სულ ბიჭები იყვნენ. ამიტომ, გინდა, არ გინდა მათთან ვთამაშობდი. ხშირად მეცვა წითელი შარვალი, ამიტომ შემარქვეს გამადლილა – მაიმუნის სახელი. ერთხელ, ეზოში რაღაცას აშენებდნენ, ფიცრები იყო გადებული. წინ პატარა გუბეც იდგა. ველოსიპედით ერთ-ერთ ფიცარზე გავიარე. შუამდე რომ მივედი, ჩატყდა და ტალახში ჩავვარდი. დედა მკაცრი ქალი იყო. შემეშინდა, სახლში ასეთ მდგომარეობაში მისვლა. იქვე, გვერდზე მუშებს ცეცხლი დაენთოთ, მივედი და ცეცხლის გარშემო დავიწყე ტრიალი. ჩემი ჭკუით ტანსაცმელს ვაშრობდი, თან, ისეთი ორთქლი ამდიოდა...
Category: სტატიები |
Views: 1610 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
ფაქტები, რომელთა დაჯერებაც საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისინი მაინც ფაქტებად რჩება:
* ბრიტანელმა სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ 47 საათი და 15 წუთი არის მაქსიმალური დრო, რა ხნის განმავლობაშიც ქალს სხვისი საიდუმლოს შენახვა შეუძლია.
* იაპონიაში 1 000 კაცია დასაქმებული სპეციალურ ფირმაში. მსურველს შეუძლია, ისინი არენდით იქირაოს და საკუთარ ნათესავებად გაასაღოს. იჯარით აყვანილ „მამიკოს" შეუძლია, ბავშვის კრებაზეც კი მივიდეს.
* ილინიოსის შტატის მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ბიუსტჰალტერი, რომელიც საჭირო მომენტში მშვენივრად ასრულებს აირწინაღის მაგივრობას.
* შვეიცარიაში ფერმერები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ გაცილებით ბევრს იწველება ძროხა, რომელსაც პატრონის სახელი ჰქვია.
* „მეტი აღარ შემიძლია!" – წამოიყვირა მუამარ კადაფის თარჯიმანმა, როდესაც კადაფი გაერთიანებული ერების ასამბლეაზე გამოდიოდა. საქმე ის არის, რომ კადაფი 75 წუთი შეუსვენებლად ლაპარაკობდა, თანაც ლოგიკის სრული იგნორირებით და ბურდღუნით.
* ავსტრიაში ადოლფ ჰიტლერის 39 ნათესავი მოიძებნა. უმრავლესობამ არც კი იცის, ვისი გენის მატარებელია. მათმა წინაპრებმა თავის დროზე გვარი გადაიკეთეს მასში რამდენიმე ასოს შეცვლით.
* რამდენიმე ინგლისელი თაღლითი 250 მილიონ ფუნტ სტერლინგად ყიდდა სასტუმრო „რიცს" ლონდონში. მოლაპარაკებები საკმაოდ ცნობილ ბიზნესმენთან, კოლინზ ტერენსთან, ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და თანხის ნახევარი დასცინცლე
...
კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები |
Views: 1139 |
Added by: NaTia |
Date: 10.02.2011
|
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 154 155 » |
|
კალენდარი
| « იანვარი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | 1 | 2 | 3 | 4 | | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|